ჩაბარების ვადა:

8 ნოემბერი 2021, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T10996 - ფასთა გამოკითხვა წიაღისეულის შესწავლასა და მარაგების დათვლაზე

ფასთა გამოკითხვის აღწერილობა:

RMG Copper JSC აცხადებს ფასთა გამოკითხვას წიაღისეულის შესწავლასა და მარაგების დათვლაზე.

  • მომსახურების საგანი - წიაღისეულის შესწავლა და მარაგების დათვლა
  • ადგილმდებარეობა - საქართველო, ბოლნისის მუნიციპალიტეტი, სოფ. ქვემო ბოლნისი
  • ტექნიკური დავალება - იხ. დანართი #2 (დაინტერესებულ კომპანიებს, ტექნიკურ დავალებაში მითითებული დოკუმენტები გადაეგზავნებათ დამატებით, მოთხოვნის საფუძველზე)
  • კომერციული წინადადებების მიღების ბოლო ვადა: 08.11.2021 18:00 საათი

კონტრაქტორების შერჩევის პროცესში მონაწილე კომპანიები ადასტურებენ თავიანთ თანხმობას ქვემოთ ჩამოთვლილი პირობებით თანამშრომლობაზე და გამოთქვამენ მზადყოფნას, რომ უზრუნველყოფენ სამუშაოთა შესრულებას წარმოდგენილი კომერციული წინადადებისა და დოკუმენტების მიხედვით. შესაძლებელია ამ დოკუმენტში წარმოდგენილი ინფორმაციის მეტად დეტალიზირება და დაზუსტება ორგანიზატორის მიერ.

პროცესში მონაწილეობის მსურველმა კომპანიამ უნდა წარმოადგინოს იურიდიული სტატუსის დასადგენად საჭირო დოკუმენტაცია და კომერციული წინადადება.

მონაწილემ უნდა წარმოადგინოს კომერციული წინადადება შემდეგი პირობების გათვალისწინებით:

  • ენა: ქართული ან რუსული
  • კომერციულ წინადადებაში წარმოდგენილი ფასები ფიქსირებული უნდა იყოს ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში.
  • პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი კომერციული წინადადება თანმხლები დოკუმენტაციით უნდა იყოს ხელმოწერილი და ბეჭედდასმული უფლებამოსილი პირის მიერ.
  • კომერციული წინადადება, რომელიც არ აკმაყოფილებს აღნიშნულ მოთხოვნებს, არ იქნება განხილული

კომერციული წინადადება უნდა მოიცავდეს შემდეგი სახის ინფორმაციას: 

  • მომსახურების ღირებულება;
  • ანგარიშსწორების პირობები;
  • მომსახურების განხორციელების ვადები;
  • განახლებული ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;
  • ინფორმაცია აღნიშნულ სფეროში კომპანიის გამოცდილების შესახებ;
  • რეკვიზიტები (მისამართები, როგორც იურიდიული ასევე ფიზიკური, ფაქტიური, ელექტრონული მისამართი, საბანკო რეკვიზიტები და სხვა.)

კომერციული წინადადებები ძალაში იქნება კონტრაქტორის შერჩევის პროცესის დასრულებამდე. აღნიშნული პროცესი დასრულებულად ჩაითვლება მას შემდეგ, რაც ხელშეკრულებები გაფორმდება მხარეებს შორის.

  • მონაწილე კომპანიის კომერციული წინადადება განხილული იქნება, როგორც საფუძველი კონტრაქტორის შერჩევის პროცესში პოტენციური პრეტენდენტის გამოვლენისათვის.
  • ანტიკორუფციული პირობები: პოტენციური პრეტენდენტი, ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში ვალდებულია დაემორჩილოს ანტიკორუფციულ პირობებს, რომლებიც წარმოდგენილია დანართში #1
  • კომერციული წინადადების ჩაბარების პირობები: ყველა კომერციული წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს ორგანიზატორის ელექტრონულ მისამართზე: procurement@richmetalsgroup.com  

საკონტაქტო ინფორმაცია:
მატერიალურ-ტექნიკური პროცედურების მართვის სპეციალისტი: ლილე პირველი
Т +995 579 552 051

ტექნიკურ საკითხებზე საკონტაქტო პირი: ბენორ მიგინეიშვილი
T +995 599 958 683
bmigineishvili@cmg.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 71300000 საინჟინრო მომსახურებები