ჩაბარების ვადა:

20 მაისი 2021, 23:59

სტატუსი:

დასრულებული

T9454 - მოწვევა სასაცხობე და სხვა ტიპის კვების პროდუქტების მწარმოებელი ბიზნესებისთვის შესასყიდი საგრანტო ნივთების ფასთა კ(ვ)ოტირებაზე

ტენდერის აღწერილობა:

ლტოლვილთა დანიის საბჭოს წარმომაგდენლობა საქართველოში (DRC) იწვევს დაინტერესებულ კომპანიებს სასაცხობე და სხვა ტიპის კვების პროდუქტების მწარმოებელი ბიზნესებისთვის შესასყიდი საგრანტო ნივთების ფასთა კ(ვ)ოტირებაზე 4 ლოტად (62 დასახელების 66 ცალი აღჭურვილობა)

  • LOT 1 სამზარეულოს ტექნიკა - სასაცხობე/სარესტორნო დანადგარები - 25 ცალი
  • LOT 2 სამზარეულოს ტექნიკა - ელექტრონული მოწყობილობები - 32 ცალი
  • LOT 3 სამზარეულოს ტექნიკა - ყავის აპარატები - 2
  • LOT 4 მცირე ზომის დანადგარები ღვინის წარმოებისთვის - 7 ცალი

შესასყიდ ნივთებზე დეტალური ინფორმაცია გთხოვთ იხილოთ დანართში Annex A1 and A2

დაინტერესებულ კომპანიებს სატენდერო წინადადებების წარდგენა შეუძლიათ, როგორც ცალ-ცალკე ლოტებზე ასევე, ყველა ლოტზე ერთდროულად.

  • შემოთავაზების ნომერი: PR_00149528
  • სატენდერო წინადადებების გამოცხადების თარიღი: 2021 წლის 30 აპრილი
  • სატენდერო წინადადებების წარდგენის ბოლო ვადა: 2021 წლის 20 მაისი
  • სატენდერო წინადადებების წარდგენის დახურვის დრო: 24:00

მოთხოვნილი დოკუმენტაცია

ლტოლვილთა დანიის საბჭოს წარმომადგენლობა საქართველოში გთხოვთ, წარმოადგინოთ:

  • ფას(ებ)ის კვოტირების სრულად შევსებული, ხელმოწერილი და ბეჭედდასმული ფორმა (RFQ).
  • დანართი A1- A2 მოთხოვნილი დანადგარების დეტალური სპეციფიკაცია, დღგ-ს ჩათვლით - ხელმოწერილი და ბეჭედდასმული;
  • მომწოდებლის ქცევის კოდექსი - ხელმოწერილი.
  • მომწოდებლის რეგისტრაციის ფორმა - შევსებული და ხელმოწერილი.
  • ხელშეკრულების ზოგადი პირობები - გაეცანით.

ზემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტები უნდა წარმოადგინოთ ელექტრონული ფოსტით (ი-მეილით) შემდეგ მისამართზე: rfq.geo.zug@drc.ngo არა უგვიანეს 20.05.2021;  24:00 და თემის ველში მიუთითოთ შემოთავაზების ნომერი PR_00149528

კითხვების შემთხვევაში, შეგიძლიათ წერილობით გააგზავნოთ თქვენი შეკითხვები შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: ekaterine.tchotchua@drc.ngo არა უგვიანეს 17.05.2021

შეფასების კრიტერიუმი:

  • შემოთავაზების საუკეთესო ფასი შეირჩევა ადმინისტრაციული, ტექნიკური და ფინანსური შეფასების საფუძველზე.
  • უპირატესობა მიენიჭება შემოთავაზებას, სადაც მოცემულია საუკეთესო ხარისხი საუკეთესო ფასად

ანგარიშსწორება

ანგარიშსწორება მოხდება მოთხოვნილი ნივთების მოწოდებისა და ორივე მხრიდან  მიღება-ჩაბარების  აქტის ხელმოწერიდან 7 სამუშაო დღის განმავლობაში.

ტენდერის კატეგორია:

  • 39700000 საოჯახო ტექნიკა