ჩაბარების ვადა:

24 იანვარი 2022, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T11770 - ტენდერი ტურბინის სარეზერვო წინა, უკანა სახურავების აღდგენა და ახალი წინა, უკანა ლაბირინთული შემჭიდროვების, უჟანგავი ფოლადის პერანგის და შემამჭიდროვებელი რგოლის დამზადებაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს “საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია” აცხადებს ტენდერს: ტურბინის სარეზერვო წინა, უკანა სახურავების აღდგენა და ახალი წინა, უკანა ლაბირინთული შემჭიდროვების, უჟანგავი ფოლადის პერანგის და შემამჭიდროვებელი რგოლის დამზადებაზე 11.01-GIEC-HYDRO-TURBINA/Service-2022

სამუშაოს სპეციფიკაცია:

ლოტი #1

  • ტურბინის სარეზერვო წინა სახურავის აღდგენა - 1 ცალი;
  • ტურბინის სარეზერვო უკანა სახურავის აღდგენა - 1 ცალი.
  • წინა ლაბირინთული შემჭიდროვების დამზადება – 2 ცალი;
  • უკანა ლაბირინთული შემჭიდროვების დამზადება – 2 ცალი;

ლოტი #2

  • უჟანგავი ფოლადის პერანგის დამზადება- 2 კვანძი
  • შემამჭიდროვებელი რგოლი დამზადება- 2 ცალი

დართულ ფაილებში, გთხოვთ, იხილოთ:

  • დეტალების ნახაზები; (დანართი #1-5)
  • ტექნიკური დავალება. (დანართი #6)

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • კომერციული წინადადება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
  • ინფორმაცია ორგანიზაციის მიერ შესრულებული ანალოგიური/მსგავსი სამუშაოების შესახებ (სამუშაოს დასახელების, კონტრაგენტი ორგანიზაციის, პერიოდის მითითებით);
  • ინფორმაცია სამუშაოების შესრულების ვადების შესახებ;
  • ინფორმაცია გადახდის პირობების შესახებ.
    - ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში მომწოდებელი იტოვებს უფლებას მოითხოვოს საბანკო გარანტია მოთხოვნილი თანხის ოდენობაზე. 

გამარჯვებულის გამოვლენის შემდგომ დამკვეთი იტოვებს უფლებას  პრეტენდენტს მოთხოვოს შემდეგი დოკუმენტაცია:

  • ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
  • ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ;

წინადადების წარდგენის წესი:

  • წინადადების წარდგენის ბოლო ვადა: 2022 წლის 24 იანვარი, 17:00 საათი.
  • წინადადების ჩაბარება ხდება მისამართზე: ქ. თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N18.  
  • დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში. კონვერტს დალუქვის ადგილას დასმული უნდა ჰქონდეს ორგანიზაციის ბეჭედი ან/და ხელმოწერა. კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს პრეტენდენტისა და ტენდერის დასახელება/ნომერი (11.01-GIEC-HYDRO-TURBINA/Service-2022);

საკონტაქტო პირი სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებით:
შალვა გოგოლაძე 
ელ.ფოსტა: shgogoladze@gig.ge
საკონტაქტო ნომერი: 591 12 97 74

საკონტაქტო პირი ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით:
ლერი ჭიპაშვილი; 
საკონტაქტო ნომერი: 599 88 11 66

ტენდერის კატეგორია:

  • 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
  • 14600000 ლითონის მადანი და შენადნობები
  • 14700000 ძირითადი ლითონები
  • 44200000 სტრუქტურული მასალები
  • 44400000 სხვადასხვა ქარხნული წარმოების მასალა და მათთან დაკავშირებული საგნები