ჩაბარების ვადა:

6 აგვისტო 2021, 18:00

სტატუსი:

შეფასება

E
ელ. ტენდერი
T10335 - ტენდერი საოფისე ავეჯის შესყიდვაზე

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. შეთავაზებები წარდგენის განახლებული ვადაა 2021 წლის 6 აგვისტო, 18:00სთ.

ტენდერის აღწერილობა:

შპს „ამბოლი“ აცხადებს ტენდერს საოფისე ავეჯის შესყიდვაზე.

  • წინამდებარე დოკუმენტის მიზანია, პრეტენდენტს განუმარტოს ზემოთ აღნიშნული კომპანიების მოთხოვნები და პირობები რათა, სრულად წარმოადგინოს სატენდერო წინადადება. 
  • კომპანია სთავაზობს მიიღოს მონაწილეობა გამოცხადებულ ტენდერში: შპს "ამბოლი"-ს საოფისე ავეჯის შესყიდვა.
  • შერჩეულ პრეტენდენტ / ებ / თან გაფორმდება ერთ წლიანი ჩარჩო ხელშეკრულება.

ტენდერი ჩატარდება ერთ ლოტად.

შერჩევის პროცესში მონაწილე კომპანიები:

  • ტენდერში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს ბაზარზე წარმოდგენილ კომპანიებს .

შერჩევის პროცესის ჩატარდება შემდეგი სქემით:

  • პრეტენდენტებმა სატენდერო წინადადება უნდა წარმოადგინონ არა უგვიანეს 2021 წლის 6 აგვისტო.
  • საჭიროების შემთხვევაში შერჩეულ პრეტენდენტ/ებ/თან ჩატარდება დამატებითი მოლაპარაკებები. 
  • საბოლოო ეტაპზე მოხდება პრეტენდენტ/ებ/ის შერჩევა და გაფორმდება ერთ წლიანი ჩარჩო ხელშეკრულება.

ტენდერი განხორციელდება შემდეგ ვადებში: 

  • ტენდერის გამოცხადება - 2 აგვისტო 2021 წელი
  • სატენდერო წინადადებების მიღება - 6 აგვისტო 2021 წელი
  • გამარჯვებული პრეტენდენტ/ებ/ის შერჩევა და შეტყობინების გაგზავნა - 9 აგვისტო 2021
  • ხელშეკრულების გაფორმება - 11 აგვისტო 2021 წელი

შპს „ამბოლი“ იტოვებს უფლებას ტენდერის მიმდინარეობის ნებისმიერ ეტაპზე შეაჩეროს ტენდერი, არ გააგრძელოს ტენდერი, შეწყვიტოს ან/და გამოაცხადოს ახალი ტენდერი პრეტენდენტ/ებ/თან წინასწარი შეთანხმების გარეშე.

ტენდერის შეჩერების/ შეწყვეტის შესახებ პრეტენდენტებს ეცნობებათ მათ მიერ მითითებულ საკონტაქტო მისამართებზე.

ტენდერის შეჩერება ან/და შეწყვეტა არ გამოიწვევს რაიმე სახის, მათ შორის ფინანასური პასუხისმგებლობის დაკისრებას შპს „ამბოლისთვის“

შპს „ამბოლი“ იტოვებს უფლებას კონტრაქტის ხელმოწერამდე გააფართოვოს ან შეცვალოს თავიანთი მოთხოვნები გასაწევ მომსახურებასთან დაკავშირებით, რის შესახებაც წინასწარ წერილობით ეცნობებათ შერჩეულ პრეტენდენტ/ებ/ს.

პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი პროდუქცია სრულად უნდა აკმაყოფილებდეს ტენდერის პირობებით გათვალისინწბულ ყველა მოთხოვნას. წინააღმდეგ შემთხვევაში კომპანიები იტოვებენ უფლებას არ მიიღოს შემოთავაზება.

გადაწყვეტილებას გამარჯვებულად გამოვლენის თაობაზე იღებს კომპანია პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი ფასის/ კომპანიის გამოცდილების, რეპუტაციის/ წარმოდგენილი საქონლის ან და მომსახურების ხარისხის/ ნებისმიერი სხვა კრიტერიუმის შეჯამების საფუძველზე რომელსაც კომპანია მიიჩნევს საჭიროდ.

წესები და კითხვები:

  • ტენდერში მონაწილე პრეტენდენტ/ებ/ის მიერ წარმოდგენილი სატენდერო წინადადება ძალაში უნდა იყოს 1 წლის განმავლობაში.
  • პრეტენდენტი პასუხისმგებელია შერჩევის პროცესის დასრულებამდე შეინარჩუნოს მათ მიერ მოწოდებული შემოთავაზების კონფიდენციალურობა.
  • გთხოვთ სრულად წარმოადგინოთ მოთხოვნილი სატენდერო დოკუმენტაცია
  • გთხოვთ შემოთავაზებაში სრულად შეავსოთ ყველა დანართი და გადმოგვიგზავნოთ როგორც PDF ასევე Excel-ის ფორმატშიც.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულუნდა იქნას www.tenders.ge -ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2021 წლის, 6 აგვისტო, 18:00 სთ;
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი;
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;

საკონტაქტო პირი:
თორნიკე თოფურია 
მობ: 599 717 182

ტენდერის კატეგორია:

  • 39100000 ავეჯი
  • 39200000 ავეჯის აქსესუარები

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    4 აგვისტო 2021 დრო 08:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა