ჩაბარების ვადა:

30 მარტი 2018, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T3675 - ტენდერი სხვადასხვა ტიპის კონდიცირება/ვენტილაციის სისტემის დიაგნოსტიკა-შეკეთებაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს „ლიბერთი ბანკი“ აცხადებს ტენდერს სხვადასხვა ტიპის კონდიცირება/ვენტილაციის სისტემის დიაგნოსტიკა-შეკეთებაზე.

ინფორმაცია პრეტენდენტებისათვის

ტენდერის სამივე ლოტში გამარჯვებულმა კომპანიამ:

  • ხელშეკრულების გაფორმებიდან ერთ თვის ვადაში, უნდა უზრუნველყოს მთელი საქართველოს მასშტაბით „ლიბერთი ბანკის“ ფილიალებში არსებული კონდიციონერების დიაგნოსტიკა დანართში მითითებული მოთხოვნების შესაბამისად;
  • დიაგნოსტიკის დროს დაფიქსირებული დაზიანების შესახებ, შემსრულებელმა უნდა აცნობოს ბანკის წარმომადგენელს და თანხმობის შემთხვევაში უზრუნველყოს დაზიანებული ნაწილის შეცვლა/შეკეთება ფასების ცხრილში მითითებული ტარიფების შესაბამისად;
  • ფილიალების ჩამონათვალი და მისამართები მითითებულია დანართებში;
  • რაოდენობა მითითებულია დანართებში;

გამარჯვებული კომპანია გამოვლინდება ლოტების მიხედვით;
გამარჯვებულ კომპანიათან გაფორმდება ერთწლიანი ხელშეკრულება, ტენდერის ფარგლებში სხვადასხვა ტიპის სამუშაოების ჩატარებაზე;
ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, დიაგნოსტიკა უნდა განხორციელდეს ერჯერადად, ტენდერში მითითებული პირობის და ვადების შესაბამისად;

დიაგნოსტიკის დასრულების შემდეგ, კომპანია ვალდებულია მოემსახუროს ბანკს მოთხოვნის საფუძველზე, მოთხოვნის გაგზავნიდან თბილისში - 24 საათის განმავლობაში, რეგიონში - 48 საათის განმავლობაში, დაადგინოს დაზიანების მიზეზი და ცხრილში მითითებული ტარიფების შესაბამისად მოახდინოს მათი აღმოფხვრა;

შემოთავაზების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2018 წლის 30 მარტი 17:00 საათი. ადგილმდებარეობა: სს „ლიბერთი ბანკი“, ი.ჭავჭავაძის გამზ. #74, ქ.თბილისი, 0162.

სატენდერო წინადადებები წარმოდგენილი უნდა იყოს დალუქულ კონვერტში, რომელზეც მითითებული უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია: პრეტენდენტის დასახელება, საკონტაქტო ინფორმაცია, სატენდერო კომიტეტი, სს „ლიბერთი ბანკი“ (ტენდერი სხვადასხვა ტიპის კონდიცირება/ვენტილაციის სისტემის დიაგნოსტიკაზე).

სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული განმარტებების მიღება პრეტენდენტს შეუძლია სატენდერო კომისიის აპარატში: ქ.თბილისი, ი.ჭავჭავაძის გამზ. #74, მე-8 სართული, შორენა თავაძე მობ: 595 901 200; ელ-ფოსტა: Shorena.Tavadze@libertybank.ge ; ტექნიკურ საკითხებზე - გიორგი მდივნიშვილი მობ: 551 888 398; ელ-ფოსტა: Giorgi.Mdivnishvili@libertybank.ge 

დაინტერესებული პირები, დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, ეწვიეთ ჩვენს ვებ გვერდს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:
https://www.libertybank.ge/ge/Tenders?n=115411&w=1 

ტენდერის კატეგორია:

  • 42500000 გამაგრილებელი და სავენტილაციო მოწყობილობები
  • 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები