ჩაბარების ვადა:

10 ივნისი 2022, 16:00

სტატუსი:

დასრულებული

T13251 - ტენდერი ბანკის სასერვერო ინფრასტრუქტურის აუდიტზეტე

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. ტენდერის ჩაბარების ბოლო ვადაა 10 ივნისი.

ტენდერის აღწერილობა:

სს “პროკრედიტ ბანკი” მცირე და საშუალო ზომის საწარმოების კომპლექსურ მომსახურებაზე ორიენტირებული ერთ-ერთი წამყვანი ბანკია საქართველოში, რომელიც იურიდიულ და ფიზიკურ პირებს საბანკო მომსახურების ფართო სპექტრს სთავაზობს. „პროკრედიტ ბანკი“ საქართველოში 1999 წლიდან ფუნქციონირებს. ბანკს საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings-ის მიერ მინიჭებული აქვს BB+ რეიტინგი, რომელიც საქართველოში ყველაზე მაღალი შესაძლო რეიტინგია. „პროკრედიტ ბანკი, საქართველო საერთაშორისო პროკრედიტ ჯგუფის წევრია, რომელიც ძირითადად წარმოდგენილია აღმოსავლეთ ევროპის გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნებსა და გერმანიაში. პროკრედიტ ჯგუფს სათავეში უდგას პროკრედიტ ჰოლდინგი (მაინის ფრანქფურტი, გერმანია). პროკრედიტ ჰოლდინგსა და პროკრედიტ ჯგუფს ზედამხედველობას უწევს ფინანსური საზედამხედველო ორგანო (BaFin), რომელიც პროკრედიტ ბანკების სანდოობისა და სტაბილურობის გარანტია.

სს პროკრედიტ ბანკი აცხადებს ტენდერს ბანკის სასერვერო ინფრასტრუქტურის აუდიტზე.

ძირითადი მოთხოვნები:  

  • სასერვერო ინფრასტრუქტურის შეფასება 
  • SAN ინფრასტრუქტურის შეფასება 
  • მონაცემთა ბაზის სისტემის შეფასება 
  • F5 BigIP სისტემის შეფასებას
  • განხორციელდეს მაქსიმუმ 30 დღის განმავლობაში
  • პრეტენდენტის სამუშაო ჯგუფის წევრები სავალდებულოა იყვნენ თავიანთი საქმის სერტიფიცირებული სპეციალისტებით, კერძოდ სერთიფიცირებული ინჟინრები: F5, HPE ProLiant, HPE 3PAR, VMware / Microsoft Hyper-V
  • სერტიფიცირებული აუდიტორები: CISA (Certified Information Systems Auditor)
  • პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ზემო-აღნიშნული ვალიდური სერთიფიკატები

წინადადების წარდგენამდე დამატებითი ტექნიკური ინფორმაციის მისაღებად ტენდერის მონაწილეს შეუძლია მიმართოს ბანკს. ამ შემთხევაში დაინტერესებულმა მხარემ უნდა მოგვაწოდოს თანდართული ხელმოწერილი ინფორმაციის გაუმჟღავნებლობის შეთანხმება (NDA)

თანდართულ ფაილებში შეგიძლიათ იხილოთ:

  • სააპლიკაციო ფორმა;
  • ფასების ცხრილი
  • ინფორმაციის გაუმჟღავნებლობის შეთანხმება (NDA)

დაინტერესებულმა პირებმა დალუქულ კონვერტში უნდა წარადგინონ:

  • შევსებული და ხელმოწერილი სააპლიკაციო ფორმა (იხ.თანდართულ ფაილი);  
  • ხელმოწერილი ფასების  ცხრილი; (იხ.თანდართულ ფაილი);  
  • აუდიტის აუდიტის ჩატარების ფარგლები (scope), ჩასატარებელი სამუშაოების და ვადების მითითებით 
  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
  • ამონაწერი კრედიტ ინფოს ბაზიდან (შესაძლებელია ელექტრონული ვერსია)

გთხოვთ, დალუქულ კონვერტზე მიუთითოთ:

  • თქვენი კომპანიის დასახელება;
  • საკონტაქტო ინფორმაცია (პასუხისმგებელი პირი, ტელეფონი და ელ.ფოსტა);
  • ტენდერის დასახელება;
  • მიმღები განყოფილების დასახელება: შესყიდვების ქვეგანყოფილება
  • წარწერა: ”კონფიდენციალურია”;
  • გთხოვთ, მოაწერეთ ხელი და დასვით თქვენი კომპანიის ბეჭედი კონვერტის დალუქვის ადგილზე.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • შემოთავაზების შემოტანის ბოლო ვადაა: 10 ივნისი 2022 წელი 16:00 საათამდე
  • სატენდერო წინადადება მოგვაწოდეთ შემდეგ მისამართზე: ალ. ყაზგების გამზ. 21 და განათავსეთ ბანკის პირველ სართულზე არსებულ ტენდერების ყუთში
  • ტენდერში მონაწილე კომპანია ვალდებულია, პროკრედიტ ბანკის საიტზე (www.procreditbank.ge) გაიაროს რეგისტრაცია (დაადასტუროს ტენდერში მონაწილეობის მიღება).

ორგანიზაციულ საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ მიმართოთ:
რუბენ კაზაროვი
შესყიდვების ქვეგანყოფილების  სპეციალისტი
ს.ს. ”პროკრედიტ ბანკი”, საქართველო
სათაო ოფისი, ალ. ყაზბეგის გამზ. 21,  თბილისი 0112
ტელ.: (+995 32) 2202222 (1571) 
E-mail: geo.tenders@procredit-group.com

ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებთ გთხოვთ მიმართოთ:
გიორგი ჩაკვეტაძე
საინფორმაციო ტექნოლოგიების გაყინულების უფროსი 
ს.ს. ”პროკრედიტ ბანკი”, საქართველო
სათავო ოფისი, ალ. ყაზბეგის გამზ. 21,  თბილისი 0112  ტელ.: (+995 32) 2202222 (1520)
E-mail: george.chakvetadze@procredit-group.com

ტენდერის კატეგორია:

  • 79200000 საბუღალტრო, აუდიტორული და ფისკალური მომსახურებები