ჩაბარების ვადა:

20 ნოემბერი 2021, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T11032 - ტენდერი დასუფთავების მომსახურების მომწოდებლის შერჩევაზე

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. გთხოვთ იხილოთ განახლებული ინფორმაცია.

ტენდერის აღწერილობა:

სს "ბაზისბანკი" აცხადებს ტენდერს დასუფთავების მომსახურების მომწოდებლის შერჩევაზე:

  • სატენდერო დოკუმენტების განხილვის შედეგად შეირჩევა საუკეთესო ფასის და მომსახურების პირობების მქონე ერთი კვალიფიციური კომპანია, რომელთანაც გაფორმდება ერთწლიანი გენერალური მომსახურების ხელშეკრულება (მომსახურების გაგრძლება დამოკიდებულია 1 წლიანი სამუშაო პერიოდის შედეგების შეჯამებით).
  • ობიექტების მონაცემების იხ. დანართ #1-ში
  • ძირითადი მოთხოვნები იხ. დანართ #2-ში

ტენდერში მონაწილე კომპანიები უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:

  • შესაბამის სფეროში სამუშაო გამოცდილება არანაკლებ 2 წელი.

სატენდერო განაცხადი უნდა შეიცავდეს შემდეგ დოკუმენტაციას:

  • შევსებული ფასთა ცხრილი (იხ. თანდართული ფაილი-დანართი #1)(ღირებულება უნდა იყოს მოცემული ყოველთვიური ფიქსირებული გადახდით ობიექტების მიხედვით, გადასახადების ჩათვლით, ღირებულება უნდა მოიცავდეს როგორც ადამიანური რესურსის, ასევე ქიმიური საშუალებების და ტექნიკური აღჭურვილობის მონაცემებს);
  • კომპანიის კორპორატიული კლიენტების ჩამონათვალი, საკონტაქტო პირების მითითებით;
  • მინიმუმ სამი სარეკომენდაციო წერილი (ბოლო 3 თვის გაცემული);
  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
  • ცნობა საგადასახადო ორგანოდან დავალიანების არქონის შესახებ;
  • საბანკო ამონაწერს ან ცნობას საბანკო ანგარიშებზე ბრუნვის შესახებ ბოლო (6 თვის)

სატენდერო წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს ელექტრონული სახით მეილზე-tenders@basisbank.ge (subject-"ტენდერი დასუფთავების მომსახურების მომწოდებლის შერჩევაზე")

სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადაა: 2021 წლის 20 ნოემბერი 18:00 სთ-მდე).

ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით დაუკავშირდით:
იულია ენუქიშვილს
ელ. ფოსტის შემდეგ მისამართზე: Yulia.enukishvili@basisbank.ge
ტელეფონზე 2 922 922 (შიდა 145)

სხვა ტენდერთან დაკავშირებულ კითხვებზე დაუკავშირდით:
გაგა ქემერტელიძეს
ელ.ფოსტის შემდეგ მისამართზე: Gaga.kemertelidze@basisbank.ge
ტელეფონზე 2 922 922 / (შიდა 178). 

შენიშვნა: ბანკი იტოვებს უფლებას არ განიხილოს შემოსული წინადადება, რომელშიც არასრულად იქნება წარმოდგენილი მოთხოვნილი დოკუმენტაცია.

ტენდერის კატეგორია:

  • 90600000 ქალაქის ან სოფლის ზონების დასუფთავება და სანიტარიული მომსახურება, ასევე მათთან დაკავშირებული მომსახურებები
  • 90900000 დასუფთავება და სანიტარიული მომსახურება