ჩაბარების ვადა:
9 აგვისტო 2021, 18:00
სტატუსი:
გამარჯვებული
E
ელ. ტენდერი
T10332 - ქვესადგურის ახალ ლოკაციაზე გადასატანად საჭირო საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება და მისი შეთანხმება თელასთან
ელ. ტენდერი
ტენდერის აღწერილობა:
შპს „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი“ აცხადებს ტენდერს ქ. თბილისში, ქიზიყის ქ. N25-ში, შ.პ.ს. „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი“-ს კუთვნილ მიწის ნაკვეთზე მდებარე თელასის N8704 სატრანსფორმატორო ქვესადგურის ახალ ლოკაციაზე გადასატანად საჭირო საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებასა და მისი თელასთან შეთანხმების მომსახურებაზე.
კონკრეტული დავალება:
- წინასაპროექტო კვლევა (არსებულ ქვესადგურში შემავალ - ამომავალი ძალოვანი სადენების და მათი საპროექტო ტერიტორიაზე განთავსების დადგენა);
- პროექტის მომზადება (არსებული ქვესადგურიდან ელ. სადენების ახალ ქვესადგურში გადატანა, გენგეგმის მომზადება და ახალ ქვეასდგურში დაერთება. ტექნიკურ-ეკონომიკური მახასიათებლები);
- ახალ ლოკაციაზე ასაშენებელი შენობის პროექტი ქვესადგურისათვის საჭირო ნორმების და მოთხოვნების შესაბამისად (არქიტექტურული და კონსტრუქციული პროექტი);
- პროექტის შეთანხმება თელასთან და მშენებლობის განხორციელებისათვის საჭირო ყველა შესაბამის სამსახურთან.
თანდართული დოკუმენტაცია:
- ტოპოგრაფიული გეგმა, არსებული ქვესადგურითა და ახალი საპროექტო შენობების დატანით, ფოტომასალა.
მოთხოვნები პრეტენდენტების მიმართ:
- მსგავსი პროექტების მომზადების მინიმუმ ხუთწლიანი გამოცდილება;
- მსგავსი პროექტების მომზადების მინიმუმ სამი მიღება ჩაბარების აქტი, რომელთა მიხედვით განხორციელდა სატრანსფორმატორო ქვესადგურის სხვა ლოკაციაზე გადატანა.
გადახდის პირობები: სამუშაოს დასრულების შემდეგ;
ტენდერის ვადები: 7 კალენდარული დღე;
ხელშკრუილების ვადები: 20 სამუშაო დღე;
საგარანტიო პირობები: მინიმუმ ხუთწლიანი გამოცდილება;
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
- ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2021 წლის, 9 აგვისტო, 18:00 სთ;
- შეთავაზების ვალუტა: ლარი;
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;
საკონტაქტო პირი:
შ.პ.ს. „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი“-ს მთავარი ენერგეტიკოსი რამაზ ბურდილაძე
ტელ.: 577 10 55 81
ინიციატორი: მ. შენგელია
ტენდერის კატეგორია:
- 71300000 საინჟინრო მომსახურებები