
ჩაბარების ვადა:
12 იანვარი 2016, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT1005 - ტენდერი საკასო ტექნიკის შესყიდვა/მომსახურებაზე
ტენდერის აღწერილობა:
სს „საქართველოს ბანკი“ აცხადებს ტენდერს საკასო ტექნიკის შესყიდვა/მომსახურებაზე.
საქონლის/მომსახურების დასახელება:
100 ერთეული ულტრა-იისფერი ფულის დეტექტორი სპეციფიკაციები:
- ბანკნოტის შემოწმება დღის განათებითა და გამჭოლი შუქით;
- ბანკნოტის შემოწმება ულტრაიისფერი ნათების სპექტრში;
- ბანკნოტის შემოწმება ინფრაწითელი ნათების სპექტრში;
- ბანკნოტის მაგნიტური თვისებების შემოწმება;
- გამადიდებელი ლუპის არსებობა;
- კვება: ერთფაზიანი ძაბვა 220–240 ვოლტი +–10%. სიხშირე 50 ჰერცი +– 5%;
დამატებითი მოთხოვნები:
- წარმოდგენილი ფასები უნდა შეიცავდეს ყველა სახის გადასახადს.
- მომწოდებელმა უნდა ატვირთოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია PDF ან Word–ის ფორმატში:
1. საჯარო რეესტრიდან განახლებული სამეწარმეო ამონაწერი;
2. კომპანიის სერთიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
3. კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია (საქმიანობის მოკლე აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია), დაარსების თარიღი, რეკომენდაციები, ა.შ.); - მომწოდებელმა ვებ გვერდზე უნდა ატვირთოს დეტალური შეთავაზება ფასის შეთავაზებასთან ერთად;
- მოწოდების ვადა არ უნდა აღემატებოდეს შეკვეთიდან 3 (სამი) კვირას;
- საგარანტიო ვადა 6 თვე;
- ტენდერში მონაწილე კომპანიებმა უნდა შემოგვთაავზონ ფასები მოდელების მითითებით;
დამატებითი ინფორმაცია:
- ტენდერის ვადა განისაზღვრება 2016 წლის 4 იანვრიდან – 2016 წლის 12 იანვრის ჩათვლით;
- ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება ერთჯერადი ხელშეკრულება;
- თანხის გადახდა მოხდება შეთანხმების საფუძველზე;
- გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ შემოთავაზების ფასი მიუთითოთ შესაბამის გრაფებში, პუნქტი #1-ის გასწვრივ;
- გთხოვთ, ჯამური ფასი მიუთითოთ ლარებში შესაბამისი პუნქტების გასწვრივ მეასედებით, მაგალითად: 0.05 (ნოლი ლარი და 5 თეთრი); 0.35 (ნოლი ლარი და 35 თეთრი); 1.00 (ერთი ლარი); 1.45 (ერთი ლარი და 45 თეთრი) და ა.შ.;
- კონკრეტული ტენდერის შემთხვევაში ტენდერში მონაწილეობის დროს მომწოდებელს შეუძლია კითხვა–პასუხის რეჟიმში მიიღოს სასურველი ინფორმაცია კონკრეტული ტენდერის პანელში „შეკითხვები შემსყიდველს“;
- შემოთავაზებები მომწოდებლისათვის გახდება ანონიმური ტენდერის დასრულებამდე 3 (სამი) საათით ადრე.
ტენდერის ჩაბარების პირობები:
სატენდერო წინადადების ჩაბარების ბოლო ვადაა 2016 წლის 12 იანვარი, 17:00 საათი.
სატენდერო წინადადების ატვირთვა უნდა განხორციელდეს ს.ს. "საქართველოს ბანკის" საიტის მეშვეობით, რომელზეც მომხმარებელი უნდა დარეგისტრირდეს, შევიდეს სისტემაში და შესაბამისი ტენდერი არჩევის შედეგად მიიღოს მასში მონაწილეობა.
ბმული საქართველოს ბანკის შესყიდვების ვებ-გვერდზე:
http://tenders.bog.ge/?action=tender&id=%20495&lang=geo