ჩაბარების ვადა:

28 ნოემბერი 2022, 18:00

სტატუსი:

შეფასება

E
ელ. ტენდერი
T15414 - ტენდერი ქ. თბილისში, ბელიაშვილის ქ. #66 (ს/კ 01.13.02.010.053) მდებარე ავტოგაზგასამართი სადგურის საპროექტო-კვლევითი სამუშაოების შესრულებაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი“-ს კუთვნილ ტერიტორიაზე ქ. თბილისში, ბელიაშვილის ქ. #66 (ს/კ 01.13.02.010.053) მდებარე ავტოგაზგასამართი სადგურის ავტოგასამართ სადგურად (ბენზინით ან დიზელით) რეკონსტრუქციის მიზნით დამუშავებული საპროექტო დოკუმენტაციისათვის ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის მოთხოვნის შესაბამისად საპროექტო-კვლევითი სამუშაოების შესრულება.

კონკრეტული დავალება:
ქ. თბილისში, ბელიაშვილის ქ. #66 (01.13.02.010.053) მდებარე ავტოგაზგასამართი სადგურის ავტოგასამართ სადგურად (ბენზინით ან დიზელით) რეკონსტრუქციის მიზნით საპროექტო დოკუმენტაციისათვის საჭიროა შემდეგი სახის საპროექტო-კვლევითი სამუშაოები:

  • მშენებლობის ორგანიზაციის პროექტის მომზადება;
  • საინჟინრო კომუნიკაციების ქსელების (ელ-გაყვანილობის; გათბობა-ვენტილაციის; წყალმომარაგების და წყალარინების) პროექტის მომზადება;
  • საპროექტო ობიექტის კონსტრუქციული სქემის, ანგარიშის და საექსპერტო შეფასების მომზადება;
  • საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან შეთანხმებული ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროებისა და მათ მიერ გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა ინვენტარიზაციის ტექნიკური ანგარიშის მომზადება;
  • საპროექტო ობიექტის ტექნოლოგიური პროექტის და შესაბამისი საექსპერტო შეფასების მომზადება; 6.ტერიტორიის საინჟინრო-გეოლოგიური კვლევის ანგარიშის და მისი საექსპერტო შეფასების მომზადება.

მოთხოვნები პრეტენდენტების მიმართ:

  • მსგავსი სამუშაოების შესრულების გამოცდილება; მსგავსი პროექტების და მიღება-ჩაბარების აქტების წარმოდგება.

გადახდის პირობები:

  • ავანსი 50%. დარჩენილი 50% -ის გადახდა განხორციელდება მერიის არქიტექტურის სამსახურში დოკუმენტაციის ჩაბარების შემდეგ.

ტენდერის ვადები:

  • 5 კალენდარული დღე.

ხელშკერულების ვადები:

  • 30 კალენდარული დღე.

საგარანტიო პირობები:

  • ხარისხიანად და პროფესიულ დონეზე შესრულებული სამუშაო.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2022 წლის, 28 ნოემბერი, 18:00 სთ;
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი;
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;

საკონტაქტო პირი:
ლევან ინასარიძე
მობ: 514 377 117

ტენდერის კატეგორია:

  • 71300000 საინჟინრო მომსახურებები
  • 71200000 არქიტექტურული და მასთან დაკავშირებული მომსახურებები

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    24 ნოემბერი 2022 დრო 08:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა