ჩაბარების ვადა:

1 სექტემბერი 2021, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T10292 - ტენდერი ზამთრის სპეც. ტანსაცმლის შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს „ნეოგაზი“ აცხადებს ტენდერს ზამთრის სპეც. ტანსაცმლის შესყიდვაზე.

შესყიდვის სპეციფიკაცია:

  • აგგს-ის გამმართველის ზამთრის დათბილული ბრენდირებული შარვალი ტექნიკური დახასიათებისა და ესკიზის მიხედვით - 30 ცალი;
  • აგგს-ის გამმართველის ზამთრის დათბილული ბრენდირებული ქურთუკი ტექნიკური დახასიათებისა და ესკიზის მიხედვით - 210 ცალი;
  • დასუფთავების სამსახურის ქალის ზამთრის დათბილული ბრენდირებული ქურთუკი ტექნიკური დახასიათებისა და ესკიზის მიხედვით - 20 ცალი.

შენიშვნა:

  • რაოდენობები არის საორიენტაციო და შესაძლოა დაექვემდებაროს მცირე ცვლილებას;
  • დამკვეთის მიერ 3 თვის ვადაში ნებისმიერი რაოდეობით დამატებითი დაკვეთის განხორციელების შემთხვევაში, მომწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს მოწოდება ხელშეკრულებაში დაფიქსირებული ფასებითა და პირობებით.

დართულ ფაილებში გთხოვთ იხილოთ:

  • სპეც. ტანსაცმლის ფოტოები - Design.pdf;
  • შპს ნეოგაზის ლოგოტიპი (ქართული და ინგლისური) - Logo_GEO_ENG.pdf;
  • სპეც. ტანსაცმლის ტექნიკური პარამეტრები - დანართი_N1.pdf;
  • კომერციული წინადადების შესავსები ფორმა - დანართი_N2.xlsx

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია და ნიმუშები:

  • კომერციული წინადადება ეროვნულ ვალუტაში სრულად შევსებული დანართი N2-ს სახით საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით, წინადადება უნდა მოიცავდეს ტრანსპორტირების ხარჯს შემსყიდველი კომპანიის მისამართზე: ქ. თბილისი, კახეთის გზატკეცილი მე-13 კმ;
  • შემოთავაზებული პროდუქციის ნიმუშები თითოეული პოზიციისთვის (აუცილებელია!!!);
  • შესაბამისობის სერტიფიკატებისა  და სხვა ტიპის ტექნიკური დოკუმენტაციის წარდგენა რომელიც ადასტურებს გამოყენებული მასალების (ქსოვილის) შესაბამისობას მოთხოვნილ ტექიკურ პარამეტრებთან; 
  • ინფორმაცია ანალოგიური გამოცდილების შესახებ;
  • პრეტენდენტი ორგანიზაციის რეკვიზიტები (საბანკო რეკვიზიტები, ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან) და საკონტაქტო ინფორმაცია.

წინადადების წარდგენის წესი:

  • წინადადების წარდგენის ბოლო ვადა: 2021 წლის 1 სექტმბრის 18:00 საათამდე.
  • დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში. კონვერტს დალუქვის ადგილას დასმული უნდა ჰქონდეს ორგანიზაციის ბეჭედი ან ხელმოწერა. კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს როგორც პრეტენდენტის დასახელება და საკონტაქტო ნომერი ასევე ტენდერის დასახელება და ნომერი - 27/07-NEO-P/UNI-21;
  • კომერციული წინადადების და ნიმუშების ჩაბარება ხდება მისამართზე: ქ. თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N18;

სატენდერო დოკუმენტაციასთან და ჩაბარებასთან დაკავშირებით:
საკონტაქტო ნომერი: (598) 88-94-90
დიმიტრი აგეკიანი
ელ.ფოსტა: dagekyan@gig.ge

სპეც. ტანსაცმელთან დაკავშირებულ ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით:
ესმა ჩაჩანიძე
საკონტაქტო ნომერი: (599) 67-14-14

ეპიდემიური სიტუაციის გაუარესების შემთხვევაში დასაშვებია მოთხოვნილი დოკუმენტაციის გაგზავნა ელექტრონული სახით ელ-ფოსტის მისამართზე: dagekyan@gig.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 18100000 სამუშაო ტანსაცმელი, სპეცტანსაცმელი და აქსესუარები
  • 18200000 გარედან ჩასაცმელი ტანსაცმელი
  • 18300000 ტანსაცმელი
  • 18400000 სპეციალური ტანსაცმელი და აქსესუარები