ჩაბარების ვადა:

10 მაისი 2021, 13:00

სტატუსი:

დასრულებული

T9457 - ტენდერი საინჟინრო სისტემების სამონტაჟო სამუშაოების მომსახურებაზე

ტენდერის აღწერილობა:

ქვეყანა: საქართველო;
შესრულების ადგილი: ახალციხე, 9 აპრილის ქ. № 1გ
კონტრაქტის დასახელება: სამედიცინო-სარეაბილიტაციო ცენტრის გათბობა-გაგრილების, ვენტილაცის, ელექტრო მომარაგების, სუსტი დენების, ხანძარქრობის და წყალ-კანალიზაციის სამონტაჟო მომსახურების სამუშაოებზე ( საინჟინრო სისტემების მონტაჟი ).
დამკვეთი: ავადმყოფთა მომსახურე სასულიერო პირთა ორდენის (კამილიელების) ფილიალი საქართველოში.

ავადმყოფთა მომსახურე სასულიერო პირთა ორდენის (კამილიელების) ფილიალი საქართველოში იწვევს დაინტერესებულ პრეტენდენტებს სამედიცინო-სარეაბილიტაციო ცენტრის (ობიექტის საკადასტრო კოდი: 62.09.60.104 ) საინჟინრო სისტემების სამონტაჟო სამუშაოების მომსახურების სამუშაოებთან დაკავშირებით წარმოადგინონ სატენდერო წინადადებები წინამდებარე მოწვევის პირობების შესაბამისად.

ტენდერი შედგება 5 ლოტისგან:

  • ლოტი #1 - გათბობა - ვენტილაცია - კონდიცირება (HVAC)
  • ლოტი #2 - ხანძარქრობა
  • ლოტი #3 - ელექრობა - სუსტი დენები
  • ლოტი #4 - წყალსადენ - კანალიზაცია - სანიაღვრე
  • ლოტი #5 - სანტექნიკის ფურნიტურა (ფასთა გამოკითხვა)

პრეტენდენტი უფლებამოსილია მონაწილეობა მიიღოს როგორც ყველა ლოტში ერთდროულად, აგრეთვე მისთვის სასურველ კონკრეტულ ლოტებში. 

ტენდერში შესაძლოა გამოვლინდეს ერთზე მეტი გამარჯვებული.

თითოეული ლოტის ტექნიკური დავალება და ხარჯთაღრიცხვა გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილებში.

  • სამშენებლო ობიექტის საწყისი მდგომარეობა განისაზღვრება დასრულებული რკინა-ბეტონის სამუშაოებით, გაზობლოკით შევსებული გარე და შიდა კედლებით, ჩასმული კარ-ფანჯრით;

შესასრულებლი სამუშაოებთან დაკავშირებული მოთხოვნები:
წინადადების წარდგენის წესი:

  • არსებული პროექტების გათვალისწინებით კომპანიამ უნდა წარადგინოს პროექტით გათვალისწინებული პროდუქტთა განფასება,მონტაჟის ღირებულება.(მიბმულ ფაილში)
  • ტენდერში დაშვებულია მონაწილეების მიერ ალტერნატიული შეთავაზების წარდგენაც, სადაც ერთი შეთავაზება მომზადებული იქნება თანდართული პროექტის გათვალისწინებით ხოლო მეორე შეთავაზება კომპანიის შეხედულებისამებრ.
  • პროდუქციის დეტალური აღწერა: მწარმოებელი, გარანტია...
  • ღირებულება მითითებული უნდა იყოს დღგ-ს ჩათვლით.

სატენდერო მოთხოვნები: 

  • მომწოდებელი პასუხისმგებელი უნდა იყოს მონტაჟის შემდგომ, სისტემის გამართულობასა და ექსპლუატაციაში მიღებაზე.
  • პრეტენდენტებმა უნდა წარადგინონ პროდუქციის მიწოდების და  მონტაჟის დროის გეგმა-გრაფიკი.
  • მონაწილეს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა,მოთხოვნისამებრ, წარუდგინოს შემსყიდველს შემოთავაზებული პროდუქციის ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტები და შესატყვისობის სერთიფიკატი.
  • LUMP SUM-ტიპის ხელშეკრულება.

სატენდერო პირობები: ფასები წარმოდგენილი უნდა იყოს ლარში, ყველა გადასახადის ჩათვლით (დ.ღ.გ., საშემოსავლო და ა.შ.) წინადადება შევსებული უნდა იყოს დამკვეთის მიერ წარმოდგენილ „ სატენდერო დანართ N 1 “-ის ფორმაში. „სატენდერო დანართ N1“-ში ივსება მხოლოდ და მხოლოდ სამუშაოების ფასთა გრაფები, დანარიცხების პროცენტული სიდიდეები და შემსრულებლის მონაცემები. დანარიცხების გრაფაში არ არის საშემოსავლოს პუნქტი, რაც იმას ნიშნავს, რომ აღნიშნული გადასახადი ხელფასების სვეტში უნდა იყოს გათვალისწინებული.

მომსახურება უნდა შესრულდეს საქართველოში მოქმედი სტანდარტებისა და ნორმების, ასევე შრომის უსაფრთხოების მოთხოვნების მკაცრი დაცვით;

სამუშაოების ღირებულება: ტენდერში მონაწილის პასუხისმგებლობაა წარმოდგენილი სატენდერო ფასი შეესაბამებოდეს ადგილობრივ საბაზრო ფასებს და აგრეთვე გათვალისწინებული იყოს ნებისმიერი სხვა ფაქტორი, რომელთაც შეიძლება გავლენა იქონიონ წარმოდგენილი სამუშაოების ჩატარების ღირებულებაზე;

წინადადების მოქმედების ვადა: მინიმუმ 30 კალენდარული დღე.

პრეტენდენტმა, ტენდერში მონაწილეობის მისაღებად უნდა წარმოადგინოს შემდეგი ინფორმაცია:

  • კომპანიის რეკვიზიტები, კომპანიის იურიდიული დასახელება, საიდენტიფიკაციო კოდი, საკონტაქტო პირის სახელი და გვარი, პოზიცია, ელ-ფოსტა, ტელეფონის ნომერი;
  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
  • ინფორმაცია განხორციელებული პროექტების შესახებ (მათ შორის აღნიშნული მომსახურებასთან დაკავშირებით სამუშაოების ხელშეკრულების, ხარჯთაღრიცხვის ასლები), მოთხოვნილი საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამისად;
  • განაცხადი ტენდერში მონაწილეობის სურვილზე;
  • შევსებული მოცულობათა უწყისი (დოკუმენტი ერთვის ამ განცხადებას დანართი № 1 სახით).
  • არასრული დოკუმენტაცია არ იქნება განხილული;
  • ტენდერის პროცესში, დამკვეთი უპირატესობას მიანიჭებს კომპანიას, რომელიც შესასრულებელ სამუშაოებზე  დაადგენს დაბალ ფასს, კარგ ხარისხს, ექნება შესაბამისი კვალიფიკაცია, ექნება სხვა დამკვეთის (შესრულებული პროექტის) რეკომენდაციები.

პრეტენდენტის შერჩევისა და კონტრაქტის მინიჭების სავარაუდო ვადა: 2021 წლის 17 მაისამდე.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • • წინადადებების მიღების საბოლოო ვადა: 2021 წლის 10 მაისი 13:00 საათამდე;
  • • მოთხოვნილი დოკუმენტაცია წარდგენილ უნდა იქნას ელექტრონული ფოსტით შემდეგ მისამართზე: camilliansge@gmail.com
  • • დამკვეთი უფლებამოსილია, შერჩევის პროცესში, პრეტენდენტს მოსთხოვოს ინფორმაციის დაზუსტება სატენდერო განცხადებაში მითითებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით;

სატენდერო დოკუმენტაციის მომზადება/წარდგენასთან დაკავშირებით და ტექნიკური ხასიათის კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით:
ედუარდ ზახარიანს
მობ: 571 373 193
ელ. ფოსტა: zaxariani@gmail.com

ტენდერის კატეგორია:

  • 35100000 საგანგებო სიტუაციების დროს გამოსაყენებელი მოწყობილობები და უსაფრთხოების საშუალებები
  • 42500000 გამაგრილებელი და სავენტილაციო მოწყობილობები
  • 44600000 ავზები, რეზერვუარები და კონტეინერები; ცენტრალური გათბობის რადიატორები და ბოილერები
  • 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
  • 45400000 შენობის დასრულების სამუშაოები
  • 51100000 ელექტროდა მექანიკური მოწყობილობების მონტაჟი
  • 51700000 ხანძარსაწინააღმდეგო მოწყობილობების მონტაჟი
  • 71200000 არქიტექტურული და მასთან დაკავშირებული მომსახურებები
  • 71300000 საინჟინრო მომსახურებები
  • 71500000 მშენებლობასთან დაკავშირებული მომსახურებები