14 January 2026, 18:00
Status:
Current
E
E-tender
T29176 - ტენდერი ექოსკოპების შესყიდვაზე
- Announcer: ევექსი
- Purchase type: E-Tender
- Discounting type: No discounting
- Submission start: 27 December 2025 Time 08:00
- Submission Deadline: 14 January 2026 Time 18:00
ტენდერის აღწერილობა:
სს ევექსი („შემსყიდველი“) აცხადებს ტენდერს ექოსკოპების შესყიდვაზე.
- ტენდერის გამოცხადება - 26 დეკემბერი 2025
- სატენდერო წინადადებების მიღების დასრულება - 14 იანვარი 2026
- გამარჯვებული პრეტენდენტ/ებ/ის გამოვლენა და შეტყობინების გაგზავნა - 16 იანვარი 2026
- ხელშეკრულების გაფორმება - 23 იანვარი 2026
სატენდერო დოკუმენტაცია მოიცავს:
- ტენდერის პირობებს
- დანართი №1 ტექნიკურ ფაილს/განფასებას
- დანართი №2 აფიდავიტი
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
- ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის 14 იანვარი, 18:00 საათი;
- შეთავაზების ვალუტა: N/A
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში
საკონტაქტო ინფორმაცია:
გიორგი მესხი
gmeskhi@evex.ge
+995 593 48 47 70
Tender category:
- 33100000 Medical equipments
Documentation
მოგესალმებით. როგორც ვხედავთ, ყველა აპარატზე მოთხოვნილი გაქვთ 3D ექო კარდიოგრაფია, მაგრამ არ არის მოთხოვნილი არც ერთი შესაბამისი გადამწოდი, რომ შეძლოთ ამ ფუნქციის გამოყენება. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ 3D ექო კარდიოგრაფია ახალი და ძალიან ძვირი ტექნოლოგიეა, რომელიც საჭიროებს აპარატების შესაბამის მოდიფიცირებას. თუ ამ ეტაპზე არ გაქვთ საჭიროება ამ ფუნქციის გამოყენების, გთხოვთ ამოიღოთ მოთხოვნებიდან. ასევე როგორც უკვე გთხოვეთ, საჭიროა გაკეთდეს თითოეული აპარატის ინდივიდუალური სპეციფიკაცია, გადამწოდების ჩათვლით. ველოდებით თქვენს პასუხს. მადლობა წინასწარ.
მოგესალმებით, 3D ექო კარდიოგრაფია ამოვიღეთ მოთხვნიდან. ამასთანავე, შეგიძლიათ იხილოთ თითოეული აპარატის კომპლექტაცია დანართი 1-ის განახლებულ ფაილში.
მადლობა პასუსისთვის, მაგრამ ეს ინფორმაცია არ არის საკმარისი, რადგანაც ფასების ცხრილით მოთხოვნილი გაქვთ 66 გადამწოდი. ხოლო აპარატის სპეციფიკაციების მიხედვით კარდიო აპარატებზე ჯამში უნდა იყოს 12 გადამწოდი, ხოლო ზოგადებზე - ჯამში 96 გადამწოდი. სულ გაოდის 108 გადამწოდი, რაც არ ემთხვევა ფასების ცხრილის რაოდენობას. ამიტომაც გთხოვთ თითოეულ აპარატზე გაწეროთ, რომელ აპარატზე რამდენი და რა ტიპის გადამწოდია საჭირო, რომ შესაბამისად მოხდეს ამ აპარატების დაკომპლექტება.
გამარჯობა. მოგმართავთ თხოვნით, ისე შეადგინოთ ტექნიკური დავალება, რომ ზუსტად ჩანდეს თითოეული აპარატი თავისი გადამწოდებით. თქვენს მიერ ატვირთული ფაილებიდან რთულია იმის გაგება, თუ რომელ აპარატს რამდენი გადამწონი ესაჭიროება და რა ტიპის გადამწოდები. ეს ინფორმაცია აუცლებელია, რათა შეირჩეს სწორი სპეიციფიკაცია და შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფა. ასევე დაგვიზუსტეთ, რა ტიპის 4D კონვექსი გესაჭიროებათ - ცარდიო თუ მუცლის ღრუს? სექტორული გადამწოდი კარდიო უნდა იყოს? და სულ რამდენი კარდიო გადამწოდია მოთხოვნილი? ასევე გთხოვთ შეგვატყობინოთ თითოეული აპარატის მიწოდების ადგილი, თუ რომელიმე რეგიონშია მისაწოდებელი, გთხოვთ გვაცნობოთ. მადლობა წინასწარ.
მოგესალმებით, გადამწოდების სახეობა და რაოდენობა მოცემულია ფასების ცხრილში. გვესაჭიროება მუცლის ღრუს 4D კონვექსი. სექტორული გადამწოდი უნდა იყოს კარდიო. აპარატები მისაწოდებელია ბათუში, ქუთაისსა და ზუგდიდში
მოგესალმებით. ასევე მოგმართავს თხოვნით, გადაწიოთ ტენდერის ჩატარების თარიღი, რადგანაც ბევრი კომპანია ისვენებს და შეუძლებელი იქნება წინადადების მომზადება. მადლობა.
გთხოვთ, გადაწიოთ ვადები 15 იანვრამდე, რადგან საახალწლო არდადეგებია და გაგვიჭირდება ამ ვადაში ჩატევა
მოგესალმებით, გთხოვთ დაიწყოთ მუშაობა თქვენს წინადადებაზე და თუ ვერ მოახერხებთ გამოგზავნას ტენდერის დასრულებამდე 3 დღით ადრე, გთხოვთ გვაცობოთ და კომიტეტი განიხილავს შექმნილ სიტუაციას.