ჩაბარების ვადა:

12 აგვისტო 2021, 23:59

სტატუსი:

დასრულებული

T10336 - სამზარეულოს დანადგარების და სოფლის მეურნეობის ტექნიკის შესყიდვა

ტენდერის აღწერილობა:

ლტოლვილთა დანიის საბჭო იწვევს იწვევს დაინტერესებულ კომპანიებს სამზარეულოს დანადგარების და სოფლის მეურნეობის ტექნიკის ფასთა კ(ვ)ოტირებაზე.

ფასთა კ(ვ)ოტირება ჩატარდება 3 ლოტად:

  • LOT #1-სამზარეულოს ინდუსტრიული დანადგარები
  • LOT #2 -სამზარეულოს ტექნიკა
  • LOT #3-სოფლის მეურნეობის ტექნიკა

ფასი წარმოდგენილი უნდა იყოს ლარში, დამატებითი ღირებულების გადასახადის (დღგ) ჩათვლით. შემოთავაზებული ფასი უნდა მოიცავდეს ტრანსპორტირების და ტექნიკის გადაცემასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს. შერჩეულმა კომპანიამ ტექნიკის გადაცემა უნდა განახორციელოს ქარელის, ქუთაისის, სენაკის და ზუგდიდის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე და ქალაქ თბილისში.

დაინტერესებულ კომპანიებს სატენდერო წინადადებების წარდგენა შეუძლიათ, როგორც ცალ-ცალკე ლოტებზე ასევე, ყველა ლოტზე ერთდროულად.
 
შესასყიდ ნივთებზე დეტალური ინფორმაცია გთხოვთ იხილოთ დანართში Annex A1 and A2

  • შემოთავაზების ნომერი: PR_00161206
  • გამოცხადების თარიღი: 2021 წლის 2 აგვისტო
  • წინადადების წარდგენის ბოლო ვადა: 2021 წლის 12 აგვისტო
  • დახურვის დრო: 24:00

მოთხოვნილი დოკუმენტაცია:

ლტოლვილთა დანიის საბჭოს წარმომადგენლობა საქართველოში გთხოვთ, წარმოადგინოთ:

  • RFQ Tender Document ფას(ებ)ის კვოტირების სრულად შევსებული, ხელმოწერილი და ბეჭედდასმული ფორმა (RFQ).
  • დანართი A1- A2 მოთხოვნილი დანადგარების დეტალური სპეციფიკაცია, ფასი დღგ-ს ჩათვლით, ლარში- ხელმოწერილი და ბეჭედდასმული; გთხოვთ გაითვალისწინეთ ტრანსპორტირების ხარჯი.
  • Supplier Code of Conduct -მომწოდებლის ქცევის კოდექსი - ხელმოწერილი.
  • Supplier Profile and Registration Form -მომწოდებლის რეგისტრაციის ფორმა - შევსებული და ხელმოწერილი.
  • General Conditions of Contract -ხელშეკრულების ზოგადი პირობები - გაეცანით.

ზემოთჩამოთვლილი დოკუმენტები უნდა წარმოადგინოთ ელექტრონული ფოსტით (ი-მეილით) შემდეგ მისამართზე: rfq.geo.zug@drc.ngo არა უგვიანეს 12.08.2021; 24:00 და თემის ველში მიუთითოთ შემოთავაზების ნომერი PR_00161206 და კომპანიის დასახელება.

კითხვების შემთხვევაში, შეგიძლიათ წერილობით გააგზავნოთ თქვენი შეკითხვები შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: ekaterine.gabisonia@drc.ngo

ტენდერის კატეგორია:

  • 16600000 სპეციალიზებული სასოფლო-სამეურნეო ან სატყეო დანიშნულების მანქანა-დანადგარები
  • 39700000 საოჯახო ტექნიკა