ჩაბარების ვადა:

20 ივლისი 2020, 13:00

სტატუსი:

დასრულებული

T7094 - ტენდერი სამედიცინო-სარეაბილიტაციო ცენტრის სამშენებლო სამუშაოებზე

ტენდერის აღწერილობა:

ავადმყოფთა მომსახურე სასულიერო პირთა ორდენის (კამილიელების) ფილიალი საქართველოში აცხადებს ტენდერს სამედიცინო-სარეაბილიტაციო ცენტრის სამშენებლო სამუშაოებზე.

  • გამოცხადების თარიღი: 2020 წლის 28 ივნისი
  • ქვეყანა: საქართველო
  • შესრულების ადგილი: ახალციხე, 9 აპრილის ქ. № 1გ
  • კონტრაქტის დასახელება: სამედიცინო-სარეაბილიტაციო ცენტრის სამშენებლო სამუშაოები
  • დამკვეთი: ავადმყოფთა მომსახურე სასულიერო პირთა ორდენის (კამილიელების) ფილიალი საქართველოში
  • ავადმყოფთა მომსახურე სასულიერო პირთა ორდენის (კამილიელების) ფილიალი საქართველოში იწვევს დაინტერესებულ პრეტენდენტებს სამედიცინო-სარეაბილიტაციო ცენტრის (ობიექტის საკადასტრო კოდი: 
  • 62.09.60.104 ) სამშენებლო სამუშაოების განსახორციელებლად წარმოადგინონ სატენდერო წინადადებები წინამდებარე მოწვევის პირობების შესაბამისად;
  • სამშენებლო ობიექტის საწყისი მდგომარეობა განისაზღვრება სადემონტაჟო შენობა-ნაგებობის ძველი ცოკოლის მზიდი ბლოკის კედლებით ( 40 სმ * 300 სმ ) და რკინა -ბეტონის კოჭებით ( 40 სმ * 30 სმ ), რომელთაგან ნახევარზე მეტი სავალალო მდგომარეობაშია და რეკომენდირებულია მათი მოხსნა, შემდგომში ახალი მშენებლობის დასაწყებად. 

შესასრულებლი სამუშაოები მოიცავს არსებული კონსტრუქციის დემონტაჟს; ტერიტორიის დასუფთავების სამუშაობებს; საძირკველის, მონოლიტური ფილების და კოლონების მოწყობის სამუშაობებს დასრულებული სახით.   

სატენდერო პირობები: ფასები წარმოდგენილი უნდა იყოს ლარში, ყველა გადასახადის ჩათვლით (დ.ღ.გ., საშემოსავლო და ა.შ.) წინადადება შევსებული უნდა იყოს დამკვეთის მიერ წარმოდგენილ „ სატენდერო დანართ N 1 “-ის ფორმაში. „სატენდერო დანართ N1“-ში ივსება მხოლოდ და მხოლოდ სამუშაოების ფასთა გრაფები, დანარიცხების პროცენტული სიდიდეები და შემსრულებლის მონაცემები. დანარიცხების გრაფაში არ არის საშემოსავლოს პუნქტი, რაც იმას ნიშნავს, რომ აღნიშნული გადასახადი ხელფასების სვეტში უნდა იყოს გათვალისწინებული.

  • სამშენებლო სამუშაოები უნდა შესრულდეს საქართველოში მოქმედი სტანდარტებისა და სამშენებლო ნორმების, ასევე შრომის უსაფრთხოების მოთხოვნების მკაცრი დაცვით;
  • სამშენებლო სამუშაოების შესრულების საორიენტაციო პერიოდია 2020 წლის 21 ივლისიდან 2020 წლის 25 ოქტომბრის ჩათვლით;
  • სამუშაოების ღირებულება: ტენდერში მონაწილის პასუხისმგებლობაა წარმოდგენილი სატენდერო ფასი შეესაბამებოდეს ადგილობრივ საბაზრო ფასებს და აგრეთვე გათვალისწინებული იყოს ნებისმიერი სხვა ფაქტორი, რომელთაც შეიძლება გავლენა იქონიონ წარმოდგენილი სამუშაოების ჩატარების ღირებულებაზე;
  • წინადადების მოქმედების ვადა: მინიმუმ 30 კალენდარული დღე.

პრეტენდენტები, კონტრაქტის მისანიჭებლად უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ მინიმალურ საკვალიფიკაციო კრიტერიუმებს:

  • უნდა გააჩნდეთ სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების შესრულების არანაკლებ 3 წლის გამოცდილება უკანასკნელ წლებში (2020-2017);
  • უნდა გააჩნდეთ შესრულებული მინიმუმ 900 000 - დან 1 500 000 - მდე მილიონი ლარის ღირებულების სულ მცირე 2 კონტრაქტი (2017-2020).

პრეტენდენტმა, ტენდერში მონაწილეობის მისაღებად უნდა წარმოადგინოს შემდეგი ინფორმაცია:

  • კომპანიის რეკვიზიტები, კომპანიის იურიდიული დასახელება, საიდენტიფიკაციო კოდი, საკონტაქტო პირის სახელი და გვარი, პოზიცია, ელ-ფოსტა, ტელეფონის ნომერი;
  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
  • ინფორმაცია განხორციელებული პროექტების შესახებ (მათ შორის გაფორმებული სამშენებლო/სარემონტო ხელშეკრულების, ხარჯთაღრიცხვის ასლები), მოთხოვნილი საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამისად;
  • განაცხადი ტენდერში მონაწილეობის სურვილზე;
  • შევსებული მოცულობათა უწყისი (დოკუმენტი ერთვის ამ განცხადებას დანართი № 1 სახით).
  • არასრული დოკუმენტაცია არ იქნება განხილული;
  • ტენდერის პროცესში, დამკვეთი უპირატესობას მიანიჭებს კომპანიას, რომელიც სამშენებლო სამუშაოების შესასრულებლად დაადგენს დაბალ ფასს, ხარისხს, ექნება შესაბამისი კვალიფიკაცია, ექნება სხვა დამკვეთის (შესრულებული პროექტის) რეკომენდაციები.

პრეტენდენტის შერჩევისა და კონტრაქტის მინიჭების ვადა: 2020 წლის 25 ივლისამდე.
დანართი: მოცულობათა უწყისის ფორმა.
ტენდერის ჩაბარების პირობები:

სრული სატენდერო დოკუმენტაცია იხილეთ თანდართულ ბმულში: https://bit.ly/3j8VBZA

ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • წინადადებების მიღების საბოლოო ვადა: 2020 წლის 20 ივლისი 13:00 საათამდე;
  • მოთხოვნილი დოკუმენტაცია წარდგენილ უნდა იქნას ელექტრონული ფოსტით შემდეგ მისამართზე: camilliansge@gmail.com
  • დამკვეთი უფლებამოსილია, შერჩევის პროცესში, პრეტენდენტს მოსთხოვოს ინფორმაციის დაზუსტება სატენდერო განცხადებაში მითითებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით;

სატენდერო დოკუმენტაციის მომზადება/წარდგენასთან დაკავშირებით და ტექნიკური ხასიათის კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით:
ედუარდ ზახარიანს
მობ: 571 373 193
ელ. ფოსტა: zaxariani@gmail.com

ტენდერის კატეგორია:

  • 71500000 მშენებლობასთან დაკავშირებული მომსახურებები
  • 45100000 სამშენებლო უბნის მოსამზადებელი სამუშაოები
  • 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
  • 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
  • 45400000 შენობის დასრულების სამუშაოები