ჩაბარების ვადა:

14 ნოემბერი 2022, 17:00

სტატუსი:

შეფასება

E
ელ. ტენდერი
T15240 - ტენდერი ბიპოლარული მემბრანების შესყიდვის თაობაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP) აცხადებს ელექტრონულ ტენდერს ბიპოლარული მემბრანების შესყიდვის თაობაზე და იწვევს კვალიფიციურ კომპანიებს მონაწილეობის მისაღებად.

შესყიდვის ობიექტის  აღწერა (ტექნიკური დავალება), რაოდენობა/მოცულობა:
დასახელება: ბიპოლარული მემბრანები
აღწერა და რაოდენობა:

  • ქლორის ელექტროლიზის ბიპოლარული მემბრანა 12,5 კგ / 24 სთ - 2 ცალი 
  • ქლორის ელექტროლიზის ბიპოლარული მემბრანა 25 კგ / 24 სთ    - 2 ცალი

განფასება:

  • ფასი წარმოდგენილი უნდა იყოს დღგ-ს ჩათვლით ასეთის არსებობის შემთხვევაში, თბილისში დამკვეთის საწყობამდე ტრანსპორტირების გათვალისწინებით.  

მომსახურების მიწოდების, ადგილი, ფორმა და ვადა:

  • მიწოდება ერთიანად დამკვეთის საწყობამდე თბილისის მასშტაბით, ხელშეკრულების გაფორმებიდან 2 კვირის ვადაში. (სასურველი ვადა, დააფიქსირეთ თუ განსხვავებულია შემოთავაზებული ვადა)

ანგარიშსწორების პირობები:

  • ანგარიშსწორება მოხდება კონსიგნაციის წესით, უნაღდო ანგარიშსწორებით, (უცხოური ვალუტის შემთხვევაში: გადახდის დღეს არსებული, ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად), „საქონლის“ მიწოდებიდან და შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან ან/და სასაქონლო ზედნადების დადასტურებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში.

მოთხოვნა პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ:

  • პრეტენდენტს უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში უნდა გააჩნდეს მსგავსი ტიპის საქონლის მიწოდება/რეალიზაციის გამოცდილება.

პრეტენდენტის მიერ ელექტრონულ ტენდერში ასატვირთი/წარმოსადგენი მონაცემები:

  • განფასება, საგარანტიო და მიწოდების პირობების მითითებით
  • პროდუქტის ტექნიკური პასპორტი;
  • პრეტენდენტი კომპანიის სრული რეკვიზიტები;
  • ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომელიც გაცემული უნდა იყოს წინამდებარე ელექტრონული ტენდერის გამოცხადების შემდეგ;
  • თანხმობა წინამდებარე სატენდერო პირობებზე, რომლის დასადასტურებლად წარმოდგენილ უნდა იქნას ხელმოწერილი სატენდერო განაცხადი. (წინამდებარე დოკუმენტი)
  • რეკომენდაციები

შენიშვნა:

  • ელექტრონულ ტენდერში ატვირთული პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში ატვირთული უნდა იქნეს მინდობილობა);
  • პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია სასურველია დადასტურებულ იქნას უფლებამოსილი პირის ელექტრონული ხელმოწერით ან კომპანიის ელექტრონული შტამპით.
  • შემოთავაზება აუცილებლად უნდა აიტვირთოს ტენდერს.ჯი-ს ვებგვერდზე. დაუშვებელია შემოთავაზების ელ ფოსტაზე გამოგზავნა.

სხვა მოთხოვნა: წინადადების წარდგენის მომენტისთვის პრეტენდენტი არ უნდა იყოს: 

  • გაკოტრების პროცესში;
  • ლიკვიდაციის პროცესში;
  • საქმიანობის დროებით შეჩერების მდგომარეობაში; 

ფასების წარმოდგენა დასაშვებია საქართველოს ეროვნულ ვალუტაში (ლარი) ან დოლარში (ანგარიშსწორების დღეს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსით ანგარიშსწორების პირობით). ფასები უნდა მოიცავდეს ამ კონკურსით გათვალისწინებულ ყველა ხარჯსა და კანონით გათვალისწინებულ გადასახადებს (მათ შორის დღგ).

პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი წინადადება ძალაში უნდა იყოს წინადადებების მიღების თარიღიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში.

„შემსყიდველი“უფლებას იტოვებს თვითონ განსაზღვროს ტენდერის დასრულების ვადა, შეცვალოს ტენდერის პირობები, რასაც დროულად აცნობებს ტენდერის მონაწილეებს, ან შეწყვიტოს ტენდერი მისი მიმდინარეობის ნებმისმიერ ეტაპზე.

„შემსყიდველი“ გამარჯვებულ კომპანიას გამოავლენს სატენდერო კომისიაზე და გადაწყვეტილებას აცნობებს ტენდერის ყველა მონაწილს. „შემსყიდველი“ არ არის ვალდებული პრეტენდენტს მისცეს სიტყვიერი ან წერილობით ახსნა-განმარტება კონსკურსთან დაკავშირებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე.

„შემსყიდველი“იტოვებს უფლებას გადაამოწმოს პრეტენდენტებისგან მიღებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია, ასევე მოიძიოს ინფორმაცია პრეტენდენტი კომპანიის ან მისი საქმიანობის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება, რომ პრეტენდენტის მხრიდან მოწოდებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს ან გაყალბებულია, პრეტენდენტი იქნება დისკვალიფიცირებული.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ „შემსყიდველი“არ მიიღებს არავითარ ზეპირ შეკითხვას დამატებითი ინფორმაციის მისაღებად. 

შენიშვნა: ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, მოპოვებული სხვა გზით არ იქნება ოფიციალური და არ წარმოშობს არავითარ ვალდებულებას „შემსყიდველი“მხრიდან.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2022 წლის, 14 ნოემბერი, 17:00 სთ;
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი;
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • ტენდერში მონაწილეობა უფასოა
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;

საკონტაქტო ინფორმაცია:
საკონტაქტო პირი: ქეთევან ჩხეიძე
მის.: ქ. თბილისი, მედეა (მზია) ჯუღელის N 10 
ელ. ფოსტა: kchkheidze@gwp.ge 
ტელ.: +(995 322) 931111 (1114); მობ:  595 25 74 58

ტენდერის კატეგორია:

  • 31700000 ელექტრონული, ელექტრომექანიკური და ელექტროტექნიკური აქსესუარები
  • 42100000 დანადგარები მექანიკური ენერგიის წარმოებისა და გამოყენებისთვის

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    11 ნოემბერი 2022 დრო 08:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა