შესყიდვების სისტემის გამოყენების შემთხვევაში, რომელიც განთავსებულია ვებ-გვერდზე Tenders.ge მომხმარებელი
სრულიად ეთანხმება შპს “ტენდერს.ჯი”-ს მიერ დადგენილ სერვისის პირობებს.
შპს “ტენდერს.ჯი” იტოვებს უფლებას განაახლოს ან შეცვალოს სერვისის პირობები პერიოდულად მომხმარებლისათვის დამატებითი შეტყობინების გაგზავნის გარეშე.
ნებისმიერი დამატებითი ფუნქცია თუ სერვისი, რომელიც დაემატება შესყიდვების სისტემას, დაექვემდებარება აღნიშნულ წესებს.
სერვისის პირობების ბოლო ვერსია შეგიძლიათ იხილოთ ვებ გვერდზე: http://www.tenders.ge/terms
სერვისის პირობების ნებისმიერი პუნქტის დარვევამ შესაძლოა გამოიწვიოს თქვენი ანგარიშის შეზღუდვა/გაუქმება. მიუხედავად იმისა,
რომ კომპანიის ადმინისტრაცია სისტემატურ მონიტორინგს ახორციელებს მასში განთავსებულ ინფორმაციაზე, შპს “ტენდერს.ჯი” არანაირ შემთხვევაში
არ არის პასუხისმგებელი გამოქვეყნებული ინფორმაციის სიზუსტესა და სისწორეზე.
რეგისტრაციის პირობები:
- რეგისტრაციის დროს უნდა იქნას მითითებული მომხმარებლის ზუსტი ინფორმაცია. მომხმარებელი პასუხისმგებელია საჭიროების
შემთხვევაში მისი საკონტაქტო ინფორმაციის განახლებაზე.
- მომხმარებელს ეკისრება სრული პასუხისმგებლობა და ვალდებულება თავისი ანგარიშის დაცვასა და გამოყენებასთან დაკავშირებით.
ანგარიშის არასანქცირებულ გამოყენების ან უსაფრთხოების ნორმების დარღვევის შემთხვევაში, მომხმარებელი იღებს ვალდებულებას დაუყოვნებლივ აცნობოს
სისტემის ადმინისტრაციას აღნიშნული დარღვევის შესახებ შესაბამისი დროული რეაგირებისათვის. მაქსიმალური დაცულობისათვის, სისტემაში
მუშაობის დასრულების შედეგად, მომხმარებელი ვალდებულია გამოვიდეს საკუთარი ანგარიშიდან.
- მომხმარებელი პასუხისმგებელია ნებისმიერ ინფორმაციასა და საქმიანობაზე, რომელიც განხორციელდება მისი ანგარიშის მეშვეობით.
- დაუშვებელია სერვისის გამოყენება არალეგალური და არაავტორიზირებული საქმიანობისათვის. სერვისის პირობებიდან გამომდინარე
არ უნდა განხორციელდეს მომხმარებლის იურისდიქციის კანონების დარღვევა (მათ შორის საავტორო უფლებების დარღვევა).
-
მომხმარებლის მიერ ანგარიშის არალეგალურად, არაკეთილსინდისიერად ან არაავტორიზებულად გამოყენების შემთხვევაში შესყიდვების
სისტემის ადმინისტრაცია უფლებას იტოვებს ნებისმიერ დროს შეზღუდოს/შეაჩეროს მომხმარებლის ანგარიში.
გადახდა, თანხის დაბრუნება:
- სისტემაში რეგისტრაცია არის უფასო ნებისმიერი მომხმარებლისათვის.
- ტენდერის ერთჯერადი გამოცხადების ღირებულება, ისევე როგორც მასში მონაწილეობის ღირებულება განისაზღვრება კონკრეტული ტენდერის ტიპიდან გამომდინარე.
- სატარიფო გეგმაში ასახული თანხების გადახდა უნდა განხორციელდეს ონლაინ გადახდის სისტემის მეშვეობით პლასტიკური ბარათის გამოყენებით.
თანხის გადახდის თავის არიდების შემთხვევაში, შესყიდვების სისტემის ადმინისტრაცია იტოვებს უფლებას შეზღუდოს/გააუქმოს მომხმარებლის ანგარიში.
თანხის გადახდა ხორციელდება თითოეული ტენდერის გამოცხადების ან მასში მონაწილეობის მიღების მომენტში.
- ტენდერში მონაწილეობის მიღების საფასურის დაბრუნება მონაწილისათვის განხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში,
თუ ტენდერის გაუქმება მოხდება მისი გამომცხადებლის მიერ, ტენდერის ჩაბარების ვადის ამოწურვამდე.
აღნიშნული თანხის დაბრუნება მონაწილისათვის განხორციელდება, ტენდერის გაუქმებიდან 15 კალენდარული დღის განმავლობაში.
- ნებისმიერ სხვა შემთხვევაში შპს “ტენდერს.ჯი” იტოვებს უფლებას არ განახორციელოს მიღებული საფასურის / გადახდილი თანხის უკან დაბრუნება.
ცვლილებები შესყიდვების სისტემაში:
შპს “ტენდერს.ჯი” იტოვებს უფლებას ნებისმიერ დროს განახორციელოს შესყიდვების სისტემის პროგრამული უზრუნველყოფის მოდიფიკაცია/შეცვლა წინასწარი გაფრთხილების გარეშე,
რაც ასევე გულისხმობს განთავსებული ინფორმაციის დამატებას, წაშლას ან სხვა ნებისმიერი ცვლილების განხორციელებას მისი შეხედულებისამებრ.
შესყიდვების სისტემის გამოყენების ინსტრუქცია და რეკომენდაციები:
- შესყიდვების სისტემის გამოყენებისას რეკომენდირებულია უახლესი ვებ ბროუზერის პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენება როგორიცაა: Google Chrome, Mozilla Firefox, Opera და Safari.
- ტენდერის გამომცხადებლის მიერ სატენდერო დოკუმენტაციის ატვირთვა უნდა განხორციელდეს სისტემაში განსაზღვრული ფაილის ფორმატის მიხედვით.
- ტენდერში მონაწილე ორგანიზაციის მიერ სატენდერო წინადადებისა და შეთავაზების დოკუმენტის ატვირთვა უნდა განხროციელდეს სისტემაში განსაზღვრული ფაილის ფორმატში.
- სწრაფი ინტერნეტ კავშირი.
საავტორო უფლებები
- ნებისმიერი ინფორმაცია რაც კი განთავსებული იქნება შესყიდვების სისტემის მომხმარებლის მიერ, უნდა იყოს სრულად თანხვედრაში საქართველოს არსებულ კანონმდებლობასთან.
- Tenders.ge-ს ადმინისტრაცია არ ახორციელებს ატვირთული მონაცემთა გადამოწმებასა და კონტროლს, თუმცა მონიტორინგის შემთხვევაში ადმინისტრაცია
იტოვებს უფლებას (მაგრამ არა ვალდებულებას) რომ მისი შეხედულებისამებრ განახორციელოს მონაცემთა/მასალების შეცვლა/წაშლა.
- Tenders.ge-ზე განთავსებული ნებისმიერი მასალის/ინფორმაციის/ელემენტის კოპირება, გავრცობა ან შემდგომი გამოყენება დაუშვებელია
შესაბამისი ინფორმაციის გამომქვეყნებელთან და Tenders.ge-ს ადმინისტრაციასთან შეთანხმების გარეშე.
ზოგადი პირობები
- ტენდერის გამომცხადებელი პასუხისმგებელია მის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციისა და დოკუმენტაციის სისწორესა და სისრულეზე.
- ტენდერში მონაწილე პასუხისმგებელია მის მიერ ატვირთული სატენდერო წინადადებისა / შეთავაზების სისწორესა და სისრულეზე.
- საიტის ადმინისტრაცია მაქსიმალურ ძალისხმევას უთმობს სისტემის უსაფრთხოებასა და არსებული ინფორმაციის დაცულობას.
- შესყიდვების სისტემის ადმინისტრაცია ადასტურებს რომ არ განხორციელდება მომხმარებლების შესახებ კონფიდენციალური ინფორმაციის
მესამე პირისათვის გადაცემა, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
- მომხმარებელს ეკრძალება შესყიდვების სისტემის საშუალებით ატვირთოს, გამოაქვეყნოს, გადასცეს არასანქცირებული E-mail მესიჯები, SMS ან სპამი.
- მომხარებელს ეკრძალება შესყიდვების სისტემის საშუალებით ნებისმიერი ტიპის ვირუსის ან სხვა დესტრუქციული კოდის/ბმულის გავრცელება,
რომელმაც შესაძლოა რაიმენაირი ზიანი მიაყენოს სისტემას ან მის მომხმარებლებს.
- მომხმარებელი თანხმობას გამოთქვამს, რომ შპს “ტენდერს.ჯი” არ შეიძლება იყოს პასუხისმგებელი პირდაპირ, არაპირდაპირ, შემთხვევით,
სპეციალურ ან სხვა ტიპის ზიანზე, რომელშიც შედის მოგების დაკარგვა, ზარალის მიღება, გუდვილის, მონაცემების დაკარგვა ან სხვა
ზიანის მიღება, იქნება ეს დაკავშირებული შესყიდვების სისტემის გამოყენებასთან თუ სხვა სერვისთან რომელსაც შპს “ტენდერს.ჯი” სთავაზობს მომხმარებელს.
- სისტემაში დარეგისტრირებული ყველა მომხმარებელი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად პასუხს აგებს მის მიერ სისტემაში
განხორციელებული ყველა მოქმედების იურიდიულ შედეგზე. სისტემის ადმინისტრაცია არ აგებს პასუხს შესყიდვების სისტემაში მომხმარებლის
მიერ განხორციელებულ ნებისმიერ ქმედებაზე და ამ ქმედებით გამოწვეულ ნებისმიერი სახის ზიანზე.
- სისტემის გამოყენების პირობები რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით. მხარეები ცალსახად აღიარებენ, რომ პირობების გამო ან
მათთან დაკავშირებით ან ამ პირობებით განსაზღვრულ სამართლებრივ ურთიერთობებთან მიმართებით წარმოშობილი ნებისმიერი დავის განხილვა
განხორციელდება საქართველოში არსებული კანონმდებლობის მიხედვით. შესყიდვების სისტემის ადმინისტრაცია იტოვებს უფლებას აღძრას
სარჩელი იმ მომხმარებლის წინააღმდეგ, რომელიც არღვევს სისტემის სერვისის პირობებს.