ჩაბარების ვადა:

3 აპრილი 2023, 18:00

სტატუსი:

შეფასება

E
ელ. ტენდერი
T16627 - ტენდერი №­­­357 DWDM მულტიპლექსორის შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს კრედო ბანკი (შემდგომში შემსყიდველი) სწრაფად მზარდი ორგანიზაციაა, რომელიც წარმატებით ფუნქციონირებს საქართველოს 11 რეგიონში და დღესდღეობით მოიცავს 87 სერვისცენტრს.

გაცნობებთ, რომ კრედო ბანკი აცხადებს ტენდერს №­­­357 DWDM მულტიპლექსორის შესყიდვის შესახებ და იწვევს შესყიდვით დაინტერესებულ პირებს/კომპანიებს ღია კონკურენტუნარიან ტენდერში მონაწილეობის მისაღებად. 

შესყიდვის  პირობები და აუცილებელი მოთხოვნები:

  • შესყიდვის ობიექტი: DWDM მულტიპლექსორი - 4 ცალი
  • სავალდებულო ტექნიკური მოთხოვნები: 

დასახელება

მინიმალური მახასიათებელი 

ფორმ ფაქტორი

1 RU-ში არანაკლებ 2  მულტიპლექსორის განთავსების შესაძლებლობა

არხების რაოდენობა

მინიმუმ 4 არხი, გაფართოებადი 8 არხამდე

მონიტორინგის პორტი

მინიმუმ 1 მონიტორინგის პორტი LC კონექტორით

დანაკარგი (Link loss, per channel)

არაუმეტეს 4,65 dB

დანაკარგი (Link loss, extension)

არაუმეტეს 1.85 dB

ოპტიკური არხის ბიჯი

100 GHz

სამუშაო ტემპერატურა

0℃ - +70℃

კონექტორის ტიპი

LC/UPC

DWDM ტრანსივერები (ჯამურად მთელი გადაწყვეტილებისთვის)

  • 4 x 10G Ethernet DWDM 40KM SFP+ (თავსებადი Cisco Nexus 3548-xl-თან)
  • 8 x  SFP+  8/4/2G FC  DWDM 40 KM (თავსებადი HP Storage Works 8/24 San Switch -თან)

ოპტიკური კაბელები (ჯამურად მთელი გადაწყვეტილებისთვის)

  • 12 x 3-მეტრიანი SingleMode LC/LC UPC Duplex ოპტიკური კაბელი
  • 12 x 5-მეტრიანი SingleMode LC/LC UPC Duplex ოპტიკური კაბელი
  • 4x 10-მეტრიანი SingleMode LC/LC UPC Duplex ოპტიკური კაბელი
  • 4x 10-მეტრიანი SingleMode LC/SC UPC Duplex ოპტიკური კაბელი

კვება და გაგრილება

DWDM მულტიპლექსორი არ უნდა საჭიროებდეს ელ. კვებას

გარანტია

მწარმოებლის 3 წლიანი გარანტია

შესასრულებელი საინსტალაციო სამუშაოები:  მოწოდებული DWDM მულტიპლექსორების ინსტალაცია, არსებული ქსელური მოწყობილობების (Cisco Nexus 3548-xl & HP Storage Works 8/24 San Switch) დაერთება DWDM არხებზე. 

  • დანართში №1 ით შემოთავაზებული რაოდენობის შესყიდვას შემსყიდველი განახორციელებს ერთჯერადად;

ტენდერში მონაწილეობის მიღების პირობები

ტენდერში მონაწილეობის სურვილის მქონე კომპანია უნდა აკმაყოფილებდეს გარკვეულ აუცილებელ პირობებს.  აუცილებელი პირობები შემდეგში მდგომარეობს:

  • ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში მოღვაწეობის მინიმუმ 10 წლიანი გამოცდილება.
  • პრეტენდენტს უნდა ყავდეს შემოთავაზებული ბრენდის სერთიფიცირებული ინჟინერი.
  • სასურველია პრეტენდენტ კომპანიას ჰქონდეს ანალოგიური პროექტი განხორციელებული და  წარმოადგინოს სარეკომენდაციო წერილი ამის დასადასტურებლად;
  • შემოთავაზებული DWDM მულტიპლექსორი უნდა იყოს ცნობადი ბრენდის. 

დამატებითი მოთხოვნები:

  • ფასების მოწოდება ხდება დანართი №1 მეშვეობით:
  • წარმოდგენილი წინადადება აუცილებლად უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი და ბეჭდით დამოწმებული დასკანერებული სახით;
    - ! პრეტენდენტმა კომპანიამ დანართი №1 უნდა ატვირთოს, ასევე excel-ის ფაილითაც;
  • წინადადებაში მითითებული ფასი გამოსახული უნდა იყოს დოლარში  და უნდა მოიცავდეს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა გადასახადს, მათ შორის დღგ და ტრანსპორტირების/მოწოდების ხარჯები თბილისის მაშტაბით;
  • მწარმოებლის მიერ გაცემული MAF (manufacturer authorization form);
    - ტექნიკა უნდა იყოს საქართველოს რეგიონისთვის განკუთვნილი;
  • შემსყიდველის მოთხოვნაა, საგარანტიო პერიოდის განმავლობაში შემოთავაზებული ტექნიკის შეკეთება/მომსახურების გაწევა მოხდეს ბრენდის ავტორიზებულ სერვისცენტრში ან ავტორიზებული ინჟინრის მიერ ადგილზე.

ანგარიშსწორების პირობები:

  • კრედო ბანკი ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან გააფორმებს ერთჯერადი ხასიათის ნასყიდობის ხელშეკრულებას  სატენდერო წინადადებაში წარმოდგენილი ფასების უცვლელობის პირობით;
  • ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით გადარიცხვის დღეს არსებული ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით, საქონლისა და მომსახურების მიღების  შესახებ გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 3-5 კალენდარული დღის ვადაში.
    - მომწოდებელი ვალდებულია გახსნას კრედო ბანკში ანგარიში!

გამარჯვებულის გამოვლენა:

  • ტენდერში მონაწილეობით დაინტერესებულმა პირებმა წინა დადებები უნდა წარადგინონ შესყიდვების ელექტრონული სისტემის – tenders.ge –ს საშუალებით. ტენდერი ჩატარდება ეგრეთ წოდებული ერთი კონვერტის პრინციპით.
  • სატენდერო კომიტეტი განიხილავს tenders.ge -ს საშუალებით წარმოდგენილ ყველა სატენდერო წინადადებას და გამარჯვებულად გამოავლენს კომპანიას, ქვემოთ ჩამოთვლილი კრიტერიუმების გათვალისწინებით:
    - ფასი
    - ანალოგიური სისტემის დანერგვის გამოცდილება
    - ინჟინრის სერტიფიკატის დონე
    - მოწოდების ვადები

მომწოდებლის მიერ tenders.ge–ზე ასატვირთი დოკუმენტაცია

მომწოდებელმა სისტემაში უნდა ატვირთოს ორგანიზაციის უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი შემდეგი დოკუმენტაცია:

  • რეკვიზიტები და საკონტაქტო ინფორმაცია კომპანიის ტიტულიან ფურცელზე, ასევე:
  • კომპანიის მოღვაწეობის შესახებ მოკლე ინფორმაცია (საქმიანობის მოკლე აღწერა, გამოცდილება, პარტნიორი კომპანიების ჩამონათვალი და ა.შ.)
  • რეკომენდატორი პირების ჩამონათვალი, ვისაც გაუწია კომპანიამ ანალოგიური ან/და მსგავსი მომსახურება,  შემდეგი ინფორმაციის მითითებით:
    - შესყიდვის საგნის დასახელება;
    - კომპანიის დასახელება;
    - რეკომენდატორი პირის სახელი-გვარი, თანამდებობა;
    - საკონტაქტო ნომერი.
  • დანართი №1-ის საშუალებით წარმოდგენილი ფასები ;
  • მწარმოებლის მიერ გაცემული MAF (manufacturer authorization form);
  • სერვისცენტრის/მომსახურე ობიექტების/ფილიალების ჩამონათვალის დოკუმენტი, სადაც მომწოდებელი განახორციელებს საქონლის შეკეთებას, საგარანტიო პერიოდის განმავლობაში;
  • სერვისის ვადები საგარანტიო პერიოდის განმავლობაში;
  • დამატებითი დანართები - გთხოვთ, ატვირთოთ ხელმოწერილი/დასკანერებული სახით:
    - ! დანართი № 2 - შესაბამისობა გარემოსდაცვით და სოციალურ საკითხებთან;
    - ! დანართი № 3 - აფიდავიტი/წინადადების დამოუკიდებლად განსაზღვრის შესახებ;
    - ! დანართი №4 - ანგარიშის გახსნის თაობაზე.

შენიშვნა:

  • პრეტენდენტის მიერ მოწოდებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი და ბეჭედდასმული (ბეჭდის არსებობის შემთხვევაში) უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ;
  • შესაძლებელია განხორციელდეს პრეტენდენტებისაგან სხვა დამატებითი ინფორმაციის მოთხოვნა და/ან წარდგენილი ინფორმაციის დაზუსტება.

მიუხედავად შედეგებისა, ტენდერში მონაწილე ყველა კომპანია ინფორმირებული იქნება ტენდერის შედეგების შესახებ.

ტენდერის შინაარსობრივ მხარესთან დაკავშირებით კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოიყენოთ www.tenders.ge -ზე განთავსებული კითხვა/პასუხის მოდული (სატენდერო განაცხადის ქვემოთ), რომელიც ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისთვის და წარმოადგენს ღია ინფორმაციას.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მისაღებად კომპანია უნდა იყოს რეგისტრირებული ვებ-გვერდზე www.tenders.ge
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2023 წლის, 3 აპრილი, 18:00 სთ;
  • შეთავაზების ვალუტა: დოლარი;
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში; 

საკონტაქტო პირი:
ხათუნა ჩხეტია
მობ: 595 309 300
ელ. ფოსტა: khchkhetia@credo.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 32500000 სატელეკომუნიკაციო მოწყობილობები და აქსესუარები
  • 30200000 კომპიუტერული მოწყობილობები და აქსესუარები
  • 44300000 კაბელები, მავთულები და მათთან დაკავშირებული მასალები

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    27 მარტი 2023 დრო 08:00
  • შეთავაზების ვალუტა: USD
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა