ჩაბარების ვადა:

14 მაისი 2021, 16:00

სტატუსი:

დასრულებული

T9450 - ტენდერი ღობის მოწყობის სამუშაოებზე

ტენდერის აღწერილობა:

Tbilisi Hills Golf & Residences არის უმსხვილესი, დეველოპერული პროექტი, რომელსაც ანალოგი არ აქვს ქართულ ბაზარზე, რომელიც ერთ სივრცეში აერთიანებს პრემიუმ კლასის საცხოვრებელ კომპლექსებსა და პროფესიული გოლფის კლუბს საერთაშორისო დონის მოედნებით. კომპლექსი მდებარეობს კრწანისის რაიონის მიმდებარე ტერიტორიაზე, თბილისის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში და მოიცავს 331 ჰექტარს. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია 380 კერძო სახლის, 73 დაწყვილებული სახლის, 20 სამსართულიანი შენობის მშენებლობა, სადაც განთავსებული იქნება 800 მდე აპარტამენტის ტიპის ბინა. ამასთან ერთად, კომპანია ახოციელებს ისეთი ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობას როგორიც არის შიდა სარგებლობის გზები, პარკინგები, ენერგო და წყალმომარაგების ხაზოვანი ნაგებობები, საერთო სარგებლობის სივრცეები და შენობები. სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს  Tbilisi Hills Development and Construction LLC მართვისა და ზედამხედველობის ქვეშ. მშენებლობისას გამოყენება მხოლოდ მაღალი ხარისხის სამშენებლო მასალები და თანამედროვე ტექნოლოგიები რაც უზრუნველყოფს პროექტის წარმატებას.

Tbilisi Hills Development and Construction LLC აცხადებს ტენდერს 2 ტიპის ღობის მოწყობაზე, ამასთან თითოეული ტიპის ღობის გაანგარიშება წარმოდგენილი უნდა იყოს ცალ- ცალკე განფასებით. თბილისი ჰილს დეველოპმენტ ენდ კონსტრაქშენი იტოვებს უფლებას, არსებული 2 ტიპის (პანელური და ბადისებრი) ღობიდან შეარჩიოს მხოლოდ ერთი ვარიანტი.

სატენდერო წინადადება უნდა შეიცავდეს ინფორმაციას:

  • კომპანიის დასახელება, საიდენტიფიკაციო კოდი, იურიდიული და ფაქტიური მისამართი, 
  • ოფიციალური ელექტრონული ფოსტა; 
  • მინიმუმ 2 (ორი) საკონტაქტო პირის სახელი და გვარი, საკონტაქტო ტელეფონის, მათი 
  • ელექტრონული ფოსტისა და თანამდებობის მითითებით; 
  • ცნობა ბიუჯეტის მიმართ დავალიანების არარსებობის შესახებ, საიდანაც უნდა იკვეთებოდეს, რომ პრეტენდენტს არ გააჩნია აღიარებული დავალიანება ბიუჯეტის მიმართ, ამასთან არაღიარებული საბიუჯეტო დავალიანება არ უნდა აღემატებოდეს 
  • ცნობაში დაფიქსირებულ ზედმეტობის თანხას. 
  • სამუშაოს ღირებულება, წარმოდგენილი დანართის ფორმაში. 
  • სამუშაოების შესრულების გეგმა-გრაფიკი და გარანტია. 
  • მასალების დეტალური სპეციფიკაცია (ბადე; მავთული; ბოძი; ცემენტი,...) 
  • განხორციელებული მსგავსი პროექტების ჩამონათვალი, დამკვეთის, პროექტის 
  • ღირებულებისა და პერიოდის მითითებით. 
  • ქვეკონტრაქტორის არსებობის შემთხვევაში, ინფორმაცია (კომპანიის დასახელება; 
  • ფაქტობრივი და იურიდიული მისამართი; მეილი) 

სატენდერო წინადადებაში ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან 

დაკავშირებული ყველა გადასახადის გათვალისწინებით. 

წინადადების წარდგენის ბოლო ვადაა: 2021 წლის 14 მაისი 16:00 (საქართველოს დროით). 

Tbilisi Hills Development and Construction LLC მზადა არის გამართოს სამუშაო/განმარტებითი შეხვედრები დაინტერესებულ კომპანიების წარმომადგენლებთან. შეხვედრების ორგანიზება უნდა მოხდეს არაუგვიანეს 2021 წლის 13 მაისისა. დამატებითი ინფორმაციისთვის და ვიზიტის დასაგეგმად დაგვიკავშირდით შემდეგ ნომრებზე: +995 598 29 99 91 

სრული დატენდერო დოკუმენტაცია იხილეთ თანდართულ ფაილებში.

ტენდერის კატეგორია:

  • 45400000 შენობის დასრულების სამუშაოები
  • 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
  • 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები