ჩაბარების ვადა:

2 ივნისი 2023, 15:00

სტატუსი:

შეფასება

E
ელ. ტენდერი
T17439 - ტენდერი ბათუმში, ხახულის ქუჩა #49-ში ს/კ 05.25.08.005 არსებულ მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა-ნაგებობის სადემონტაჟო სამუშაოების ჩატარებაზე

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. გთხოვთ იხილოთ განახლებული ინფორმაცია.

ტენდერის აღწერილობა:

სს საქართველოს ბანკი აცხადებს ტენდერს ბათუმში, ხახულის ქუჩა #49-ში ს/კ 05.25.08.005 არსებულ მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა-ნაგებობის სადემონტაჟო სამუშაოების ჩატარებაზე (იხ. ტენდერზე თანდართული ფოტოები და ტექნიკური ინფორმაცია).

ინსტრუქცია ტენდერში მონაწილეთათვის:

  • პრეტენდენტი ვალდებულია დაუკავშირდეს ტენდერით განსაზღვრულ საკონტაქტო პირს (იხ. ქვემოთ), მოახდინოს ობიექტზე ვიზიტი შენობა-ნაგებობის დეტალური დათვალიერებისთვის.
  • სადემოტაჟო სამუშაოები უნდა მოიცავდეს არსებული ნაგებობების დემონტაჟს (ღობის გარდა), ღირებული მასალების გატანას, სამშენებლო ნარჩენების დაშლას და ეზოში მოგროვებას.
  • პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს საბანკო გარანტია (გარანტიის ოდენობას განსაზღვრავს თავად პრეტენდენტი და წარმოადგენს შერჩევის ერთერთ კრიტერიუმს)
  • ტენდერის მიმდინარეობის განმავლობაში პრეტენდენტებმა უნდა ატვირთონ სატენდერო მოთხოვნებში გათვალისწინებული ყველადოკუმენტი.
  • ტენდერის განმავლობაში დამატებითი ინფორმაციის მოპოვება ან დაზუსტება შესაძლებელია საკონტაქტო პირთან დაკავშირებით E-mail-ით ან ტელეფონით.
  • ტენდერის დასრულების შემდეგ სატენდერო კომისია განიხილავს მოწოდებულ ინფორმაციას და გამოავლენს საუკეთესო პირობისმომწოდებელს.
  • კომერციული შემოთავაზება უნდა იყოს ეროვნულ ვალუტაში;

ტენდერში მონაწილეობის პირობები:

  • ტენდერი ცხადდება გამარჯვებულთან მომსახურების ხელშეკრულების გაფორმების მიზნით, რომლის მიხედვითაც განისაზღვრებამოთხოვნილი სერვისის შესყიდვის ფარგლებში მხარეთა შორის თანამშრომლობის ძირითადი პირობები (შემდგომში - ხელშეკრულება).
  • ხელშეკრულების და წინამდებარე დოკუმენტის პირობებს შორის წინააღმდეგობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭებახელშეკრულების პირობებს.
  • მომსახურების შესყიდვა მოხდება ერთჯერადად;
  • ბანკი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს შეწყვიტოს, გააუქმოს ან გადაავადოს ტენდერი თავისი შეხედულებისამებრ;

სატენდერო მოთხოვნები:

  • პრეტენდენტის მიერ ასატვირთი ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა;
  • შემოთავაზებული მომსახურება სრულად უნდა აკმაყოფილებდეს დოკუმენტაციაში მოცემულ მოთხოვნებს.

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ორგანიზაციამ წარმოადგინოს შემდეგი სავალდებულო დოკუმენტაცია:

  • წინამდებარე დოკუმენტით განსაზღვრული მომსახურების გაწევისთვის კომერციული შემოთავაზება ინვოისის სახით
  • შესასრულებელი სამუშაოების ვადა და დეტალური სადემონტაჟო სამუშაოების გეგმა-გრაფიკი
  • საბანკო გარანტიის მოცულობა თანხობრივად (ეროვნულ ვალუტაში)
  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან
  • შესრულებული სადემონტაჟო ობიექტების ჩამონათვალი

პრეტენდენტის წინააღმდეგ არ უნდა მიმდინარეობდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება და პრეტენდენტი არ უნდა იყოსლიკვიდაციის / რეორგანიზაციის პროცესში.

ტენდერის განმავლობაში პრეტენდენტს აქვს ვალდებულება მოთხოვნისამებრ წარმოადგინოს ნებისმიერი იურიდიული თუ ფინანსურიდოკუმენტი.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2023 წლის, 2 ივნისი, 15:00 სთ;
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი;
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში

დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ შემდეგი საკონტაქტო პირისაგან:
კონსტანტინე მეტრეველი
ტელ: +995 595 03 64 84
ელ. ფოსტა: Ko.Metreveli@bog.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 45100000 სამშენებლო უბნის მოსამზადებელი სამუშაოები

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    26 მაისი 2023 დრო 08:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა