ჩაბარების ვადა:

28 მაისი 2021, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T9440 - ტენდერი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფ. არხილოსკალოში გადასახედი მოედნის მოწყობაზე

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. ტენდერის ჩაბარების ბოლო ვადაა 28 მაისი.

ტენდერის აღწერილობა:

არაკომერციული ორგანიზაცია „კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრი“ აცხადებს ტენდერს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფ. არხილოსკალოში გადასახედი მოედნის მოწყობაზე 

განცხადების შემოტანის ბოლო ვადა: 28 მაისი, 2021 

ტენდერი ცხადდება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტისა და კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის ერთობლივი პროექტის, „კახეთში ვაშლოვანის ბიოსფერული რეზერვატის, როგორც ადგილობრივ დონეზე ინკლუზიური და მდგრადი ზრდის მოდელის, შექმნა“-ს (NEAR-TS/2018/404-140), ფარგლებში. ამ პროექტის მიზანს წარმოადგენს კახეთის რეგიონში ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრების ხარისხის და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება ინკლუზიური და მდგრადი ზრდის და ადგილობრივ დონეზე ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვის მეშვეობით. 

ტენდერის გზით შერჩეული კომპანია პასუხისმგებელი იქნება დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფ. არხილოსკალოში, არხილოსკალოს ღვთისმშობლის ხარების ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე, გადასახედი ადგილის და მასთან ინტეგრირებული, ბუნების ინეტრპრეტაციაზე დამყარებული 2 კმ-მდე ბილიკის დაპროქტება და მოწყობაზე1. გადასახედთნ უნდა მოეწყოს სურათის გადასაღები კონსტრუქცია (ხის, რკინის ან/და ბეტონის კომბინაციით) გეგმარებითი ბიოსფრეული რეზერვატის ლოგოთი და საინტერპრეტაციო დაფით (სიმაღლე - 90 სმ; სიგრძე - 60 სმ; სიგანე - 50 სმ). გადასახედი მოიცავს 40 კვმ ან მეტი ფართობის ბეტონის, ქვის, ხის ან მათი კომბინაციით აშენებულ მოედანს (განიხილება სხვა შემოთავაზებებიც). 

პროექტების მომზადების აუცილებელი პირობები: 

  • შესაბამის საინჟინრო-ტექნიკურ ნახაზებთან ერთად ასახული უნდა იყოს საჭირო მასალების/ტექნოლოგიების, ტრანსპორტირებისა და სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების დეტალური კალკულაცია (ბიუჯეტი დღგ-ს გარეშე). მოედნის და ბილიკის კალკულაციები წარმოდგენილი უნდა იქნას ცალ-ცალკე;
  • პროექტის მთლიანი ბიუჯეტის ზედა ზღვარი შეადგენს 52 000 ლარს;
  • წარმოადგენილი გადასახედი მოედნის პროექტი უნდა მიესადაგებოდეს არსებულ ლანდშაფტს და მაქსიმალურად გათვალისწინებული იქნას უსაფრთხოების
    ასპექტები;
  • სამუშაოს დაწყებამდე წარმოდგენილი ნაგებობის სამშენებლო ნებართვას
    უზრუნველყოფს დამკვეთი;
  • სამუშაოს შესრულების ვადა (ხელშეკრულების გაფორმებიდან) არ უნდა
  • აღემატებოდეს ორ (2) კალენდარულ თვეს 

დაინტერესებულ კომპანიებს ექნებათ შესაძლებლობა გაეცნონ გადასახედი მოედნის მოწყობის ადგილს, წინასწარი შეტყობინების საფუძველზე (საკონტაქტო ინფორმაცია იხ. ქვემოთ). 

ტენდერში მონაწილეობით დაინტერესებულმა იურიდიულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია: 

შემოთავაზება, რომელიც უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: პროექტის დასახელება2; მოკლე აღწერილობა; რენდერი, ნახაზი ზომების მითითებით (დეტალური სამშენებლო პროექტი მოეთხოვება მხოლოდ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას); ფასების ცხრილები/ხარჯთაღრიცხვა თანდართული ცხრილების მიხედვით (Budget viewing platform-Arkhiloskalo.xlsx და Budget Interpretation Trail- Arkhiloskalo.xlsx) გადასახედისთვის და ბილიკისთვის; ფასები წარმოდგენილი უნდა იყოს ლარში, დღგ–ს გარეშე; რეკვიზიტები: კომპანიის იურიდიული ფორმა და დასახელება; იურიდიული ანდა ფაქტიური მისამართი; ტელეფონის ნომერი; ელ- ფოსტის მისამართი; საკონტაქტო პირი. 

საპროექტო განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 28 მაისი 2021. 

ტენდერში მონაწილეობის მსურველებმა შემოთავაზება უნდა წარმოადგინონ შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ბადრი შოშიტაიშვილის ქუჩა #13, “კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრი“-ს ოფისი.

ან გამოაგზავნონ შემდეგ ელექტრონულ მისამართებზე: zviad.khukhunashvili@rec- caucasus.org და lali.tevzadzei@rec-caucasus.org (COVID-19 პანდემიის გათვალისწინებით, სასურველია შემოთავაზებები წარმოდგენილი იქნას მითითებულ ელექტრონულ მისამართებზე):

სრული სატენდერო დოკუმენტაცია იხილეთ თანდართულ ფაილებში.

საკონტაქტო პირები:

ლალი თევზაძე;
მობ: +995 557 73 69 19
ელ. ფოსტა: lali.tevzadzei@rec-caucasus.org

საკონტაქო პირი: ამირან კოდიაშვილი
მობ: +995 599 31 39 57
ელ. ფოსტა: amiran.kodiashvili@gmail.com

ტენდერის კატეგორია:

  • 71500000 მშენებლობასთან დაკავშირებული მომსახურებები
  • 45100000 სამშენებლო უბნის მოსამზადებელი სამუშაოები
  • 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
  • 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
  • 45400000 შენობის დასრულების სამუშაოები