ჩაბარების ვადა:

13 იანვარი 2023, 18:00

სტატუსი:

არ შედგა

E
ელ. ტენდერი
T15730 - ტენდერი ზესტაფონში სასტუმროს გაქირავებაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს "სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი" აცხადებს ტენდერს ზესტაფონში სასტუმროს გაქირავებაზე.

ზესტაფონში სასტუმროს გაქირავება, რომელიც შედგება 1350 კვ.მ მიწისგან, ს/კ 32.10.33.840 - ს/კ 32.10.33.839 (პარკირებისთვის). სასტუმრო შედგება 8 ნომრისგან, 1 სამრეცხაოსგან, 1 რისეფშენისგან და 2 გარე საპირფარეშოსგან. თითოეული ნომერი უზრუნველყოფილია შესაბამისი ტექნიკითა და ინვეტარით (კონდეციონერი, მაცივარი და სხვა ავეჯი), სასტუმროს აქვს  დამოუკიდებელი საპირფარეშოები, ასევე დამოუკიდებელი გათბობის სისტემა.

კომუნიკაციები: აქვს ცალკე წყლის მრიცხველი, დენის მრიცხველი, ასევე გენერატორი და აქვს შემოყვანილი გაზი. 

კონკრეტული დავალება:

  • პრეტენდენტმა სატენდერო წინადადებით უნდა წარმოადგინოს საიჯარო თანხა დღგ-ს ჩათლით.

მოთხოვნები პრეტენდენტების მიმართ:

  • პრეტენდენტმა კომპანიამ უნდა უზრუნველყოს სასტუმროს მაქსიმალურად თავდაპირველი მდგომარეობის შენარჩუნება რათა ხელშეკრულების დროზე ადრე გაწყვეტის ან ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდგომ, სასტუმრო იყოს მუშა მდგომარეობაში.
  • სასტუმროს ყველანაირი რეკონსტრუქცია ან გადაკეთება, საიჯარო ქონების პროფილის შეცვლა დაუშვებელია მეპატრონესთან შეთანხმების გარეშე.
  • პრეტენდენტ კომპანიას უნდა გააჩნდეს ბიზნეს სფეროში არანაკლებ 5 წლიანი გამოცდილება. უპირატესობა მიენიჭება სასტუმრო-ინდუსტრიაში მოღვაწეობის გამოცდილებას.
  • პრეტენდენტმა კომპანიამ უნდა უზრუნველყოს ყოველი თვის ბოლოს კომუნალური გადასახადების გადახდა.
  • პრეტენდენტმა კომპანიამ ხელშეკრულების პერიოდში სასტუმროში ტექნიკის ან სხვა ინვენტარის დაზიანების შემთხვევაში, საკუთარი ხარჯებით უნდა უზრუნველყოს შეკეთება.

გადახდის პირობები:

  • პრეტენდენტმა კომპანიამ ყოველი თვის დასაწყისში უნდა უზრუნველყოს საიჯარო თანხის 100%-ის ავანსის სახით გადახდა.

ტენდერის ვადები:

  • 10 კალენდარული დღე

ხელშეკრულების ვადები:

  • მინიმუმ 1 წელი, განიხილება უფრო გრძელვადიანი პერიოდიც

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2022 წლის, 13 იანვარი, 18:00 სთ;
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი;
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;

საკონტაქტო პირი:
ბექა ჩიხლაძე
ელ. ფოსტა: B.chikhladze@socar.ge
მობ: 577503377

ტენდერის კატეგორია:

  • 70100000 კერძო საკუთრებაში მყოფ უძრავ ქონებასთან დაკავშირებული მომსახურებები

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    10 იანვარი 2023 დრო 08:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა