ჩაბარების ვადა:

29 ოქტომბერი 2021, 17:00

სტატუსი:

გამარჯვებული

E
ელ. ტენდერი
T10845 - Property and Employer liability Insurance 2022

ტენდერის აღწერილობა:

"დიპლომატი" საერთაშორისო სადისტრიბუციო კომპანიაა, რომელიც წარმოადგენს მსოფლიოს პრემიუმ კლასის კომპანიების წამყვან ბრენდებს მსოფლიოს ხუთ ქვეყანაში. „დიპლომატი“ შპს  დიპლომატ ჯორჯიას სახელით საქართველოში საქმიანობას ეწევა 2008 წლიდან და წარმოადგენს ქვეყანაში წამყვან სადისტრიბუციო კომპანიას, რომელიც ახორციელებს საერთაშორისო კომპანიების P&G-ის და Nestle-ს სამომხმარებლო და კვების პროდუქტების დისტრიბუციას საქართველოში. 

შპს „დიპლომატ ჯორჯია“ აცხადებს ტენდერს ოთხ ლოტად:

  • ლოტი #1: დამსაქმებლის პასუხისმგებლობის დაზღვევა
  • ლოტი #2: სამშენებლო მანქანა - დანადგარების დაზღვევა
  • ლოტი #3: ტვირთის დაზღვევა
  • ლოტი #4: ქონების და მასთან დაკავშირებული რისკების დაზღვევა: ნაღდი ფული სალაროში. 

აღნიშნული ტენდერები ცხადდება 2022 წლისათვის და გამარჯვებულ კომპანიასთან კონტრაქტი ძალაში შევა ლოტების მიხედვით, შემდეგი თარიღიდან : 2021 წლის 31 დეკემბერი. 

მონაწილის მხრიდან წარმოსადგენი ინფორმაცია:

  • კომპანიის რეკვიზიტები (სრული დასახელება, ს/კ, ელ.ფოსტა და ტელ. ნომერი).
  • კომერციული წინადადება, რომელიც უნდა მოიცავდეს : მომსახურების ღირებულებას, გადახდის პირობას და სხვა შემოთავაზებულ დეტალებს.
  • ფასების წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ საქართველოს ეროვნულ ვალუტაში (ლარი). ფასები უნდა მოიცავდეს ამ კონკურსით გათვალისწინებულ ყველა ხარჯსა და კანონით გათვალისწინებულ გადასახადებს (მათ შორის დღგ).
  • ბოლო 2 წლის განმავლობაში ანალოგიური მომსახურების გაწევის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
  • წინადადების წარდგენისათვის საჭირო ყველა პირობა შეგიძლიათ იხილოთ თანდართულ ფაილებში.
  • ყველა მოთხოვნილი დოკუმენტაციის წარდგენა უნდა მოხდეს მითითებული ვადის ამოწურვამდე, ელექტრონულად ტენდერების ვებ გვერდზე www.tenders.ge
  • მონაწილის მიერ წარმოდგენილი წინადადება ძალაში უნდა იყოს წინადადებების მიღების თარიღიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში.

სატენდერო პროცედურები და ვადები:

  • სატენდერო პერიოდის დასრულების შემდეგ მოხდება ყველა იმ კომპანიის განაცხადის განხილვა, რომელიც სრულყოფილად წარმოადგენს სატენდერო წინადადებაში მოცემულ ყველა საჭირო დოკუმენტაციას. 
  • მონაწილის მიერ წარმოდგენილი არასწორი ან არასრულყოფილი წინადადება არ განიხილება.
  • ყველა სრულყოფილად წარმოდგენილი წინადადებების განხილვა მოხდება შპს „დიპლომატ ჯორჯიას“ სატენდერო კომიტეტის მიერ, რომელიც გამოავლენს გამარჯვებულს.
  • შპს „დიპლომატ ჯორჯია“ უფლებას იტოვებს თვითონ შეცვალოს ტენდერის დასრულების ვადა, შეცვალოს კონკურსის პირობები, ან შეწყვიტოს მისი მიმდინარეობის ნებისმიერ ეტაპზე.

ელექტრონული ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • შემოთავაზებები უნდა აიტვირთოს შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2021 წლის, 29 ოქტომბერი 17:00 სთ.
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი;
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში

საკონტაქტო ინფორმაცია:
შესყიდვების უფროსი სპეციალისტი:
საკონტაქტო პირი: თამარ იმერლიშვილი
ელ. ფოსტა: t.imerlishvili@diplomat.ge
ტელ: +995 571 77 22 11

შესყიდვების მენეჯერი:
საკონტაქტო პირი: ბაკო ხაბურძანია
ელ. ფოსტა: B.khaburdzania@diplomat.ge
ტელ: +995 577 14 44 40

შენიშვნა: წინადადების წარდგენის მომენტისთვის პრეტენდენტი არ უნდა იყოს გაკოტრების პროცესში, ლიკვიდაციის პროცესში და საქმიანობის დროებით შეჩერების მდგომარეობაში.

ტენდერის კატეგორია:

  • 66500000 სადაზღვევო და საპენსიო მომსახურებები
  • 66700000 გადაზღვევის მომსახურებები

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    27 ოქტომბერი 2021 დრო 08:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა