ჩაბარების ვადა:

27 იანვარი 2022, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T11796 - ტენდერი კახარეთ ჰესის #1 ჰიდროაგრეგატის ტურბინის რემონტზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს “საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია” აცხადებს ტენდერს კახარეთ ჰესის #1 ჰიდროაგრეგატის ტურბინის რემონტზე 13.01-GIEC-HYDRO-TURBINA/Service-2022.

სამუშაოს სპეციფიკაცია:

  • კახარეთ ჰესის #1 ჰიდროაგრეგატის ტურბინის რემონტი
  • ტურბინის სარეზერვო წინა სახურავის აღდგენა - 1 ცალი;
  • ტურბინის სარეზერვო უკანა სახურავის აღდგენა - 1 ცალი.
  • უძრავი ლაბირინთული შემჭიდროვების დამზადება – 1 ცალი; 
  • მილისა - 1 ცალი

დართულ ფაილებში, გთხოვთ, იხილოთ:

დეტალების ნახაზები; (დანართი #1-2)

ტექნიკური დავალება. (დანართი #3)

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • კომერციული წინადადება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
  • ინფორმაცია ორგანიზაციის მიერ შესრულებული ანალოგიური/მსგავსი სამუშაოების შესახებ (სამუშაოს დასახელების, კონტრაგენტი ორგანიზაციის, პერიოდის მითითებით);
  • ინფორმაცია სამუშაოების შესრულების ვადების შესახებ;
  • ინფორმაცია გადახდის პირობების შესახებ.
    - ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში მომწოდებელი იტოვებს უფლებას მოითხოვოს საბანკო გარანტია მოთხოვნილი თანხის ოდენობაზე. 

გამარჯვებულის გამოვლენის შემდგომ დამკვეთი იტოვებს უფლებას  პრეტენდენტს მოთხოვოს შემდეგი დოკუმენტაცია:

  • ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
  • ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ;

წინადადების წარდგენის წესი:

  • წინადადების წარდგენის ბოლო ვადა: 2022 წლის 27 იანვარი, 17:00 საათი.
  • დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში. კონვერტს დალუქვის ადგილას დასმული უნდა ჰქონდეს ორგანიზაციის ბეჭედი ან/და ხელმოწერა. კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს პრეტენდენტისა და ტენდერის დასახელება/ნომერი (13.01-GIEC-HYDRO-TURBINA /Service-2022);
  • წინადადების ჩაბარება ხდება მისამართზე: გაზაფხულის ქუჩა N18.  

საკონტაქტო პირი სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებით:
შალვა გოგოლაძე 
ელ.ფოსტა: shgogoladze@gig.ge
საკონტაქტო ნომერი: 591 12 97 74.

საკონტაქტო პირი ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით:
ლერი ჭიპაშვილი; 
საკონტაქტო ნომერი: 599 88 11 66

ტენდერის კატეგორია:

  • 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
  • 31100000 ელექტროძრავები, გენერატორები და ტრანსფორმატორები
  • 42100000 დანადგარები მექანიკური ენერგიის წარმოებისა და გამოყენებისთვის
  • 51100000 ელექტროდა მექანიკური მოწყობილობების მონტაჟი