Deadline:

23 January 2026, 14:00

Status:

Current

E
E-tender
T29253 - ტენდერი საკანცელარიო საქონელის მომწოდებლის შერჩევაზე

  • Announcer: ტერაბანკი
  • Purchase type: E-Tender
  • Bid Currency: GEL
  • Discounting type: 3-step discounting
  • Bid reduction step: 1'000.00 ‎₾
  • Submission start: 12 January 2026 Time 17:00
  • Submission Deadline: 23 January 2026 Time 14:00
  • Free participation: Yes

Remaining time

-

DAYS

:

-

HR

:

-

MIN

:

-

SEC

Bid submission has started. Please click on the "Proposal" tab for submitting your bid.

ტენდერის აღწერილობა:

სს „ტერაბანკი“ აცხადებს ტენდერს - საკანცელარიო საქონელის მომწოდებლის შერჩევაზე.

ტენდერის ფარგლებში შეირჩევა საუკეთესო ფასის წარმომდგენი ერთი კომპანია, რომელთანაც გაფორმდება ხელშეკრულება საკანცელარიო საქონლის შესყიდვა/მიწოდებაზე 1 (ერთი) წლის ვადით.

შეკვეთის და მოწოდების ძირითადი პირობები:

საკანცელარიო ნივთების შესყიდვა თბილისის მასშტაბით მოხდება თვეში ერთხელ, ხოლო ორ თვეში ერთხელ რეგიონებში. თბილისის მასშტაბით მოწოდება უნდა განხორციელდეს შეკვეთიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღის მანძილზე, ხოლო რეგიონებში შეკვეთიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა. 

ელ. ტენდერი:

  • ტენდერი ჩატარდება 3 ბიჯიანი ვაჭრობის ტიპის გამოყენებით Tenders.ge-ს ს ელექტრონული შესყიდვების პორტალზე. ტენდერში მონაწილეობისათვის დამატებით იხილეთ დანართი „ელ. ტენდერში მონაწილეობის ინსტრუქცია“.
  • Tenders.ge-ს ელექტრონული შესყიდვების პორტალზე, ვაჭრობის დასრულების შემდგომ გამოვლინდება ყველაზე დაბალი ფასის წარმომდგენი პრეტენდენტი.

საკანცელარიო საქონლის ნიმუშების წარმოდგენა

პრეტენდენტმა, ბანკის მოთხოვნის შესაბამისად საკანცელარიო საქონელის სხვადასხვა ნიმუშები უნდა წარმოადგინოს ტერაბანკში, შემდეგ მისამართზე: თბილისი, ვირსალაძის N 5. საკონტაქტო პირი: ბექა გოგორიშვილი. ტელ: 595 14 99 22

მასალის ნიმუშის ან/და ექსპერტიზის დასკვნის წარმოდგენის ვადა

შესყიდვის ობიექტის ნიმუშის ან/და ექსპერტიზის დასკვნის წარმოდგენის ვადა განისაზღვრება ბანკის მიერ შეტყობინების გაგზავნიდან 3 სამუშაო დღის განმავლობაში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და სატენდრო დოკუმენტაცია

ტენდერში მონაწილე კომპანიები უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:

ანალოგიური საქმიანობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება.

სატენდერო განაცხადი უნდა შეიცავდეს შემდეგ დოკუმენტაციას:

  • შევსებულ ფასების ცხრილს (საკანცელარიო საქონლის ჩამონათვალი, რაოდენობები და წლიური საპროგნოზო რაოდენობები - დანართი N1). ფასები უნდა მოიცავდეს დღგ-ს და ტრანსპორტირებას (ფილიალებში და სერვის ცენტრებში ადგილზე მიტანას).
  • მიმდინარე კორპორატიული კლიენტების ჩამონათვალი;
  • მინიმუმ სამი სარეკომენდაციო წერილი (ბოლო 6 თვის გაცემული);
  • ამონაწერს სამეწარმეო რეესტრიდან;
  • ცნობას საგადასახადო დავალიანების არქონის შესახებ;
  • საბანკო ამონაწერს ან ცნობას საბანკო ანგარიშებზე ბრუნვის შესახებ ბოლო (6 თვის);
  • შეთანხმება კონფიდენციალურობაზე, შევსებული (იხ. თანდართული ფაილი).

აუცილებელი პირობა :

მომსახურე კომპანიასთან ანგარიშწორება განხორციელდება მხოლოდ სს „ტერაბანკ“-ში გახსნილი საბანკო ანგარიშის საშუალებით. 

სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2026 წლის 23 იანვარი (14:00 სთ-მდე).

ტენდერის მსვლელობის დროს პრეტენდენტ კომპანიებს უფლება აქვთ მოითხოვონ მათთვის საჭირო ინფორმაცია, რაც აუცილებელია სრულყოფილი სატენდერო შემოთავაზების მოსამზადებლად.

პრეტენდენტი პასუხისმგებელია ინფორმაციის კონფიდენციალურობაზე, როგორც ტენდერის მსვლელობის დროს ასევე მისი დასრულების შემდეგ.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge;
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი.

ტენდერთან დაკავშირებულ ფორმალურ საკითხებთან დაკავშირებით დაუკავშირდით ანა დოლიძეს, ელ.ფოსტის შემდეგ მისამართზე: Ana.Dolidze@terabank.ge მობ: 591216737

დანართები: 

  • შესავსები ფასების ცხრილი (საკანცელარიო საქონლის ჩამონათვალი, რაოდენობები და წლიური საპროგნოზო რაოდენობები - დანართი N1);
  • ფილიალების მისამართები (დანართი N2);
  • შეთანხმება კონფიდენციალურობაზე (იხ. თანდართული ფაილი).

შენიშვნა:

ბანკი იტოვებს უფლებას არ განიხილოს შემოსული წინადადება, რომელშიც არასრულად იქნება წარმოდგენილი მოთხოვნილი დოკუმენტაცია.

ინფორმაცია ელექტრონულ აუქციონში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითიდაგამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის 23 იანვრის 14:00 სთ-მდე
  • შეთავაზების ვალუტალარი
  • ვაჭრობის ტიპი: 3 ბიჯიანი ვაჭრობა
  • გთხოვთ სისტემაში დააფიქსიროთ შეთავაზების ჯამური ღირებულება
  • ვაჭრობა გაიმართება ჯამურ ღირებულებაზე;
  • ფასის კლების ბიჯი: 1000 ლარი
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში.

ვაჭრობის დაწყების დრო: 23 იანვარი, 14:00 საათი.

საკონტაქტო ინფორმაცია:
ana.dolidze@terabank.ge

Tender category:

  • 22800000 Paper or paperboard registers, account books, binders, forms and other articles of printed stationery
  • 30100000 Office machinery, equipment and supplies except computers, printers and furniture
Questions