ჩაბარების ვადა:

21 ოქტომბერი 2021, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T10830 - ტენდერი არსებული შენობის კონსტრუქციული ნაწილის და ექსტერიერის სარეკონსტრუქციო (დემონტაჟი-მონტაჟი) სამშენებლო სამუშაოებზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს „მეცნიერება” აცხადებს ტენდერს არსებული შენობის კონსტრუქციული ნაწილის და ექსტერიერის სარეკონსტრუქციო (დემონტაჟი-მონტაჟი) სამშენებლო სამუშაოებზე (#07/10-METS/CONST-2021)

ობიექტის ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, კალისტრატე ქუთათელაძის ქ #10 -ში (ყოფილი საშენ მასალათა ინსტიტუტი)

განმცხადებლის მიერ შესავსები ფორმები:

  • დანართი # 1 - განაცხადის ფორმა
  • დანართი # 2 - სამუშაოების მოცულობა - გაფასების ფორმა დანართი
  • # 3 - სამუშაოების შესრულების გრაფიკი 

სახელმძღვანელო დოკუმენტები (სავალდებულო): 

გთხოვთ გადმოტვირთოთ შემდეგი ბმულიდან: https://we.tl/t-01etAwNsZZ

  • #41 დასკვნა + მისაწვდომობის დასკვნა + სერტიფიკატები
  • არსებული ფოტოფიქსაცია
  • არსებული შენობის ექსპერტიზა
  • გეგმები + ანაზომები
  • გენ-გეგმა
  • გეოლოგია + ექსპერტიზა
  • დანართები (მოცულობის)
  • დენდეროპროექტი ევროპული სკოლა
  • ვიზუალიზაცია
  • კონსტრუქციული დასკვნა
  • კონსტრუქციული პროექტი
  • მაქსიმალური სიმაღლე
  • მოცულობები
  • სატენდერო განმარტება
  • სქემატური ნახაზი განმარტებისთვის
  • ფასადები + ანაზომი
  • საინჟინრო სისტემების პროექტი
  • სახანძრო სისტემების პროექტი
  • ჭრილები + ანაზომი
  • კარ-ფანჯრების სპეციფიკაცია

სატენდერო წინადადების წარდგენა - სავალდებულო დოკუმენტები:

  • საპროექტო განაცხადი - ხელმოწერილი ბეჭდით (დანართი #1);
  • დეტალური ხარჯთაღრიცხვა და საქმიანობის კალენდარული გრაფიკი, განცხადების დანართების შესაბამისად (დანართი # 2 - გაფასების ფორმა);
  • სამუშაოების შესრულების გრაფიკი (დანართი #3);
  • კომპანიის ხელმძღვანელის, მშენებლობის მენეჯერის და პროექტზე პასუხისმგებელ პროექტ მენეჯერს CV, რომელშიც მოცემულია კვალიფიკაცია და გამოცდილება ამ სფეროში;
  • ბოლო 3 წლის განმავლობაში განხორციელებული მსგავსი სამშენებლო პროექტების პორტფილიო;
  • 2 ან 3 სარეკომენდაციო წერილი (Reference letter) 

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ არასრული განაცხადი არ განიხილება.

პროექტის განხორციელების ვადები:

  • სამუშაოების დაწყების ვადა: არაუგვიანეს 2021 წლის 1 ნოემბერი
  • სამუშაოების დასრულების ვადა: 2022 წლის 5 აგვისტო

შენიშვა 1: პროექტით გათვალისწინებული სამსართულიანი შენობის შიდა სადემონტაჟო-სამშენებლო სამუშაოები უნდა დასრულდეს არაუგვიანეს 2022 წლის 1 მარტისა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სამშენებლო კომპანიას უნდა ჰქონდეს მსგავსი სამუშაოების შესრულების მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება. მოთხოვნის შემთხვევაში უნდა წარმოადგინოს ამ გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები;
  • კომპანიას უნდა გააჩნდეს #41 დადგენილებასთან მიმართებაში მუშაობის გამოცდილება;
  • დაქირავებულ მშენებლობის მენეჯერს უნდა ჰქონდეს მინიმუმ სამწლიანი გამოცდილება მსგავსი პროექტების განხორციელებაში. უპირატესობა მიენიჭება საინჟინრო განათლების მქონე კანდიდატს;
  • პროექტზე პასუხისმგებელ პროექტ მენეჯერს უნდა ჰქონდეს მსგავს მოცულობის პროექტების შესრულების მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება და შესაბამისი განათლება;
  • განმცხადებელს უნდა ჰქონდეს შესაბამისი უნარი დროულად და ხარისხიანად შეასრულოს ვალდებულებები;
  • განმცხადებელს უნდა შეეძლოს ფინანსური აღრიცხვის წარმოება და დამკვეთისთვის ანგარიშგების წარდგენა, ამ სფეროში მოქმედი ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად;
  • სამშენებლო მოედანზე უსაფრთხოების უზრუნველყოფა ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად;

ანგარიშგების და გადახდის მეთოდები:

  • კომერციული წინადადება „დანართი 1“ წარმოდგენილი დეტალური ხარჯთაღრიცხვის გზით საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
  • გადახდა იწარმოებს ავანსის გარეშე. შესაძლებელია ეტაპობრივი ანგარიშსწორება, შესრულებული სამუშაოების საფუძველზე.

შენიშვნა 2: ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში დამკვეთი მოითხოვოს უპირობა და გამოუთხოვად საბანკო გარანტიას მოთხოვნილი თანხის ოდენობაზე.

  • კონტრაქტორს მოეთხოვება ყოველთვიურად წარმოადგინოს ფინანსური ხარჯთაღრიცხვა („შესრულებული სამუშაოების ფორმა N2“);
  • ანაზღაურება განხორციელდება დამკვეთის მიერ დანიშნული პირის მოწოდებული მონიტორინგის ანგარიშის საფუძველზე, რომელიც დაადასტურებს სამუშაოების ვადებს, ბიუჯეტის ხარჯვას და კონტრაქტორის მიერ წარდგენილ ანგარიშის შესაბამისობას;

შენიშვნა 3: სავალდებულოა რომ ტენდერში მონაწილობის მიღების მსურველმა კომპანიებმა ობიექტი დაათვალიერონ

გამარჯვებულის გამოვლენის შემდგომ დამკვეთი იტოვებს უფლებას პრეტენდენტს მოთხოვოს შემდეგი დოკუმენტაცია:

  • ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
  • ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯარო სამართლებრივი შეზღუდვის არარსებობის შესახებ;
  • ცნობა შემოსავლების სამსახურიდან, ბიუჯეტის წინაშე დავალიანების არარსებობის შესახებ.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოსდალუქულ კონვერტში. წინადადების ჩაბარება ხდება მისამართზე:

ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა №18 თეიმურაზ ჩიჩუას სახელზე.

კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს პრეტენდენტისა და ტენდერის დასახელება და ნომერი:არსებული შენობის კონსტრუქციული ნაწილის და ექსტერიერის სარეკონსტრუქციო (დემონტაჟი-მონტაჟი) სამშენებლო სამუშაოებზე # 07/10-METS/CONST-2021

დაინტერესებულმა პირებმა წინადადებები უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2021 წლის 21 ოქტომბრის 17:00 საათისა.

  • საკონტაქტო პირი დოკუმენტაციასთან დაკავშირებით:
    თეიმურაზ ჩიჩუა tchichua@gig.ge; 591 93 10 10.
  • საკონტაქტო პირი პროექტთან დაკავშირებით:
    ალექსანდრე ნარსია - საკონტაქტო ნომერი: 574 45 45 00

ტენდერის კატეგორია:

  • 45100000 სამშენებლო უბნის მოსამზადებელი სამუშაოები
  • 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
  • 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები