ჩაბარების ვადა:

15 მარტი 2021, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T8870 - ტენდერი ორგანიზაციის ობიექტების (სულ 37 ოფისი) დასუფთავების მომსახურებაზე თბილისსა და რეგიონებში

ტენდერის აღწერილობა:

სს “ფინკა ბანკი საქართველო” მიკროსაფინანსო ჰოლდინგის FINCA Microfinance Holdings (FMH) გლობალური ქსელის ნაწილია. ფინკა ბანკს ძლიერი საერთაშორისო ფინანსური პარტნიორები ჰყავს, როგორიცაა: FINCA International (USA), საერთაშორისო ფინანსური კორპორაცია (IFC, World Bank Group) (USA), KFW Bankengruppe - გერმანიის განვითარების ბანკი, FMO-ნიდერლანდების გაერთიანებული ბანკი, Triodos Investment Managment, Triodos Bank და Triple Jump. ფინკა ბანკი დღეისათვის 36 სერვის ცენტრის საშუალებით საბანკო მომსახურებას უწევს 100 000-ზე მეტ მომხმარებელს ქვეყნის თითქმის ყველა რეგიონში.

სს „ფინკა ბანკი საქართველო“ აცხადებს ტენდერს ორგანიზაციის ობიექტების (სულ 37 ოფისი) დასუფთავების მომსახურებაზე თბილისსა და რეგიონებში. 

ხელშეკრულება დაიდება 2 წლის ვადით. 

ტენდერის ტექსტს თან ახლავს ფაილები, სადაც მოცემულია „ფინკა ბანკი საქართველო“-ს სერვის ცენტრების ჩამონათვალი მისამართებით და აუცილებელი ინფორმაცია, რომელიც დაგეხმარებათ ფასების გასაზღვრაში იმ მომსახურების უზრუნველყოფით, რაც მოცემულია ტენდერის ტექსტის აუცილებელ პირობაში.

ტენდერში მონაწილე კომპანიებმა უნდა გაითვალისწინონ შემდეგი აუცილებელი პირობები მათ მიერ წარმოდგენილ შემოთავაზებებში: 

  • ორგანიზაციის ობიექტებში მომუშავე დამლაგებლების (თითოეულ სერვის ცენტრში - 1 დამლაგებელი;  სათაო ოფისში - 2 დამლაგებელი; სულ 37 ადამიანი) დასაქმება თავიანთ კომპანიაში და მათი ხელფასით, ანაზღაურებადი შვებულებითა და ჯანმრთელობის დაზღვევით უზრუნველყოფა; 
  • დამლაგებლების ყოველთვიური ხელზე ასაღები ხელფასი: 300 ლარიდან (საოფისე ფართის გათვალისწინებით)
  • დამლაგებლის მიერ ანაზღაურებადი შვებულების გამოყენების შემთხვევაში, მისი ჩანაცვლება რეზერვით (შემცვლელით); ფინკა ბანკის ობიექტის რეზერვით უზრუნველყოფა უნდა მოხდეს კომპანიის მიერ. 
  • ორგანიზაციის ობიექტების ხარისხიანი დასუფთავების საშუალებებით ყოველთვიური უწყვეტი მომარაგება პროდუქციის ადგილზე, ოფისების მისამართებზე მიწოდებით;
  • ორგანიზაციის ობიექტების მინა-ვიტრაჟებისა (შიდა და გარე მხარე) და გარე სარეკლამო აბრების ყოველთვიური წმენდა პროფესიონალი დასუფთავების სპეციალისტების მიერ სპეც. ინვენტარის გამოყენებით და ფინკა ბანკის სათაო ოფისის რბილი იატაკის ქიმიური წმენდა სამ თვეში ერთხელ. 

კომპანიების მიერ წარმოდგენილი სატენდერო წინადადება უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

  • კომპანიის ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
  • ინფორმაცია კომპანიის მოღვაწეობის შესახებ (დაარსების თარიღი, საქმიანობის მოკლე აღწერა, გამოცდილება, არსებული კლიენტების სია და ა.შ);
  • კატალოგი კომპანიის მიერ შემოთავაზებული სხვადასხვა დასუფთავების საშუალებების დეტალური აღწერით;
  • ორგანიზაციის ობიექტებისათვის მისაწოდებელი პროდუქციისა და დასუფთავების მომსახურების ღირებულება ლარში დღგ-ს ჩათვლით;
  • პროდუქციის მოწოდებისა და ვიტრაჟების დასუფთავების მომსახურების გაწევის ვადები.

გთხოვთ, ტენდერის მასალები მოგვაწოდოთ დალუქული კონვერტით მისამართზე: 

  • თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზირი N 71, ბლოკი I, მე-3 სართული, ოფისი N 12 – ს.ს. „ფინკა ბანკი საქართველო“-ს სათაო ოფისი. 
  • კონვერტზე უნდა მიუთითოთ მონაწილე კომპანიის დასახელება, ასევე ტენდერის სახელწოდება და მოათავსოთ დალუქულ სატენდერო ყუთში. 
  • სატენდერო შემოთავაზების შემოტანა შესაძლებელია ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, 09:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე. შემოთავაზების შემოტანის საბოლოო  ვადაა: 2021 წლის 15 მარტი, საღამოს 18:00 საათი.

სს „ფინკა ბანკი საქართველო“ ახორციელებს საქმიანობას უმაღლესი ეთიკური და პროფესიული სტანდარტების მიხედვით და ბანკის შიდა წესების მიხედვით, ბანკის თანამშრომელს და/ან მასთან დაკავშირებულ პირს არ შეიძლება ჰქონდეს პირდაპირი ან არაპირდაპირი ფინანსური ინტერესი ბანკის რომელიმე კონტრაჰენტთან (ინტერესთა კონფლიქტი). აღნიშნულის გათვალისწინებით, ტენდერში მონაწილე კომპანიასა და ბანკის თანამშრომელს და/ან მათთან დაკავშირებულ პირებს შორის არ უნდა არსებობდეს ინტერესთა კონფლიქტი.

წინამდებარე განაცხადის გამოგზავნით, თქვენ ეთანხმებით, რომ შეუფერხებელი საქმიანობის განხორციელების და მონაცემების დამატებითი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ბანკმა თქვენი მონაცემების დამუშავებისას გამოიყენოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ნებადართული აუთსორსინგული ურთიერთობის ფარგლებში მომსახურების გამწევი კორპორაცია მაიკროსოფტის მიერ შეთავაზებული „ქლაუდ სერვერებზე“ მონაცემების შენახვის სერვისი, რომელიც განთავსებულია აშშ-ში. ამასთან, მონაცემთა მიმღები მაღალი სტანდარტებით იღებს ყველა შესაბამისი ორგანიზაციული და ტექნიკური ზომებს, რათა მკაცრად დაიცვას მიღებული მონაცემების კონფიდენციალურობა.

დამატებითი შეკითხვების არსებობის შემთხვევაში, დაგვიკავშირდით ელ. ფოსტის მისამართზე: natia.khuchua@finca.ge და lali.mujirishvili@finca.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 90900000 დასუფთავება და სანიტარიული მომსახურება
  • 90600000 ქალაქის ან სოფლის ზონების დასუფთავება და სანიტარიული მომსახურება, ასევე მათთან დაკავშირებული მომსახურებები