ჩაბარების ვადა:

16 დეკემბერი 2022, 18:00

სტატუსი:

გაფორმებული

E
ელ. ტენდერი
T15568 - ტენდერი ქონებისა და სპეც. ტექნიკის დაზღვევის მომსახურების შესყიდვაზე

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. სატენდერო წინადადების მიღების ბოლო ვადაა: 2022 წლის 16 დეკემბერი, 18:00 საათი.

ტენდერის აღწერილობა:

თეგეტა ჰოლდინგი მუდმივად განვითარებასა და ხარისხზე ორიენტირებული ჰოლდინგური კომპანიაა,  რომელმაც 27 წლიანი წარმატების გზა განვლო, დღეს კი, ჰოლდინგურ კომპანიას წარმოადგენს, 30 შვილობილ კომპანიას აერთიანებს და ბაზრის ლიდერია ავტოიდნუსტრიაში არამარტო საქართველოში, არამედ მთელს ამიერკავკასიაში. ამ ხნის განმავლობაში, არაერთხელ მიიღო „ოქროს ბრენდის“  სტატუსი და „წლის კომპანიის“ აღიარება. 

შესყიდვის ობიექტის დასახელება:

  • თეგეტა ჰოლდინგი აცხადებს ელექტრონულ ტენდერს ორ ლოტად  ქონებისა და სპეც. ტექნიკის დაზღვევის მომსახურების შესყიდვასთან დაკავშირებით შვილობილი კომპანიების მასშტაბით. 

განსაკუთრებული მოთხოვნები:

  • წინამდებარე ტენდერში გამარჯვებული კომპანია ვალდებულია მომსახურება გასწიოს 2023 წლის 20 იანვრიდან  2023 წლის 1-ელ სექტემბრამდე.

საქონლის/მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა:

  • ქონებასთან დაკავშირებული ინფორმაცია მოცემულია დანართი N1-ის სახით;
  • სპეც. ტექნიკასთან დაკავშირებული ინფორმაცია მოცემულია დანართი N2-ის სახით.

შენიშვნა: შემსყიდველი უფლებას იტოვებს ტენდერის მსვლელობის პროცესში, საჭიროებისამებრ, შეცვალოს შესყიდვის ობიექტის ტექნიკური მახასიათებლები და რაოდენობა, რის შესახებ ეცნობება ტენდერში მონაწილე კომპანიებს.

განფასების მოთხოვნის პირობები:

  • შემოთავაზება წაროსადგენია დანართი N1-ისა და დანართი N2-ის გათვალისწინებით, როგორც უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი, ბეჭდით დამოწმებული, დასკანერებული ვერსია, ისე ექსელის ფაილი;

საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ფორმა და ადგილი:

  • მომსახურების გაწევის ადგილი: საქართველო.

ანგარიშსწორების პირობა:

  • ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით ყოველთვიურად პოლისით გაწერილი გრაფიკის მიხედვით.

გამარჯვებულის გამოვლენა:

  • ტენდერით დაინტერესებულმა კომპანიებმა წინადადებები უნდა წარადგინონ შესყიდვების ელექტრონული სისტემის - http://www.tenders.ge - ს საშუალებით.

შენიშვნა: შემსყიდველი არ არის ვალდებული მონაწილე კომპანიას მისცეს სიტყვიერი ან წერილობით ახსნა-განმარტება ელექტრონულ ტენდერთან დაკავშირებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე.

პრეტენდენტის მიერ http://www.tenders.ge–ზე ასატვირთი დოკუმენტაცია:

  • კომერციული შეთავაზება ხელმოწერილი, სკანირებული ვერსია;
  • ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომელიც გაცემული უნდა იყოს წინამდებარე ელექტრონული ტენდერის გამოცხადების პერიოდამდე არაუმეტეს 3 თვისა.
  • კომპანიის გამოცდილება/პროფაილი;
  • კომპანიის კორპორატიული კლიენტების ჩამონათვალი;
  • სარეკომენდაციო წერილები;

დამატებითი ინფორმაცია:
წინადადების წარდგენის მომენტისთვის პრეტენდენტი არ უნდა იყოს: 

  • გაკოტრების პროცესში;
  • ლიკვიდაციის პროცესში;
  • საქმიანობის დროებით შეჩერების მდგომარეობაში.

პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი წინადადება ძალაში უნდა იყოს წინადადებების მიღების თარიღიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში.

შემსყიდველი იტოვებს უფლებას გადაამოწმოს პრეტენდენტებისგან მიღებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია, ასევე მოიძიოს ინფორმაცია პრეტენდენტი კომპანიის ან მისი საქმიანობის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება, რომ პრეტენდენტის მხრიდან მოწოდებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს ან გაყალბებულია, პრეტენდენტი იქნება დისკვალიფიცირებული.

შემსყიდველი არ მიიღებს არავითარ ზეპირ შეკითხვას დამატებითი ინფორმაციის მისაღებად. გამონაკლისის სახით მიიღება შეკითხვები ტელეფონით.

შესაძლებელია განხორციელდეს პრეტენდენტებისაგან სხვა დამატებითი ინფორმაციის მოთხოვნა და/ან წარდგენილი ინფორმაციის დაზუსტება ტენდერის მსვლელობის პერიოდში;

სატენდერო წინადადების მიღების ბოლო ვადაა: 2022 წლის 16 დეკემბერი, 18:00 საათი.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2022 წლის, 16 დეკემბერი, 18:00 სთ;
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი;
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;

ტენდერის შინაარსობრივ მხარესთან დაკავშირებით კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოიყენოთ www.tenders.ge -ზე განთავსებული კითხვა/პასუხის ველი (სატენდერო განაცხადის ქვემოთ), რომელიც ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისთვის და წარმოადგენს ღია/საჯარო ინფორმაციას, ან მოგვწერეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: n.adamia@tegetamotors.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 66500000 სადაზღვევო და საპენსიო მომსახურებები
  • 66700000 გადაზღვევის მომსახურებები

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    12 დეკემბერი 2022 დრო 08:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა