ჩაბარების ვადა:

21 მაისი 2021, 18:00

სტატუსი:

შეფასება

E
ელ. ტენდერი
T9419 - ტენდერი დარჩი ჰესის გადამცემი ხაზის პროექტის მომზადებასა და სამუშაოების წარმოებაზე

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. ტენდერის ჩაბარების ბოლო ვადაა 21 მაისი, 18:00 საათი.

ტენდერის აღწერილობა:

შპს დარჩი (ს/კ 406107047) აცხადებს ტენდერს დარჩი ჰესის გადამცემი ხაზის პროექტის მომზადებასა და სამუშაოების წარმოებაზე.

მომსახურებისა და სამუშაოების ზოგადი აღწერა:

  • დარჩი ჰესის 35კვ ძაბვის კაბელი „დარჩი-ხუდონის“ და ქ/ს „ხუდონის“ სამშენებლო-სარეკონსტრუქციო სამუშაოები შედგება ორი ნაწილისგან

პირველი ნაწილი-35კვ ძაბვის კაბელი „დარჩი-ხუდონი“:

  • პროექტის მომზადება;
  • პროექტის შეთანხმება დამკვეთთან, სს"ენერგო-პრო ჯორჯიასა" და სს "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემასთან";
  • საკაბელო ხაზის მშენებლობის და ექსპლუატაციის გარემოსდაცვითი და სამშენებლო ნებართვების მოპოვება;
  • პროექტით გათვალისწინებული მასალისა და საქონლის მიწოდება (35 კვ. ძაბვის კაბელის, სხვადასხვა ტიპის ქუროების, ხრეშის, სილის და სხვა);
  • საკაბელო ხაზის მშენებლობა (35კვ ძაბვის კაბელის და ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის ჩადება), ტესტირება და ჩაბარება.

მეორე ნაწილი: ქ/ს „ხუდონი:

  • პროექტის მომზადება;
  • პროექტის შეთანხმება დამკვეთთან, სს"ენერგო-პრო ჯორჯიასა" და სს "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემასთან";
  • საკაბელო ხაზის მშენებლობის და ექსპლუატაციის გარემოსდაცვითი და სამშენებლო ნებართვების მოპოვება;
  • ქ/ს „ხუდონში" სარეკონსტრუქციო სამუშაოების ჩატარება, ტესტირება და ჩაბარება;
  • პროექტით გათვალისწინებული მასალისა მიწოდება, დემონტაჟი-მონტაჟი, რეკონსტრუქცია (ძალოვანი ტრანსფორმატორები (40მვა და 10მვა), ვაკუმური ამომრთველების მიწოდება, ძველი ტრანსფორმატორის დემონტაჟი, ძაბვის სალტეების  რეკონსტრუქცია და სხვა.).

მითითებები ტენდერში მონაწილეთათვის:

  • ტენდერში მონაწილემ უნდა წარადგინოს წერილობითი დასტური ტენდერში მონაწილეობასთან დაკავშირებით და ხელმოწერილი გაუთქმელობის შეთანხმება, ტენდერის გამოცხადებიდან 3 (სამი) სამუშაო დღის მანძილზე.
  • სატენდერო წინადადება წარდგენილი უნდა იქნას წინამდებარე მოთხოვნის გათვალისწინებით. სატენდერო დოუკემენტაციის ატვირთვა უნდა განხორციელდეს ელექტრონულად ვებ გვერდზე.  
  • სატენდერო წინადადების წარდგენის (ატვირთვის) ბოლო ვადაა: 2021წლის 21 მაისს 18:00 საათი. წინადადებები ატვირთული უნდა იქნას www.tenders,ge- ზე.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • სატენდერო წინადადებების წარდგენა უნდა მოხდეს ელექტრონულად, www.tenders.ge-ზე, დახურული კონვერტის პრინციპით.
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2021 წლის 21 მაისი, 18:00 სთ;
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი;
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;

კომუნიკაცია და ინფორმაციის მოთხოვნა:

  • ნებისმიერი კომუნიკაცია და ინფორმაციის მოთხოვნა ტენდერთან დაკავშირებით გაგზავნილი უნდა იქნეს წერილობით, შემდეგ ელ.ფოსტაზე: dbichelashvili@grpc.ge ყველა კითხვა გაგზავნილ უნდა იქნას ტენდერის დასრულების ვადის ამოწურვამდე 3 (სამი) სამუშაო დღით  ადრე, წინააღმდეგ შემთხვევაში, დამკვეთი უფლებამოსილია არ გასცეს პასუხი მონაწილე კომპანიებს. 
  • წერილობით კომუნიკაციაში შპს დარჩის დირექტორი, ბ-ნ იოსებ ნატროშვილი უნდა იქნეს მითითებული კოპიაში jnatroshvili@grpc.ge
  • ნებისმიერ ინფორმაცია/პასუხი გაეგზავნება ყველა პრეტენდენტს წერილობით ელ.ფოსტით. ტენდერის დასრულების თარიღის შემდგომ ინფორმაციის მოთხოვნაზე პასუხი არ გაიგზავნება.
  • დამკვეთი რეკომენდაციას უწევს ტენდერში მონაწილეს ადგილმდებარეობის უკეთ შესასწავლად  ადგილზე ჩავიდეს და შეამოწმოს სამუშაო ლოკაცია. ვიზიტის ხარჯებს უზრუნველყოფს ტენდერში მონაწილე.
  • სატენდერო წინადადება ძალაში უნდა იყოს 90 (ოთხმოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში.

ტენდერის კატეგორია:

  • 71500000 მშენებლობასთან დაკავშირებული მომსახურებები
  • 71200000 არქიტექტურული და მასთან დაკავშირებული მომსახურებები
  • 71300000 საინჟინრო მომსახურებები

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    10 მაისი 2021 დრო 08:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა