ჩაბარების ვადა:

22 ნოემბერი 2021, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T11152 - ტენდერი ალაოს ტრანსპორტირებაზე გორიდან ნატახტარში

ტენდერის აღწერილობა:

ს.ს. ლომისი/ლუდსახარში ნატახტარი აცხადებს ტენდერს:  

  • ნომრით # EF-GE/564
  • დანიშნულება: ალაოს ტრანსპორტირება გორიდან ნატახტარში

თანდართულ ფაილებში შეგიძლიათ იხილოთ:

  • ტენდერის სააპლიკაციო ფორმა;

დაინტერესებულმა პირებმა დალუქულ კონვერტში უნდა წარადგინონ:

  • შევსებული და ხელმოწერილი ტენდერის სააპლიკაციო ფორმა;
  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;

ტენდერის პირობები:

  • ტრანსპორტირება საჭიროა მოხდეს მარცვლეულის თვითმცლელი მანქანებით გორიდან ნატახტარში;
  • ყოველი ტრანსპორტირებისას მანქანა იტვირთება სრულად.
  • 2022 წლის განმავლობაში გადასაზიდი იქნება დაახლოებით 7000 ტონა ალაო;
  • შემოთავაზებული ფასი უნდა განისაზღვროს ერთ ტონაზე და შეიცავდეს ყველა შესაძლო გადასახადს (დღგ და ა.შ.);
  • გადახდის პირობა, გადაზიდვის დასრულებიდან 30 კალენდარული დღე.
  • სერვისი გაწეული უნდა იქნეს ეტაპობრივად 2022 წლის განმავლობაში, სს ლომისის მოთხოვნის საფუძველზე.
  • სატრანსპორტო კომპანიამ მანქანის დაყენება უნდა შეძლოს შეკვეთის მიღებიდან მაქსიმუმ 1 დღის ვადაში. 

სატენდერო წინადადება (მოთხოვნილი საბუთები დასკანერებული სახით) უნდა მოგვაწოდოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: tenders@ge.anadoluefes.com  
შემოთავაზების მიღება იწყება: 11.11.2021,13:00  
შემოთავაზების მიღება მთავრდება: 22.11.2021, 18:00

შემოთავაზების სტატუსის შესახებ შეტყობინება გამოიგზავნება სააპლიკაციო ფორმაში მითითებულ ელექტრონულ მისამართზე.

ტენდერის საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ წერილობით მიმართოთ:
ელენე გელაშვილი
ლოჯისტიკის დეპარტამენტი
ს.ს ლომისი, ლუდსახარში ნატახტარი
სათაო ოფისი, სოფ. ნატახტარი
tenders@ge.anadoluefes.com
elene.gelashvili@ge.anadoluefes.com

ტენდერის კატეგორია:

  • 63100000 ტვირთის გადაზიდვისა და შენახვის მომსახურებები