ჩაბარების ვადა:

16 დეკემბერი 2021, 21:00

სტატუსი:

დასრულებული

T11254 - ტენდერი ღვინის ლუდის და არყის წარმოების აღჭურვილობის შესყიდვაზე / Tender for procurement of Wine Beer and Spirits manufacturing equipment

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. გთხოვთ იხილოთ განახლებული ინფორმაცია.სრული შემოთავაზებები საჭიროა გამოიგზავნოს არაუგვიანეს 16.12.2021, 21:00 საათამდე (თბილისის დროით)

ტენდერის აღწერილობა:

საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია Action Against Hunger(AAH), წარმოადგენს საერთაშორისო ქსელის წევრ ორგანიზაციას და არის აპოლიტიკური, არარელიგიური, არამომგებიანი ორგანიზაცია, რომელიც ებრძვის შიმშილს და მის გამომწვევ მიზეზებს მსოფლიოს მასშტაბით.  Action Against Hunger 1994 წლიდან მუშაობს სამხრეთ კავკასიაში და ახორციელებს პროგრამებს სურსათის უსაფრთხოების, სოფლის მეურნეობის, ეკონომიკური და სოფლის განვითარების მიმართულებით.

ევროკავშირის სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) მიერ მხარდაჭერილ პროექტის „ინკლუზიურიდა თანამონაწილეობით ადგილობრივი განვითარების ხელშეწყობა ახმეტის მუნიციპალიტეტში “ ფარგლებში Action Against Hunger - სამხრეთ კავკასიის მისია აცხადებს ტენდერს ღვინის, ლუდის და არყის წარმოების აღჭურვილობის შესყიდვაზე.

მომწოდებლების შერჩევის ძირითადი კრიტერიუმები იქნება:

  • კონკურენტული ფასი
  • სპეციფიკაციებსა და სტანდარტებთან თანხვედრა
  • ხელმისაწვდომობა და მიწოდების ვადები
  • მასალის ხარისხი
  • მასალების სანდო გზით მიწოდება
  • ფინანსური სტაბილურობა და კრედიტუნარიანობა
  • გადახდის პირობები/მოთხოვნები
  • გარანტიის პირობები

Action Against Hunger არ არის ვალდებული შეარჩიოს ყველაზე დაბალ ფასიანი შემოთავაზება.

სრული შემოთავაზებები საჭიროა გამოიგზავნოს არაუგვიანეს 16.12.2021, 21:00 საათამდე (თბილისის დროით) შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: ENPARD3_Procurements@sc.acfspain.org

კითხვების შემთხვევაშიც, ასევე დაგვიკავშირდით ზემოთ მითითებულ ელ. ფოსტის მისამართზე.

დაინტერესებულ განმცხადებლებს შეუძლიათ შემოიტანონ შემოთავაზება, როგორც ყველა ასევე ცალკეულ ნივთზე. 

ფინანსური შემოთავაზება არ უნდა შეიცავდეს დღგ-ს.

ტენდერის კატეგორია:

  • 42200000 მანქანა-დანადგარები საკვების, სასმელებისა და თამბაქოს გადასამუშავებლად და მათთან დაკავშირებული ნაწილები