15 January 2026, 18:00
Status:
Current
E
E-tender
T29223 - ტენდერი სარემონტო სამუშაოების შესრულებაზე
- Announcer: საქართველოს კლინიკები
- Purchase type: E-Tender
- Bid Currency: GEL
- Discounting type: No discounting
- Submission start: 9 January 2026 Time 08:00
- Submission Deadline: 15 January 2026 Time 18:00
ტენდერის აღწერილობა:
„შპს გორმედი“ ხაშურის კლინიკა აცხადებს ტენდერს სარემონტო სამუშაოების შესრულებაზე.
„პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს დეტალური სამუშაო გეგმა-გრაფიკი, რომელშიც აუცილებლად იქნება მითითებული სამუშაოების დაწყების და დასრულების ვადები. სამუშაოებიც განხორციელდება ხაშურში: , ქ. ხაშური, ფარნავაზის ქ.#5, კლინიკა შპს ,,გორიმედი''დეტალური ხართაღიცხვა იხილეთ დანართი#1-ის სახით ასევე PDF-ის სახით მოცემულია არქიტექტურული ნახაზები, რომელიც პრეტენდენტს დაეხმარება პროექტის მაშტაბის აღქმაში.
კანდიდატი კომპანიების მოთხოვნები:
- კომპანიებს უნდა ჰქონდეთ მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება სარემონტო სფეროში, მათშორის ხანგრძლივი პროექტების წარმატებით შესრულების ისტორიით.
- არანაკლებ 3 სარეკომენდაციო წერილი, მსგავსი ტიპის პროექტების დამკვეთებისგან, შესაბამისი პროექტების მითითებით
პროექტის ზედამხედველობა:
პროექტი განხორციელდება სრული ზედამხედველობის ქვეშ. სამუშაოების ხარისხზე პასუხისმგებელი იქნება დამკვეთი და/ან საოპერაციო დირექტორი, რომლებიც უზრუნველყოფენ როგორც სამუშაოების ხარისხის, ისე დროის ფარგლებში შესრულების კონტროლს.
პროექტის მიმდინარეობისას ყურადღება გამახვილდება უსაფრთხოების ნორმების დაცვაზე, სამუშაო გარემოს ჰიგიენაზე და ყველა ეტაპზე დროის და ხარისხის გაკონტროლებაზე.
შეფასების კრიტერიუმები:
ტენდერის წინადადების შეფასება განხორციელდება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:
- ფასი: წინადადება უნდა იყოს რაც შეიძლება ეფექტური და კონკურენტუნარიანი, სამუშაოების მოცულობასა და ხარისხთან შესაბამისობაში
- დრო: სამუშაოების შესრულების ვადები უნდა იყოს კარგად ჩამოყალიბებული დაკონკრეტული.
- ხარისხი: წინადადებები უნდა მოიცავდეს ხარისხის კონტროლის სისტემას და გარანტიას.
წინადადება უნდა მოიცავდეს:
- სამუშაოს ბიუჯეტი, დანართი #1-ის შესაბამისად.
- სამუშაოების სპეციფიკაციები და დეტალები.
- წინასწარი გეგმა, რომელიც ასახავს სამუშაოების დაწყების, შესრულებისა და დასრულების ეტაპებს.
- ყველა საჭირო ნორმა და სტანდარტი, რომელიც უზრუნველყოფს სამუშაოების ხარისხს დაუსაფრთხოებას.
შერჩევის კრიტერიუმები:
გამოცდილება და რეპუტაცია: კომპანიამ უნდა აჩვენოს შესაბამისი გამოცდილება და რეპუტაცია სარემონტო ინდუსტრიაში, რომელიც მტკიცედ დაუმტკიცებს მის უნარებს დიდ დაკომპლექსურ პროექტებში.
გარანტიები და ხარისხის კონტროლი: კომპანიამ უნდა წარმოადგინოს დეტალური პროცედურები და სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს სამუშაოების უმაღლეს ხარისხს, ასევეგარანტიები, რომლებიც მოიცავს შესრულების ვადას და პრობლემების გადაწყვეტას.
ფასის შეჯერება: წინადადების ფასი უნდა იყოს გამართლებული, და ამყარებდეს შემოთავაზებას.
აუცილებელია კლინიკაში ვიზიტი და ადგილზე შეფასება სამუშაოების.
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
- ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის 15 იანვარი, 18:00 საათი
- შეთავაზების ვალუტა: ლარი
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში
ელ ფოსტა: zberoshvili@clinics.ge Nonmedical_procurements@vian.health
საკ: 598974777,ზაური 571757152 ზურა
მისამართი: ქ. ხაშური, ფარნავაზის ქ.#5
Tender category:
- 50800000 Miscellaneous repair and maintenance services
- 45200000 Works for complete or part construction and civil engineering work
- 45400000 Building completion work