ჩაბარების ვადა:

17 აგვისტო 2021, 17:00

სტატუსი:

შეფასება

E
ელ. ტენდერი
T10348 - ტენდერი საკანცელარიო მასალების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს საქართველოს ბანკი აცხადებს ტენდერს საკანცელარიო მასალების შესყიდვაზე.

პრეტენდენტებმა სისტემაში უნდა ატვირთონ სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი ყველა დოკუმენტი. პრეტენდენტის მიერ ასატვირთი ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს უფლებამოსილი პირისხელმოწერითა და ბეჭდით;

დანართი N1:

  • ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია კომპანიამ შეავსოს შემოთავაზებული ფასების ცხრილი - დანართი N1;
  • ტენდერში მონაწილემ სისტემაში უნდა დააფიქსიროს დანართ N1-ში მიღებული ჯამური სატენდერო ფასი, ანუ სავარაუდო საკონტრაქტო ღირებულება.

ტენდერი ჩატარდება 3 ეტაპიანი ვაჭრობის პრინციპით, ვაჭრობა გაიმართება დანართ N1-ში არსებული ჯამური ფასის მიხედვით, ბიჯი 3’000 ლარი.

ვაჭრობის დასრულების შემდეგ, საბოლოოდ დაფიქსირებული ჯამური ფასის შესაბამისად პროპორციულად დააკლდება ყველა ერთეულის ფასს.

სატენდერო წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს ეროვნულ ვალუტაში - ლარში და მოიცავდეს კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებს და გადასახდელებს.

შემოთავაზებული პროდუქტი სრულად უნდა აკმაყოფილებდეს დანართ N1-ში მოცემულ მინიმალურ პარამეტრებს/სპეციფიკაციებს.

დანართი N2:

  • ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ორგანიზაციამ წარმოადგინოს საბანკო რეკვიზიტები - დანართი N2;

სატენდერო მოთხოვნები

  • შეკვეთის განთავსება: თვის განმავლობაში, კონტრაქტორი ბანკისგან შეკვეთას მიიღებს შიდა პროგრამის საშუალებით. სადაც მოცემული იქნება ობიექტების ჩამონათვალი და შესასყიდი საკანცელარიო პროდუქციის სახეობები და რაოდენობა.
  • პროდუქციის მიწოდება: კონტრაქტორი ბანკს მიაწვდის ობიექტების მიხედით, წინასწარ დახარისხებულ პროდუქციას. თითოეულ შეკვრას უნდა ჰქონდეს წარწერა, შესაბამისი ობიექტის მითითებით.
  • ასევე შესაძლებელია, თვის განმავლობაში რამდენჯერმე, ბანკის მხრიდან განხორციელდეს მცირე მასშტაბის შეკვეთები სხვადასხვა სახის საკანცელარიო პროდუქტზე - მისამართის წინასწარ შეთანხმებით.
  • მიწოდების მისამართი: ქ. თბილისი - ჭირნახულის 9, საქართველოს ბანკის საწყობი.
  • მიწოდების ვადა: შეკვეთის მიწოდება უნდა განხორციელდეს არაუგვიანეს შეკვეთის განთავსებიდან 10 (ათი) კალენდარული დღის ვადაში.
  • ნიმუშების წარმოდგენა: ბანკის მოთხოვნის შემთხვევაში პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ნიმუშები 2 მისამართზე: ჭირნახულის 9 და გაგარინის ქ.29ა. წარმოდგენლი ნიმუშები უნდა იყოს დანართ N1-ში მოცემული პროდუქციის მინიმუმ 1 ცალი/შეკვრა/ყუთი.
  • შეკვეთის მოცულობა: დანართ N1-ში მოცემულია პროდუქციის წლიური სავარაუდო შესასყიდი რაოდენობა, რომელიც შეიძლება შემცირდეს ან გაიზარდოს ბანკის მოთხოვნიდან გამომდინარე.
  • არასტანდარტული საკანცელარიო პროდუქტი: ხელშეკრულების ფარგლებში შესაძლოა მოხდეს ისეთი პროდუქციის შეკვეთა რომელიც არ არის დანართ N1-ში არსებულ საკანცელარიო ნუსხაში. მომწოდებელი იღებს ვალდებულებას ბანკის მოთხოვნის შემთხვევაში მოახდინოს ამგვარი პროდუქციის მოძიება და მოწოდება წინასწარ შეთანხმებული ფასით;
  • გამარჯვებული კომპანია იღებს ვალდებულებას, ერთ წლიანი ხელშეკრულების ფარგლებში დააფიქსიროს ფასი, ხოლო იმ შემთხვევაში თუ დოლარის კურსი აცდება 3.3 ნიშნულს, მოითხოვოს გადახედვა.
  • გამოცდილების მინიმალური მოთხოვნა: ტენდერში მონაწილეს უნდა ჰქონდეს სულ მცირე 2 წლიანიგამოცდილება შესაბამის სფეროში;
  • პრეტენდენტის წინააღმდეგ არ უნდა მიმდინარეობდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება და პრეტენდენტიარ უნდა იყოს ლიკვიდაციის / რეორგანიზაციის პროცესში;
  • შესყიდვის საქონლის სპეციფიკაციები მოცემულია დანართ N1-ში;
  • შემოთავაზებული წინადადებები ძალაში უნდა იყოს ტენდერის გახსნიდან სულ მცირე 90 დღის განმავლობაში.
  • გამარჯვებულმა კომპანიამ უნდა მოგვაწოდოს მოთხოვნილი პროდუქციის კატალოგი ფოტოსურათებითექსელის ან/და PDF ფორმატით.
  • შეფასების კრიტერიუმები: გამარჯვებული კომპანია შეირჩევა შეფასების კრიტერიუმების მიხედვით: ფასი 80% ; გამოცდილება 20%;

წარმოსადგენი (ასატვირთი) სატენდერო დოკუმენტების სია:

  • წინამდებარე დოკუმენტი, დაბეჭდილი და ხელმოწერილი უფლებამოსილი პირის მიერ. დასკანერებული PDF ფორმატში;
  • დანართი N1:
    - ელექტრონულად შევსებული Excel -ის ფაილის სახით;
    - PDF ფაილის სახით, დასკანერებული და ხელმოწერილი უფლებამოსილი პირის მიერ;
  • დანართი N2 შევსებული სრულად, დასკანერებული PDF ფორმატში;
  • სარეკომენდაციო წერილები: პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს საქართველოს რეზიდენტი მინიმუმ ორი ორგანიზაციის მიერ გაცემული რეკომენდაცია (100 000 ლარზე მეტი გენ. კონტრაქტების შემთხვევაში)
  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;

დამატებითი ინფორმაცია:

ტენდერის განმავლობაში დამატებითი ინფორმაციის მოპოვება ან დაზუსტება შესაძლებელია საკონტაქტო პირთანდაკავშირებით ელექტონული ფოსტის ან ტელეფონის საშუალებით.

ტენდერის დასრულების შემდეგ სატენდერო კომისია განიხილავს მოწოდებულ ინფორმაციას და გამოავლენსსაუკეთესო პირობების მქონე მომწოდებელს.

ბანკი იტოვებს უფლებას რომ ნებისმიერ ეტაპზე შეწყვიტოს ტენდერი. წინამდებარე ტენდერის გამოცხადება არავალდებულებს ბანკს კონტრაქტის გაფორმებას რომელიმე მომწოდებელთან.

ხელშეკრულების და წინამდებარე დოკუმენტის პირობებს შორის წინააღმდეგობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭებახელშეკრულების პირობებს.

ბანკი იღებს ვალდებულებას შეამციროს გარემოზე ზემოქმედება და უზრუნველყოს გარემოს დაცვითი და მდგრადიგანვითარების კომპონენტების მონიტორინგი.

ბანკი თანამშრომლობს იმ მომწოდებლებთან, რომლებიც იზიარებენ იგივე სტანდარტებს და მათ პოლიტიკაში დაყოველდღიურ საქმიანობაში ასახულია სახიფათო ნარჩენების, ენერგიის, წყლის და ნახშირორჟანგის მინიმაზაციისმიზნით დასახული ქმედებები და ყოველდღიურ საქმინობაში ახდენენ ამის კონტროლს, რის დამადასტურებლადშეუძლიათ დოკუმენტაციის წარმოდგენა.

ბანკთან თანამშრომლობის შემთხვევაში მხარე აცხადებს რომ:

  • სრულად და ჯეროვნად დაიცავს გარემოს დაცვის, ადგილობრივი ან/და საერთაშორისო კანონმდებლობისმოთხოვნებს, მათ შორის, გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშით თუ ეკოლოგიური ექსპერტიზისდასკვნით გათვალისწინებულ მოთხოვნებს ან/და სანებართვო თუ სალიცენზიო პირობებს;
  • უზრუნველყოფს ნარჩენების შეგროვებას, ტრანსპორტირებასა და დამუშავებას, კანონმდებლობის შესაბამისად;
  • ნებისმიერი ისეთი გარემოების (მათ შორის, ერთმნიშვნელოვნად ნებისმიერი სახის ავარიის, ინციდენტის ან/დაუბედური შემთხვევის) დადგომიდან, რომელიც საფრთხეს უქმნის გარემოს დაცვას ან/და გარემოს დაცვისადგილობრივი ან/და საერთაშორისო კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევიდან ან ასეთი გარემოებებისდადგომის საშიშროების წარმოშობიდან 5 (ხუთი) საბანკო დღის ვადაში აცნობებს ბანკს აღნიშნულის თაობაზედა იმ ზომების შესახებ, რომელსაც იგი იღებს ზემოთ ხსენებული გარემოებების აღმოსაფხვრელად.
  • სრულად დაიცავს შრომის უსაფრთხოების წესებსა და ნორმებს საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

ელექტრონული ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • შემოთავაზებები უნდა აიტვირთოს შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2021 წლის, 17 აგვისტო 17:00 სთ.
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი;
  • ვაჭრობის ტიპი: 3 ბიჯიანი ვაჭრობა;
  • ვაჭრობის ბიჯი: 3000 ლარი;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;

ტენდერის ფარგლებში ბანკის საკონტაქტო პირი: 
თეონა ფიცხელაური
მობ: 577 52 42 35
ელ. ფოსტა: tpitskhelauri@bog.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 22800000 ქაღალდის ან მუყაოს სარეგისტრაციო ჟურნალები/წიგნები, საბუღალტრო წიგნები, ფორმები და სხვა ნაბეჭდი საკანცელარიო ნივთები
  • 30100000 საოფისე მანქანა-დანადგარები, აღჭურვილობა და საკანცელარიო ნივთები, კომპიუტერების, პრინტერებისა და ავეჯის გარდა

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    9 აგვისტო 2021 დრო 08:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: 3-ბიჯიანი
  • პრეკვალიფიკაცია: არა
  • ფასის კლების ბიჯი: 3'000.00 ‎₾