ჩაბარების ვადა:

26 ოქტომბერი 2021, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T10862 - Server Storage System

ტენდერის აღწერილობა:

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობის დავალებით შპს. გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) საქმიანობას ეწევა გერმანია-საქართველოს განვითარების თანამშრომლობის სფეროში. 

დაგეგმილი გვაქვს შევისყიდოთ შემდეგი საქონელი დანართი 1 - ის შესაბამისად. 

ინტერესის შემთხვევაში გთხოვთ 26.10.2021 -ის 17:00 საათამდე წარმოგვიდგინოთ თქვენი შემოთავაზება ამობეჭდილი სახით, დახურულ კონვერტში, შემდეგ მისამართზე: 

GIZ-ის ოფისი საქართველოში
რუსთაველის 42 / გრიბოედოვის 31ა, მე-3 სართული
0108 თბილისი 

გთხოვთ შემოთავაზება მოგვაწოდოთ ინგლისურ ენაზე, ეროვნულ ვალუტაში. სხვა ვალუტაში წარმოდგენილი შემოთავაზებები არ მიიღება. 

დაგვიანებული შემოთავაზებები არ განიხილება. 

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ 2013 წლის მაისიდან სსკ–ს 168-ე მუხლის მე–4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება სარგებლობს გადასახადებისგან გათავისუფლებით (დღგ, აქციზი, იმპორტის გადასახადი) და შესაბამისად ეროვნულ ვალუტაში წარმოდგენილი ფასი არ უნდა შეიცავდეს მოცემულ გადასახადებს. 

გთხოვთ კონვერტზე მიუთითოთ შემდეგი: 

  • ფირმის სრული სახელწოდება (ლათინურად)
  • საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონი, საკონტაქტო პირი)
  • ფირმის მისამართი
  • ტენდერის დასახელება - “Server Storage System''
  • წარწერა ,,კონფიდენციალურია“
  • გთხოვთ მოაწეროთ ხელი დალუქვის ადგილზე.
  • აგრეთვე მიუთითოთ შემდეგი მისამართი:

GIZ-ის საქართველოს ოფისი
რუსთაველის 42 / გრიბოედოვის 31ა, 0108 თბილისი

კონვერტზე ასევე მიუთითეთ პროგრამის ნომერი: 20.2275.4-001.00 და ტენდერის ნომერი: 91156332 

გთხოვთ შემოთავაზება დაიტანოთ თქვენი ორგანიზაციის ლოგოიან თავფურცელზე, დასვათ ბეჭედი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და ხელმოწერა. 

შემოთავაზებაში მითითებული უნდა იყოს: 

  • შეკვეთის შესრულების ვადები
  • შემოთავაზების მოქმედების ვადა

შეკითხვები პროცედურული თუ ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით შეგიძლიათ გამოგვიგზავნოთ ტენდერის დასრულებამდე არაუგვიანეს 2 დღისა, შეკითხვების მოდულის გამოყენებით, რომელიც ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისთვის და წარმოადგენს საჯარო ინფორმაციას.  

წესების დარღვევის შემთხვევაში შეიძლება თქვენი შემოთავაზება არ იქნას განხილული.

შემოთავაზებების შეფასება სავარაუდოდ დასრულდება 8.11.2021-სთვის.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ გამარჯვებულ კომპანიასთან.

ტენდერის კატეგორია:

  • 48800000 საინფორმაციო სისტემები და სერვერები
  • 48900000 სხვადასხვა სახის პროგრამული პაკეტები და კომპიუტერული სისტემები

დოკუმენტაცია