ჩაბარების ვადა:

1 მარტი 2021, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T8827 - ტენდერი საგარეჯოს რაიონის სოფელ მანავში მარცხენა მაგისტრალური არხიდან უდაწნეო მილსადენის მონტაჟზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს „კახური ტრადიციული მეღვინეობა“ აცხადებს ტენდერს საგარეჯოს რაიონი სოფელ მანავში მარცხენა მაგისტრალური არხიდან უდაწნეო მილსადენის მონტაჟის თაობაზე. 

სამუშაო მოიცავს თანდართული პროექტის მიხედვით არხიდან კომპანიის კუთვნილ ნაკვეთამდე მიწისქვეშა უდაწნეო 500 მმ მილსადენის მონტაჟის სამუშაოებს.

ანავის არხიდან მელიორაციის ღია არხის პარალერულად მიწაში 500 მმ მილის მოწყობა იხ. მილის მოწყობის ნახაზი დანართი № 6

მილი უნდა მოეწყოს სრული სამშენებლო ნორმების და წესების დაცვით, თანდართული პროექტის შესბამისად.

სამუშაოები უნდა შესრულდეს კალენდარული გრაფიკის დაცვით.

სამუშაოების შესრულების პერიოდი მიმდინარე წლის აპრილის 15 რიცხვამდე, გთხოვთ, გაითვალისწინოთ კალენდარულ გრაფიკში).

მილის გაყვანის ადგილი სახელმწიფო ტერიტორია.

სამუშაოები უნდა მიმდინარეობდეს სინქრონულად: მილის სამონტაჟო არხების ამოღება, მილების შედუღება, მილების მოწყობა არხებში, მიწით დაფარვა.

ტენდერში გამარჯვებული კომპანია, კერძო ნაკვეთების მფლობელებთან და სახელმწიფო სტრუქტურებთან წამოჭრილ ყველა საკითხს წყვეთს თვითონ დამკვეთთან შეთანხმების გარეშე.

მონაკვეთზე სადაც გადის საავტომობილო გადასასვლელები უნდა მოეწყოს ქვიშის ბალიში, იხილეთ ქვიშის ბალიშის მოწყობის ნახაზი დანართი № 7, ნახაზი 2

არხიდან წყლის აღების მოწყობის პროექტი და შესრუბა ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ უნდა შეთანხმდეს ადგილობრივი მელიორაციის სამსახურთან.

  • პრეტენდეტმა უნდა წარმოადგინოს განფასება და ინფორმაცია მასალებზე დანართების #1,2,4 მიხედვით.
  • პრეტენდეტმა უნდა წარმოადგინოს საქართველოს ბაზარზე საკუთარი გამოცდილების დამადასტურებელი ფორმა დანართის №5 სახით.
  • პრეტენდეტმა უნდა წარმოადგინოს სამუშაოების კალენდარული გრაფიკი ფორმა დანართის №
  • პრეტენდეტმა უნდა წარმოადგინოს ანგარიშსწორების პირობა.
  • ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში პრეტენდეტმა უნდა წარმოადგინოს საბანკო გარანტია.
  • პრეტენდეტმა უნდა შეავსოს ხარჯთარღიცხვის ფორმა თანდართული ექსელ ფაილში, ყველა მასალების და სამუშაოების აღწერით, რაოდენობა ერთეულის ფასი და მთლიანი ღირებულების მითითებით.

შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში პრეტენდეტმა უნდა წარმოადგინოს:

  • დანართი № 5-ს მიხედვით მოწოდებული ინფორმაციის დამადასტურებელი საბუთები
  • ხელშეკრულება
  • ინვოისები
  • საბანკო გადარიცხვები.
  • მ/ჩ აქტები
  • სარეკომენდაციო წერილი
  • გამოსაყენებელი მასალების ნომუშები

ტექნიკურ დავალებას თან ერთვის:

  • დანართი #6 პროექტი
  • დანართი #7 ნახაზი

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, საკონკურსო ნამუშევარი გამოგვიგზავნოთ ელ.ფოსტაზე- info@ktw.ge

დამტებით კითხვების შემთხვევაში დაუკავშურდით:
ემზარ ნოზაძე
ტელ: 599 551017
ელ.ფოსტა: e.nozadze@ktw.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 77100000 სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებული მომსახურებები
  • 65100000 წყლის განაწილება და მასთან დაკავშირებული მომსახურებები
  • 90400000 ჩამდინარე წყლებთან დაკავშირებული მომსახურებები