ჩაბარების ვადა:

24 თებერვალი 2021, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T8822 - ფასთა გამოკითხვა ქ. ჭიათურაში მდებარე ბაგირგზების სარეაბილიტაციო და სარეკონსტრუქციო სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესყიდვაზე

ფასთა გამოკითხვის აღწერილობა:

შპს ,,საქსპეცტრანსი“ აცხადებს ფასთა გამოკითხვას ქ. ჭიათურაში მდებარე ბაგირგზების სარეაბილიტაციო და სარეკონსტრუქციო სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესყიდვაზე.

ქ. ჭიათურაში მდებარე ბაგირგზების სარეაბილიტაციო და სარეკონსტრუქციო სამუშაოების  პროექტირების (ხარჯთაღრიცხვასთან ერთად)  შესყიდვა შემდეგ სადგურებზე:

  • პერევისა - ზედა სადგური  ს/კ 38.10.43.143, ქვედა სადგური ს/კ 38.10.36.207, ხაზობრივი ნაგებობა ს/კ 38.00.259;  
  • საჩხერის გზატკეცილი ცოფი - ავარიონი - ზედა სადგური ს/კ 38.10.31.383, ქვედა სადგური ს/კ 38.10.31.112, ხაზობრივი ნაგებობა ს/კ 38.00.254)

საქონლის ტექნიკური პარამეტრები/მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა:

  • სამუშაოები უნდა განხორციელდეს შემსყიდველის მიერ წარმოდგენილი ტექნიკური დავალების შესაბამისად (იხ. მიბმული ფაილ(ებ)ი); 
  • ფასთა გამოკითხვის შედეგად  გამოვლენილ გამარჯვებულ პრეტენდენტთან ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში, ადგილობრივ მუნიციპალიტეტებში სამშენებლო ნებართვის  მოპოვების ვალდებულება ექნება მომწოდებელ კომპანიას.

ფასების ცხრილი/ხარჯთაღრიცხვა:

  • პრეტენდენტმა ფასთა გამოკითხვის შედეგად უნდა წარმოადგინოს წინადადება შემსყიდველის მიერ მოთხოვნილი სპეციფიკაციების გათვალისწინებით მოსამზადებელი პროექტისა და ხარჯთაღრიცხვის ღირებულებისა და აღნიშნული მომსახურების გასაწევად საჭირო ვადის შესახებ. 

მოთხოვნა ლიცენზიასთან, აკრედიტაციასთან, სტანდარტებთან, ხარისხის შესაბამისობასთან და სხვ. დოკუმენტების შესახებ:

  • პროექტისა და ხარჯთაღრიცხვის მომზადების პროცესში მიმწოდებელი ვალდებულია, დოკუმენტაცია შეასრულოს მოქმედი სამშენებლო ნორმებისა და წესების მიხედვით. საპროექტო დოკუმენტაციის განსაზღვრული ყველა გამოყენებული მასალა და მოწყობილობა უნდა იყოს ხარისხიანი და აკმაყოფილებდეს საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნებს და საქართველოში მოქმედ ყველა სამშენებლო ნორმასა და წესს. 

გაწეული მომსახურების მიღება/დადასტურება:

  • მიმწოდებელი წარუდგენს შემსყიდველს შესრულებულ დოკუმენტაციას, მიმწოდებლის მიერ დადგენილ ვადაში. შემსყიდველი ამოწმებს მომზადებულ დოკუმენტაციას. თუ შემსყიდველმა დოკუმენტაცია შეაფასა წუნით, მომსახურების გაწევა დასრულებულად ჩაითვლება დეფექტების აღმოფხვრის შემდეგ.
  • შემსყიდველის მიერ გაწეული მომსახურების დადასტურება ხდება მიღება-ჩაბარების აქტით, რომელიც ფორმდება სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო“-ს მიერ მომწოდებლის მიერ მომზადებულ საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაზე გაცემული დადებითი დასკვნის საფუძველზე (ექსპერტიზის ხარჯების ანაზღაურება უნდა  უზრუნველყოს მომწოდებელმა კომპანიამ).

ანგარიშსწორების განხორციელების პირობები:

  • ხელშეკრულების ფარგლებში ანგარიშსწორება იწარმოება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, საქართველოს ეროვნულ ვალუტაში, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ რეკვიზიტებზე.
  • ანგარიშსწორება განხორციელდება ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების სრულად გაწევის შემდგომ, სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ მიერ გაცემული დასკვნის საფუძველზე მხარეთა შორის საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დოკუმენტების დადასტურებიდან  10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში.

სხვა დამატებითი პირობები:

  • შემსყიდველი ორგანიზაცია  უფლებამოსილია, წინამდებარე ფასთა გამოკითხვის შედეგად შერჩეულ მონაწილესთან, მისი თანხმობის შემთხვევაში გააფორმოს ხელშეკრულება, უფრო დაბალი ფასით ვიდრე წარმოდგენილი ჰქონდა ფასთა გამოკითხვის დროს.
  • მონაწილე პირის ქონებაზე ან/და საბანკო ანგარიშებზე არ უნდა იყოს რეგისტრირებული  სამართლებრივი შეზღუდვა. 

პრეტენდენტების მიერ წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • ფასთა გამოკითხვის წინადადება - პროექტის მომზადების ღირებულება და ვადა;
  • კომპანიის რეკვიზიტები: სრული დასახელება, მისამართი და საკონტაქტო ტელეფონები;
  • კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია (საქმიანობის მოკლე აღწერილობა);
  • აუცილებელი მოთხოვნაა უშუალოდ ბაგირგზების რეკონსტრუქციული და სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტირებაზე პრეტენდენტის გამოცდილების ქონა. პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს მის მიერ შედგენილი და შესრულებლი პროექტი, რომელიც ექსპლუატაციაში იქნა მიღებული საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების  სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ.  

ფასთა გამოკითხვის შედეგად შერჩეულ პირს, ხელშეკრულების გაფორმებამდე შესაძლებელია მოეთხოვოს სხვა დამატებითი დოკუმენტების წარმოდგენის ვალდებულება, რაზეც ეცნობებათ დამატებით და განესაზღვრებათ შესაბამისი ვადა. შემდეგი დოკუმენტების წარმოდგენა:

  • ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში, შემსყიდველისათვის მისაღები ბანკიდან/სადაზღვევო კომპანიიდან საავანსო თანხის ღირებულების უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია – (საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა 1 (ერთი) თვით უნდა აღემატებოდეს სამუშაოების დასრულების ვადას).
  • განახლებული ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან კომპანიის რეგისტრაციის შესახებ და საბანკო რეკვიზიტები; 
  • ინფორმაცია რეორგანიზაცია/ლიკვიდაციის შესახებ მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;
  • ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, რომ იურიდიული პირის ქონებაზე საჯარო სამართლებრივი შეზღუდვა რეგისტრირებული არ არის;
  • ცნობა სასამართლოდან, რომ არ მიმდინარეობს მის მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოება;
  • ცნობა საგადასახადო სამსახურიდან დავალიანების არარსებობის შესახებ. 

ფასთა გამოკითხვის ჩაბარების პირობები:

  • წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით, დალუქულ კონვერტში, მისამართზე: ქ. თბილისი,  კოსტავას ქ.N70 კონვერტს გარედან უნდა ეწეროს პრეტენდენტისა და ფასთა გამოკითხვის დასახელება, პრეტენდენტის საკონტაქტო ინფორმაცია. დაინტერესებულმა პირებმა წინადადებები უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2021 წლის 24 თებერვლის 18:00 სთ-მდე.
  • მოთხოვნილი დოკუმენტაციის წარდგენამდე სავალდებულოა აპლიკანტი სამუშაოების შესრულების ადგილზე გაეცნოს არსებულ სიტუაციას.

საკონტაქტო პირი: ვანო მეფარიშვილი
მობ: 593795510

ტენდერის კატეგორია:

  • 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
  • 71200000 არქიტექტურული და მასთან დაკავშირებული მომსახურებები
  • 71300000 საინჟინრო მომსახურებები
  • 71500000 მშენებლობასთან დაკავშირებული მომსახურებები