ჩაბარების ვადა:

13 ოქტომბერი 2021, 18:00

სტატუსი:

შეფასება

E
ელ. ტენდერი
T10825 - ტენდერი სასტუმროს თანამშრომლების კოტეჯებისათვის დასამზადებელი ავეჯისა და რბილი ავეჯის შესყიდვაზე

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. შეთავაზების წარდგენის განახლებული ვადაა 2021 წლის 13 ოქტომბერი, 18:00სთ.

ტენდერის აღწერილობა:

შპს გუდაური ლოჯის სასტუმროს თანამშრომლების კოტეჯებისათვის განკუთვნილი ავეჯისა და რბილი ავეჯის შესყიდვა.   

1.2 მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა

ავეჯის ჩამონათვალი და სპეციფიკაციები მოცემულია ნახაზებსა და ფასების ცხრილში.

  • ავეჯი შესაძლებელია შემოთავაზებული იყოს ალტერნატიული მასალით.
  • სამზარეულოს შემთხვევაში ზუსტი განშლები დაზუსტდება გამარჯვებულის გამოვლენის შემდეგ.
  • სამზარეულოს ტოპი უნდა იყოს სტანდარტული „სტალიჩნიცა“.
  • ფერების შემთხვევაში სასურველია შემოთავაზება მოიცავდეს ფასს სამივე ფერისათვის.
  • მოთხოვნის შემთხვევაში პრეცენდენტმა უნდა წარმოადგინოს მასალის ნიმუშები.

1.3 განფასება

პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს განფასება მიბმული ფასების ცხრილის, მიხედვით. ცხრილი უნდა იყოს შევსებული სრულყოფილად.

შენიშვნა: ფასი უნდა წარმოადგინოთ ეროვნულ ვალუტაში, უნდა  მოიცავდეს ყველა გადასახდელსა და გადასახადს. ასევე ფასში უნდა იყოს გათვალისწინებული სამონტაჟო სამუშაოები.

1.4 სამუშაოს შესრულების ფორმა, ადგილი და ვადა

  • ავეჯის მიწოდება და მონტაჟი მოხდება დაბა გუდაურში, სასტუმრო გუდაური ლოჯის ტერიტორიაზე განთავსებულ კოტეჯებში.
  • სამუშაოების დასრულება უნდა მოხდეს არაუგვაინეს 2021 წლის 12 ნოემბრისა.

1.5 მოთხოვნა საგარანტიო ვადის შესახებ

შესრულებული სამუშაოების საგარანტიო ვადა განისაზღვრება მომსახურების დასრულებიდან 24 (ოცდაოთხი) თვის ვადით.

1.6 მოთხოვნა პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ

პრეტენდენტს უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში უნდა გააჩნდეს შესყიდვის ობიექტით განსაზღვრული ანალოგიური სამუშაოების შესრულების გამოცდილება, რაზედაც უნდა წარმოადგინოს შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტები: ხელშეკრულებ(ებ)ა და ამავე ხელშეკრულებ(ებ)ის შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი და დადებითი სარეკომენდაციო წერილები ან/და აღნიშნული დოკუმენტაციის შესახებ მითითება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ერთიანი ელექტრონული სისტემის შესაბამის შესყიდვის ნომრებზე (მაგ: NAT/CMR/SPA და ა.შ).

1.7 ანგარიშსწორების პირობები

ანგარიშსწორების პირობები ჩამოყალიბდება სახელშეკრულებო ეტაპზე, თუმცა გადახდის სასურველი პირობები მონაწილემ უნდა წარმოადგინოს შემოთავაზებასთან ერთად. ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში, ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ და ავანსის ჩარიცხვამდე, მონაწილემ უნდა წარმოადგინოს საავანსო თანხის შესაბამისი გარანტია, მინიმუმ საავანსო ღირებულებაზე და მოქმედი უნდა იყოს ხელშეკრულების დასრულების თარიღიდან მინიმუმ 1 თვის განმავლობაში.

1.8 ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია

შემსრულებელი ვალდებულია ხელშეკრულების ხელმოწერიდან 7 (შვიდი) კალენდარული დღის ვადაში წარმოადგინოს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 5%-ის ოდენობით. ხელშეკრულების შესრულების გარანტია გაცემული უნდა იყოს საქართველოში ლიცენზირებული ბანკის ან „ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის“ („OECD“) წევრი ქვეყნის ბანკის მიერ და და ძალაში უნდა იყოს არანაკლებ „ხელშეკრულებით“ გათვალისწინებული საგარანტიო ვადის დასრულების თარიღიდან 1 თვის განმავლობაში.

1.9 პრეტენდენტის მიერ ელექტრონულ ტენდერში ასატვირთი/წარმოსადგენი მონაცემები:

  • ფასების ცხრილი ექსელის ფორმატში. (სრულყოფილად შევსებული)
  • გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები 1.6 პუნქტის შესაბამისად;
  • სამუშაოების შესრულების დეტალური გეგმა-გრაფიკი;
  • ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომელიც გაცემული უნდა იყოს წინამდებარე ელექტრონული ტენდერის გამოცხადების თარიღის შემდეგ.
  • თანხმობა წინამდებარე სატენდერო პირობებზე, რომლის დასადასტურებლად წარმოდგენილ უნდა იქნას ხელმოწერილი სატენდერო განაცხადი.
  • გამოცდილების შესაბამისი შესრულებული სამუშაოების დასურათებული პორტფოლიო.

შენიშვნა:
1) ელექტრონულ ტენდერში ატვირთული პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში ატვირთული უნდა იქნეს მინდობილობა);
2) პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია სასურველია დადასტურებულ იქნას უფლებამოსილი პირის ელექტრონული ხელმოწერით ან კომპანიის ელექტრონული შტამპით.

1.9 ხელშეკრულების და საშემსრულებლო დოკუმენტების გაფორმება

  • გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება ხელშეკრულება წინამდებარე ელექტრონულ ტენდერზე თანდართული სატენდერო პირობების შესაბამისად.
  • შემსყიდველი იტოვებს უფლებას გააფორმოს ხელშეკრულება ერთ ან რამოდენიმე კომპანიასთან.

1.11 სხვა მოთხოვნა

  • წინადადების წარდგენის მომენტისთვის პრეტენდენტი არ უნდა იყოს:
    - გაკოტრების პროცესში;
    - ლიკვიდაციის პროცესში;
    - საქმიანობის დროებით შეჩერების მდგომარეობაში.
  • ფასების წარმოდგენა დაშვებულია მხოლოდ ეროვნულს ვალუტაში. ფასები უნდა მოიცავდეს ამ ტენდერით გათვალისწინებულ ყველა ხარჯსა და კანონით გათვალისწინებულ გადასახადებს.
  • პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი წინადადება ძალაში უნდა იყოს წინადადებების მიღების თარიღიდან 45 (ორმოცდახუთი) კალენდარული დღის განმავლობაში.
  • „შემსყიდველი“ უფლებას იტოვებს თვითონ განსაზღვროს ტენდერის დასრულების ვადა, შეცვალოსტენდერის პირობები, რასაც დროულად აცნობებს ტენდერის მონაწილეებს, ან შეწყვიტოს ტენდერი მისი მიმდინარეობის ნებმისმიერ ეტაპზე.

„შემსყიდველი“ გამარჯვებულ მიმწოდებელს გამოავლენს სატენდერო კომისიაზე და გადაწყვეტილებას აცნობებს ყველა მონაწილე კომპანიას. „შემსყიდველი“ არ არის ვალდებული მონაწილე კომპანიას მისცეს სიტყვიერი ან წერილობით ახსნა-განმარტება კონსკურსთან დაკავშირებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე.

„შემსყიდველი“ იტოვებს უფლებას გადაამოწმოს პრეტენდენტებისგან მიღებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია, ასევე მოიძიოს ინფორმაცია პრეტენდენტი კომპანიის ან მისი საქმიანობის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება, რომ პრეტენდენტის მხრიდან მოწოდებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს ან გაყალბებულია, პრეტენდენტი იქნება დისკვალიფიცირებული.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ „შემსყიდველი“ არ მიიღებს არავითარ ზეპირ შეკითხვას დამატებითი ინფორმაციის მისაღებად. შეკითხვები უნდა იქნეს გამოგზავნილი სატენდერო საიტზე არსებულ შეკითხვების მოდულში. გამონაკლისის სახით მიიღება შეკითხვები ტელეფონით.

შენიშვნა: ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, მოპოვებული სხვა გზით არ იქნება ოფიციალური და არ წარმოშობს არავითარ ვალდებულებას  „შემსყიდველი“ მხრიდან.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • დაინტერესებულმა პირებმა წინადადება უნდა წარმოადგინონ შესყიდვების ელექტრონული სისტემის www.tenders.ge საშუალებით;
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge -ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2021 წლის, 13 ოქტომბერი, 18:00 სთ;
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;

შესყიდვების წარმომადგენელი:
სალომე სადუნიშვილი
599 68 67 82

შენიშვნა: თუ წინამდებარე მოწვევა გაგზავნილია ელექტრონული ფოსტით მონაწილე კომპანიასთან, მონაწილემ, მისი კონკურსში მონაწილეობის შესახებ თანხმობა და წინამდებარე დოკუმენტის გაცნობის დასტური უნდა გამოაგზავნოს ელექტრონული ფოსტით.

ტენდერის კატეგორია:

  • 39100000 ავეჯი
  • 39200000 ავეჯის აქსესუარები

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    8 ოქტომბერი 2021 დრო 08:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა