ჩაბარების ვადა:

17 დეკემბერი 2021, 16:00

სტატუსი:

დასრულებული

T11309 - ტენდერი დიზელ-გენერატორის და UPS-ის მოწოდებასა და მონტაჟზე

ტენდერის აღწერილობა:

ტენდერში მონაწილეობისთვის და დეტალური ინფორმაციის მისაღებად, საჭიროა დაინტერესებულმა კომპანიამ რეგისტრაცია გაიაროს ბანკის შესყიდვების პორტალზე (SAP Ariba).

რეგისტრაციისთვის მიმართეთ:
საკონტაქტო პირი: მარიამ ნაკაშიძე
ელ. ფოსტა: mnakashidze@bog.ge
მობ: +995 599 358 444

სს საქართველოს ბანკი აცხადებს ტენდერს დიზელ-გენერატორის და UPS-ის მოწოდებასა და მონტაჟზე.

პრეტენდენტებმა SAP Ariba სისტემაში უნდა ატვირთონ სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი ყველა დოკუმენტი და შეავსონ სავალდებულო ველები. პრეტენდენტის მიერ ასატვირთი ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით;

დანართი N1:

  • ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია კომპანიამ შეავსოს შემოთავაზებული ფასების ცხრილი - დანართი N1; ტენდერში მონაწილემ სისტემაში უნდა დააფიქსიროს დანართ N1-ში მიღებული ჯამური სატენდერო ფასი.
  • ფასი წარმოდგენილი უნდა იყოს აშშ. დოლარში და მოიცავდეს კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებს და გადასახდელებს. ანგარიშსწორება მოხდება ეროვნულ ვალუტაში (ლარში), გადახდის დღეს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურისს შესაბამისად.
  • პრეტენდენტებმა თანდართული ფაილის შესაბამისად შევსებულ ფასების ცხრილში უნდა მიუთითონ შემოთავაზებული საქონლის სასაქონლო ნიშანი და / ან მარკა / მოდელი და, ასევე მწარმოებელი კომპანია და წარმოების ქვეყანა. სატენდერო წინადადებას თან უნდა ახლდეს შემოთავაზებული მოდელის დეტალური სპეციფიკაციები ქართულ ან ინგლისურ ენაზე.
  • შემოთავაზებული პროდუქტი სრულად უნდა აკმაყოფილებდეს სატენდერო დოკუმენტაციაში მოცემულ მინიმალურ პარამეტრებს/სპეციფიკაციებს.

დანართი N2:

  • ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ორგანიზაციამ წარმოადგინოს საბანკო რეკვიზიტები - დანართი N2;

დანართი N3:

  • დანართი N3-ში მოცემულია მინიმალური სპეციფიკაციები და მოთხოვნები რაც უნდა იყოს გათვალისწინებული სატენდერო წინადადების მომზადებისას.
  • სპეციფიკაციები წარმოადგენს მინიმალურ მოთხოვნებს. ტენდერში მონაწილეს შეუძლია წარმოადგინოს აღნიშნული სპეციფიკაციების ან უკეთესი მახასიათებლების მქონე პროდუქცია.
  • დანართ N3-ში ასევე მოცემულია თანმდევი მომსახურების აღწერა საგარანტიო პერიოდში. 

სატენდერო მოთხოვნები

  • მიწოდების ვადა: მიწოდება და მონტაჟი უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან  30 კალენდარული დღის ვადაში;
  • მიწოდების ადგილი: თბილისი, ფერისცვალების ჩიხი, წამებულის ქ. N5.
  • ტესტირება: სატენდერო წინადადებას თან უნდა ახლდეს საქარხნო შემოწმების აქტი (FAT) და ასევე უნდა მოხდეს გენერატორის საქართველოში ტესტირებაც (ტესტირება უნდა მოიცავდეს ხმაურის დონეზე შემოწმებასაც);

იმ შემთხვევაში, თუ გენერატორმა წარმატებით ვერ გაიარა ტესტირება საქართველოში, პრეტენდენტი ვალდებულია ჩაანაცვლოს დახარვეზებული გენერატორი არაუგვიანეს 1 თვის ვადაში. ხოლო მანამდე ბანკი უსასყიდლოდ უზრუნველყოს, ბანკისთვის მისაღები დროებითი ალტერნატივით, რომელიც დააკმაყოფილებს ხმაურის დონესთან დაკავშირებულ მოთხოვნებსაც.

  • ვალუტა: ფასები წარმოდგენილი უნდა იყოს აშშ. დოლარში გადასახადების ჩათვლით;
  • გამოცდილების მინიმალური მოთხოვნა: ტენდერში მონაწილეს უნდა ჰქონდეს სულ მცირე 3 წლიანი ზოგადი გამოცდილება;
  • გარანტია: 3 წელი;
  • მწარმოებლის ავტორიზაცია: პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს შემოთავაზებული ბრენდების მწარმოებლის მიერ გაცემული ავტორიზაცია (MAF);
  • გამოცდილება: პრეტენდენტს, ბოლო 3 წლის განმავლობაში, საქართველოში გაყიდული უნდა ჰქონდეს სულ მცირე 1 ცალი 300 კვა დიზელ-გენერატორი და უნდა წარმოადგინოს შესაბამისი ხელშეკრულება.
  • პრეტენდენტის წინააღმდეგ არ უნდა მიმდინარეობდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება და პრეტენდენტი არ უნდა იყოს ლიკვიდაციის / რეორგანიზაციის პროცესში;
  • შესყიდვის ობიექტის მინიმალური სპეციფიკაციები მოცემულია დანართ N1-ში და დანართ N3-ში.
  • შემოთავაზებული წინადადებები ძალაში უნდა იყოს სულ მცირე 60 დღის განმავლობაში ტენდერის გახსნიდან.

დამატებითი ინფორმაცია:

  • ტენდერის განმავლობაში დამატებითი ინფორმაციის მოპოვება ან დაზუსტება შესაძლებელია საკონტაქტო პირთან დაკავშირებით ელექტონული ფოსტის ან ტელეფონის საშუალებით.
  • ტენდერის დასრულების შემდეგ სატენდერო კომისია განიხილავს მოწოდებულ ინფორმაციას და გამოავლენს საუკეთესო პირობების მქონე მომწოდებელს.
  • ბანკი იტოვებს უფლებას რომ ნებისმიერ ეტაპზე შეწყვიტოს ტენდერი და წინამდებარე ტენდერის გამოცხადება არ ავალდებულებს ბანკს კონტრაქტის გაფორმებას რომელიმე მომწოდებელთან.
  • ბანკი იტოვებს უფლებას, რომ ტენდერის დასრულების შემდეგ გამართოს დამატებითი აუქციონი ტექნიკურად მისაღები წინადადებების მქონე კომპანიებთან, ასევე მოლაპარაკებები გააგრძელოს უდაბლესი ფასის მქონე ორ კომპანიასთან და მოლაპარაკების შედეგების გათვალისწინებით მიიღოს გადაწყვეტილება;
  • ხელშეკრულების და წინამდებარე დოკუმენტის პირობებს შორის წინააღმდეგობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ხელშეკრულების პირობებს.
  • ბანკი იღებს ვალდებულებას შეამციროს გარემოზე ზემოქმედება და უზრუნველყოს გარემოს დაცვითი და მდგრადი განვითარების კომპონენტების მონიტორინგი.
  • ბანკი თანამშრომლობს იმ  მომწოდებლებთან, რომლებიც იზიარებენ იგივე სტანდარტებს და მათ პოლიტიკაში და ყოველდღიურ საქმიანობაში ასახულია სახიფათო ნარჩენების, ენერგიის, წყლის და ნახშირორჟანგის მინიმაზაციის მიზნით დასახული ქმედებები და ყოველდღიურ საქმინობაში ახდენენ ამის კონტროლს, რის დამადასტურებლად შეუძლიათ დოკუმენტაციის წარმოდგენა.

ბანკთან თანამშრომლობის შემთხვევაში მხარე აცხადებს რომ:

  • სრულად და ჯეროვნად დაიცავს გარემოს დაცვის, ადგილობრივი ან/და საერთაშორისო კანონმდებლობის მოთხოვნებს, მათ შორის, გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშით თუ  ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით გათვალისწინებულ მოთხოვნებს ან/და სანებართვო თუ სალიცენზიო პირობებს;
  • უზრუნველყოფს ნარჩენების შეგროვებას, ტრანსპორტირებასა და დამუშავებას, კანონმდებლობის შესაბამისად;
  • ნებისმიერი ისეთი გარემოების (მათ შორის, ერთმნიშვნელოვნად ნებისმიერი სახის ავარიის, ინციდენტის ან/და უბედური შემთხვევის) დადგომიდან, რომელიც საფრთხეს უქმნის გარემოს დაცვას  ან/და გარემოს დაცვის ადგილობრივი ან/და საერთაშორისო კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევიდან ან ასეთი გარემოებების დადგომის საშიშროების წარმოშობიდან 5 (ხუთი) საბანკო დღის ვადაში აცნობებს ბანკს აღნიშნულის თაობაზე და იმ ზომების შესახებ, რომელსაც იგი იღებს ზემოთ ხსენებული გარემოებების აღმოსაფხვრელად.
  • სრულად დაიცავს შრომის უსაფრთხოების წესებსა და ნორმებს საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

ტენდერის კატეგორია:

  • 31100000 ელექტროძრავები, გენერატორები და ტრანსფორმატორები