ჩაბარების ვადა:

15 აპრილი 2021, 15:00

სტატუსი:

გაფორმებული

E
ელ. ტენდერი
T9268 - ტენდერი ავტომობილის დაზღვევის შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს „დაირექტ დებიტ ჯორჯია“ აცხადებს ელექტრონულ ტენდერს სს „ექსპრეს ტექნოლოჯიზ“-ს ჯგუფში შემავალი კომპანიების ავტოსატრანსპორტო საშუალებიბის დაზღვევაზე.

შესყიდვის პირობები:

დასაზღვევი ა/მ რაოდენობა 37 ერთეული
პოლისის გააქტიურების ვადა 2020 წლის 8 მაისიდან
ხელშეკრულების ვადა 1 წელი
სადაზღვევო რისკები ავტოტრანსპორტის გარეგანი ზემოქმედებით მიყენებული დაზიანება
ხანძარი, აფეთქება
საგნის გატაცება, გატაცების მცდელობა (კერძოდ: ქურდობა, ძარცვა, ყაჩაღობა)
ვანდალიზმი
მინის დაზიანება
სხვადასხვა საგნის დაცემა
თაღლითობა
სტიქიური უბედურებები (სეტყვა, წყალდიდობა, მიწისძვრა, დიდთოვლობა, მეწყერი)
გაჩერებული ავტოსატრანსპორტო საშუალების დაუდგენელი პირის მიერ დაუდგენელ ვითარებაში დაზიანება
ფრანჩიზა 0%
მესამე პირის მიმართ პასუხისმგებლობა ლიმიტი 10.000 აშშ დოლარი
მძღოლისა და მგზავრის უბედური შემთხვევის დაზღვევა ლიმიტი 25.000 აშშ დოლარი
ცვლილებების მართვა წლის განმავლობაში ავტოპარკში ა/მ დამატების შემთხვევაში დაზღვევა უნდა მოხდეს ძირითადი პოლისის პირობების მიხედვით (ფასი/პირობები, სახელშეკრულებო ვადის ამოწურვამდე პერიოდით)
უფლება მოსილი მძღოლები კომპანიის ყველა თანამშრომელი, რომელსაც აქვს მართვის მოწმობა
ავტო ასისტანსი 24/7
დამატებითი მოთხოვნები გარანტიაზე მყოფი ავტომობილების სადაზღვევო შემთხვევის შეფასება უნდა განხორციელდეს ავტორიზებულ დილერებთან;

სატენდერო პირობები

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად პრეტენდენტმა საჭიროა სისტემაში ატვირთოს უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი და ბეჭდით დადასტურებული შემდეგი დოკუმენტაცია (PDF ფორმატის ფაილები):

  • დანართი N1- კომპანიის რეკვიზიტები;
  • დანართი N2- წლიური ტარიფი წარმოდგენილი უნდა იყოს პროცენტული მაჩვენებელით;
  • დანართი N3- განხორციელებული პროექტების და შესრულებული სამუშაოების ჩამონათვალი;

შემოთავაზების მიღების ბოლო ვადაა 15/04/2021 15:00 საათი

  • ტენდერში გამარჯვების კრიტერიუმია-ღირებულება და გამოცდილება;
  • გამარჯვებულად მიიჩნევა და ხელშეკრულება დაიდება იმ მონაწილესთან, რომელიც წარმოადგენს უკეთეს ფასს და დააკმაყოფილებს სატენდერო ტექნიკურ მოთხოვნებს;
  • ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში დამკვეთი უფლებამოსილია მოითხოვოს საბანკო გარანტია ავანსად გასაცემი თანხის ოდენობით, ასევე შემოსავლების სამსახურიდან გაცემული შედარების აქტი, რომელშიც არ უნდა ისახებოდეს დავალიანება.
  • მომწოდებლის მხრიდან შესაძლებელია მოხდეს დასაბუთებული პრეტენზიის წარდგენა 3 დღის ვადაში. ვადის ათვლა ხორციელდება მომწოდებლისთვის იმ ინფორმაციის მიწოდების დღიდან, რომელსაც შეეხება პრეტენზია.
  • დამკვეთის მიერ შესაძლებელია შეწყდეს ტენდერი, შესაბამისი მიზეზების არსებობის შემთხვევაში, რაზეც აუცილებლად ინფორმირებული იქნება ყველა მონაწილე; ასევე დამკვეთი იტოვებს უფლებას ტენდერი სცნოს ანულირებულად თუ ტენდერში მონაწილეობას მიიღებს მხოლოდ ერთი კომპანია;
  • სხვა დანარჩენი პირობები, შემდგომში გამყიდველსა და მყიდველს შორის გათვალისწინებულ იქნება ნასყიდობის შესახებ ხელშეკრულებაში.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • დაინტერესებულმა პირებმა წინადადება უნდა წარმოადგინონ შესყიდვების ელექტრონული სისტემის www.tenders.ge საშუალებით;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2021 წლის, 15 აპრილი, 15:00 სთ;
  • სისტემაში გთხოვთ მიუთითოთ შეთავაზებული წლიური ტარიფი წარმოდგენილი პროცენტული მაჩვენებელით;
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;

ტენდერის მსვლელობის დროს ტექნიკურ და ტენდერის პროცესთან დაკავშირებით კითხვებზე დაუკავშირდით:
ლელა ტყეშელაშვილი
მობ: +995 599 27 87 97
ელ. ფოსტა: ltkeshelashvili@ddg.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 66500000 სადაზღვევო და საპენსიო მომსახურებები
  • 66700000 გადაზღვევის მომსახურებები