ჩაბარების ვადა:

12 აგვისტო 2021, 23:59

სტატუსი:

დასრულებული

T10337 - სხვადასხვა ტიპის მოწყობილობა - დანადგარების შესყიდვა

ტენდერის აღწერილობა:

ლტოლვილთა დანიის საბჭო იწვევს იწვევს დაინტერესებულ კომპანიებს სახელობო და სხვა ტიპის ბიზნესების დანადგარების ფასთა კ(ვ)ოტირებაზე 6 ლოტად:

  • LOT #1- თერმოპრესინგის დანადგარები
  • LOT #2-პოლიმერული თიხის დამუშავების მოწყობილობები
  • LOT #3-მინანქრის დამუშავების მოწყობილობები
  • LOT #4-საჭრელი მოწყობილობები/პლოტერი
  • LOT #-5-ლაზერული მოწყობილობები
  • LOT #6-სხვადასხვა ტიპის მოწყობილობები

ფასი წარმოდგენილი უნდა იყოს ლარში, დამატებითი ღირებულების გადასახადის (დღგ) ჩათვლით. შემოთავაზებული ფასი უნდა მოიცავდეს ტრანსპორტირების და ტექნიკის გადაცემასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს.

დაინტერესებულ კომპანიებს სატენდერო წინადადებების წარდგენა შეუძლიათ, როგორც ცალ-ცალკე ლოტებზე ასევე, ყველა ლოტზე ერთდროულად.
 
შესასყიდ ნივთებზე დეტალური ინფორმაცია გთხოვთ იხილოთ დანართში Annex A1 and A2:

  • შემოთავაზების ნომერი: PR_00161204
  • გამოცხადების თარიღი: 2021 წლის 2 აგვისტო
  • წინადადების წარდგენის ბოლო ვადა: 2021 წლის 12 აგვისტო
  • დახურვის დრო: 24:00

მოთხოვნილი დოკუმენტაცია:

ლტოლვილთა დანიის საბჭოს წარმომადგენლობა საქართველოში გთხოვთ, წარმოადგინოთ:

  • ფას(ებ)ის კვოტირების სრულად შევსებული, ხელმოწერილი და ბეჭედდასმული ფორმა (RFQ).
  • დანართი A1- A2 მოთხოვნილი დანადგარების დეტალური სპეციფიკაცია, ფასი დღგ-ს ჩათვლით ლარში- ხელმოწერილი და ბეჭედდასმული;
  • მომწოდებლის ქცევის კოდექსი - ხელმოწერილი.
  • მომწოდებლის რეგისტრაციის ფორმა - შევსებული და ხელმოწერილი.
  • ხელშეკრულების ზოგადი პირობები - გაეცანით.

ზემოთჩამოთვლილი დოკუმენტები უნდა წარმოადგინოთ ელექტრონული ფოსტით (ი-მეილით) შემდეგ მისამართზე: rfq.geo.zug@drc.ngo არა უგვიანეს 12.08.2021; 24:00 და თემის ველში მიუთითოთ შემოთავაზების ნომერი PR_00161204 და კომპანიის დასახელება.

კითხვების შემთხვევაში, შეგიძლიათ წერილობით გააგზავნოთ თქვენი შეკითხვები შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: ekaterine.gabisonia@drc.ngo

ტენდერის კატეგორია:

  • 38600000 ოპტიკური ხელსაწყოები
  • 42900000 სხვადასხვა ზოგადი და სპეციალური დანიშნულების მანქანა-დანადგარები