Deadline:

19 January 2026, 15:00

Status:

Current

E
E-tender
T29250 - ტენდერი სავარძლების შესყიდვაზე

  • Announcer: შპს მეტრო სერვის +
  • Purchase type: E-Tender
  • Bid Currency: GEL
  • Discounting type: No discounting
  • Submission start: 12 January 2026 Time 15:00
  • Submission Deadline: 19 January 2026 Time 15:00

Remaining time

-

DAYS

:

-

HR

:

-

MIN

:

-

SEC

Bid submission has started. Please click on the "Proposal" tab for submitting your bid.

ტენდერის აღწერილობა:

შპს „მეტრო სერვის +
ს/კ 205150352 აცხადებს ელექტრონულ ტენდერს სავარძლების შესყიდვაზე.

დაინტერესებულმა პირებმა წინადადება უნდა წარმოადგინონ შესყიდვების ელეტრონული სისტემის- www.tenders.ge საშუალებით

ტენდერი ჩატარდება ვაჭრობის გარეშე.

შესყიდვის ობიექტი:

პროდუქტი რაოდენობა
სავარძელი შავი ბადის ზედაპირით 25


მახასიათებლები:

  • შავი ბადის ზედაპირით, მეტალის ბაზით(D68სმ), 2D სახელურით, სიმაღლის რეგულირება, გორგ(D5სმ), 
  • ზედაპირი: ჰაერგამტარი პოლიესტერის ბადე.
  • ფეხი: მეტალის ვარსკლავა ფეხი, 5 ნეილონის გოლგოლაჭით
  • სიმაღლის რეგულირება: ამორტიზატორის სიმაღლე 15 სმ
  • სახელურები: 2D ნეილონის სახელურით
  • ფერი: შავი
  • დასაჯდომის სიმაღლე: 75-90 სმ.
  • საზურგის სიმაღლე: 47 სმ.
  • საზურგის სიგანე: 45 სმ.
  • საერთო სიმაღლე: 115-130 სმ.
  • ვარსკლავა ფეხის დიამეტრი: 68 სმ.
  • ვარსკლავა ფეხის სიმაღლე: 15 სმ.
  • დასაჯდომის სიგანე: 50 სმ.
  • დასაჯდომის სიღრმე: 45 სმ.
  • დასაჯდომის სისქე: 9 სმ.
  • მექანიზმი: სიმაღლის რეგულირება და ქანაობის რეჟიმი. საზურგის ფიქსაცია საწყის პოზიციაში.

გადაწყვეტილების მიღებამდე საჭიროა პროდუქტის სატესტოდ მოწოდება

მოწოდების მისამართი:

მოწოდების მისამართი - ქ.თბილისი, ბოხუას ქ. # 4

მოწოდების ვადა:

1 ეტაპად 2026 წლის თებერვლამდე

ანაზღაურება:

მოწოდებიდან 5 დღის ვადაში.

სატენდერო პირობები:

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად პრეტენდენტმა საჭიროა სისტემაში ატვირთოს უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი და ბეჭდით დადასტურებული შემდეგი დოკუმენტაცია (PDF ფორმატის ფაილები):

  •  დანართი N1- კომპანიის რეკვიზიტები;
  • დანართი N2- ფასების ცხრილი
    - ფასები დაფიქსირებული უნდა იყოს ლარში, დღგ-ს და კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
    - ღირებულებაში გათვალისწინებული უნდა იყოს პროდუქციის ადგილზე მოწოდება;
  • დანართი N3- განხორციელებული პროექტების და შესრულებული სამუშაოების ჩამონათვალი;

ტენდერში გამარჯვების კრიტერიუმია-ღირებულება და ხარისხი;

განფასებაში შეცდომის არსებობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ერთეულის ფასს;

სატენდერო შემოთავაზებაში და ელექტრონულად დაფიქსირებულ ფასთა ცდომილების (სხვაობის) შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ელექტრონულად დაფიქსირებულ ფასს;

გამარჯვებულად მიიჩნევა და ხელშეკრულება დაიდება იმ მონაწილესთან, რომელიც წარმოადგენს უკეთეს ფასს და დააკმაყოფილებს სატენდერო ტექნიკურ მოთხოვნებს;

ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში დამკვეთი უფლებამოსილია მოითხოვოს საბანკო გარანტია ავანსად გასაცემი თანხის ოდენობით, ასევე შემოსავლების სამსახურიდან გაცემული შედარების აქტი, რომელშიც არ უნდა ისახებოდეს დავალიანება.

მომწოდებლის მხრიდან შესაძლებელია მოხდეს დასაბუთებული პრეტენზიის წარდგენა 3 დღის ვადაში. ვადის ათვლა ხორციელდება მომწოდებლისთვის იმ ინფორმაციის მიწოდების დღიდან, რომელსაც შეეხება პრეტენზია.

დამკვეთის მიერ შესაძლებელია შეწყდეს ტენდერი, შესაბამისი მიზეზების არსებობის შემთხვევაში, რაზეც აუცილებლად ინფორმირებული იქნება ყველა მონაწილე; ასევე დამკვეთი იტოვებს უფლებას ტენდერი სცნოს ანულირებულად თუ ტენდერში მონაწილეობას მიიღებს მხოლოდ ერთი კომპანია;

სხვა დანარჩენი პირობები, შემდგომში გამყიდველსა და მყიდველს შორის გათვალისწინებულ იქნება ნასყიდობის შესახებ ხელშეკრულებაში.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნასwww.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის 19 იანვარი, 15:00 საათი
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში

ტენდერის მსვლელობის დროს ტექნიკურ და ტენდერის პროცესთან დაკავშირებით კითხვებზე დაუკავშირდით:

ლელა ტყეშელაშვილი
ტელ:
 +995 599 27 87 97
ltkeshelashvili@msplus.ge

Tender category:

  • 39100000 Furniture
Questions