ჩაბარების ვადა:

26 ნოემბერი 2020, 18:00

სტატუსი:

შეფასება

E
ელ. ტენდერი
T8166 - მულტიფუნქციური კომპლექსის სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების შესრულება

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. ტენდერის ჩაბარების ბოლო ვადაა 26 ნოემბერი 18:00 საათი.

ტენდერის აღწერილობა:

შპს "იდეა მელიქიშვილი" აცხადებს ტენდერს თბილისში, მელიქიშვილის ქ. N 47-49-49ა საცხოვრებელი და სასტუმრო (მულტიფუნქციური) კომპლექსის მშენებლობაზე.

შესასრულებელი სამუშაოების ჩამონათვალი:

  • სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
  • რკინა ბეტონის, ფასადის კედლებისა და ფასადის ბუნებრივი ქვითა და პერფორირებული კომპოზიტური პანელებით მოპირკეთების სამშენებლო სამუშაოები (თანდართული რენდერებისა და არქიტექტურული პროექტის მიხედვით).
  • ფასადის ვიტრაჟების, კარების და ფანჯრების სამონტაჟო სამუშაოები
  • აივნებისა და ტერასების მოაჯირების მოწყობა რენდერებისა და არქიტექტურუული პროექტის მიხედვით.
  • მშენებლობასთან დაკავშირებული სხვადასხვა მომსახურებები

შერჩევა ჩატარდება შემდეგი განრიგით:

  • პრეტენდენტებმა სატენდერო წინადადება უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2020 წლის 26 ნოემბერის 18:00 საათისა.
  • შემსყიდველი განიხილავს შემოსულ სატენდერო წინადადებებს და მოახდენს პრეტენდენტ/ებ/ის, წარმოდგენილი წინადადებების შეფასებასა და გამარჯვებული კომპანიის (შემდგომში „კონტრაქტორი“) გამოვლენას, წინასწარ განსაზღვრული შერჩევის კრიტერიუმების მიხედვით. 
  • საჭიროების შემთხვევაში, შერჩეულ პრეტენდენტ/ებ/თან ჩატარდება დამატებითი მოლაპარაკებები. 
  • საბოლოო ეტაპზე გამარჯვებულთან გაფორმდება ხელშეკრულება. 

ტენდერი განხორციელდება შემდეგ ვადებში: 

  • ტენდერის გამოცხადება 18 ნოემბერი 2020 წ.
  • სატენდერო წინადადებების მიღება 25 ნოემბერი 2020 წ.
  • გამარჯვებული პრეტენდენტ/ებ/ის გამოვლენა და შეტყობინების გაგზავნა 30 ნოემბერი 2020 წ.
  • ხელშეკრულების გაფორმება 7 დეკემბერი 2020 წ.

- შემსყიდველი იტოვებს უფლებას, ტენდერის მიმდინარეობის ნებისმიერ ეტაპზე შეაჩეროს, შეწყვიტოს ან/და გამოაცხადოს ახალი ტენდერი პრეტენდენტ/ებ/თან წინასწარი შეთანხმების გარეშე, საკუთარი შეხედულებისამებრ.

- ტენდერის შეჩერების / შეწყვეტის შესახებ ინფორმაციის მიღება შესაძლებელი იქნება იმავე საკომუნიკაციო არხით, რითიც განხორციელდება ტენდერის გამოცხადება.

- შემსყიდველი იტოვებს უფლებას, გამარჯვებული პრეტენდენტის გამოვლენამდე გააფართოვოს ან შეცვალოს მოთხოვნები გასაწევ მომსახურებასთან / შესყიდვასთან დაკავშირებით, რის შესახებაც ინფორმაცია განთავსდება იმავე საკომომუნიკაციო არხით, რითიც განხორციელდება ტენდერის გამოცხადება.

სრული სატენდერო დოკუმენტაცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილებში.

ელექტრონული ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • სატენდერო წინადადებების წარდგენა უნდა მოხდეს ელექტრონულად, www.tenders.ge-ზე
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2020 წლის, 26 ნოემბერი, 18:00 სთ;
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;

შერჩევის პროცესის მსვლელობისას პრეტენდენტებს უფლება აქვთ მოითხოვონ მათთვის საჭირო ინფორმაცია. დამატებითი ინფორმაციის მოთხოვნის ან კითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვწეროთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: r.jikia@ginoparadise.ge

ობიექტზე ვიზიტის თარიღი და დრო წინასწარ უნდა შეთანხმდეს შემსყიდველის შემდეგ წარმომადგენელთან:
რუსუდან ჯიქია მობ: 593 509 557
გოგა ჭუჭულაშვილი 597 740 201
გვანცა გვარამაძე - 544 44 54 64

ტენდერის კატეგორია:

  • 45400000 შენობის დასრულების სამუშაოები
  • 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
  • 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    18 ნოემბერი 2020 დრო 10:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა