ჩაბარების ვადა:

9 ივნისი 2022, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T13375 - ტენდერი ვენდინგ აპარატებისა და მათი მარაგების მოწოდებაზე

ტენდერის აღწერილობა:

Evolution უძღვება B2B Live Casino სერვისებს, რომლებიც მრავალი არხისა და მოწყობილობის საშუალებით მიეწოდება კლიენტების უშუალო მომხმარებელს. კომპანიის ინოვაციური პროგრამული უზრუნველყოფის, კარგად დამკვიდრებული საწარმოს ინფრასტრუქტურისა და ადამიანური რესურსების საშუალებით, ევოლუშენი მატებს რეალურ ღირებულებას თავის მომხმარებლებს ბიზნესში. 

კომპანია „ევოლუშენ ჯორჯია“ საქართველოში ფუნქციონირებს 2018 წლის იანვრიდან და მუშაობს 24/7 საათის განმავლობაში. დღესდღეობით, კომპანია სულ ითვლის 7000-მდე პერსონალს და განაგრძობს ზრდას. 

სრული დასახელება: შპს ევოლუშენ ჯორჯია
საიდენტიფიკაციო ნომერი: 405209689
საფოსტო მისამართი: მექანიზაციის . 1/2 / . ერისთავის . 1, თბილისი, საქართველო. ვებ-გვერდი: www.evolution.com

ამჟამად, „ევოლუშენ ჯორჯია“ აცხადებს ტენდერს ვენდინგ აპარატებისა და მათი მარაგების მოწოდებაზე კომპანიის სხვადასხვა შენობაში განთავსებული თანამშრომლებისათვის. 

ტენდერში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ფინანსურად სტაბილურ და ბაზარზე წარმატებით ოპერირებად კომპანიებს, 3+ წლიანი გამოცდილებით კვების სფეროში და ვენდინგ აპარატების მიწოდებისა მომსახურების გაწევის მიმართულებით (ბანკები, კორპორატიული სექტორი და სხვა მსგავსი ინსტიტუტები). 

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად საჭირო წარსადგენი დოკუმენტაცია: 

  • დანართი N 1 (შევსებული ფორმით).
  • სარეკომენდაციო წერილები არსებული და ყოფილი კლიენტი კომპანიებისგან.
  • სერთიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

მომსახურების მიწოდების ადგილ(ებ)ი:

  • თბილისი, მექანიზაციის . N 1/2 (შენობა A და ეზოს ტერიტორია)
  • თბილისი, თორნიკე ერისთავის . N 1 (შენობა H)
  • თბილისი, თორნიკე ერისთავის . N 2 (შენობა E).

გთხოვთ განათავსოთ ტენდერი ჩვენი ორგანიზაციის შენობებში ვენდინგ აპარატების მოწოდება/განთავსებასა და მათი მარაგების შესყიდვაზე 2022 წლის 2 ივნისიდან 2022 წლის 9 ივნისის ჩათვლით.

დამატებითი შეკითხვების არსებობის შემთხვევაში, დაინტერესებული კომპანიები უნდა დაგვიკავშირდნენ შემდეგ მეილებზე:
ანა ერქომაიშვილი - aerkomaishvili@evolution.com
ნათია ხუჭუა - nkhuchua@evolution.com

სრული სატენდერო დოკუმენტაცია გთხოვთ იხილოთ მიმაგრებულ ფაილებში.

ტენდერის კატეგორია:

  • 15800000 სხვადასხვა საკვები პროდუქტი
  • 42900000 სხვადასხვა ზოგადი და სპეციალური დანიშნულების მანქანა-დანადგარები