ჩაბარების ვადა:

6 აგვისტო 2021, 18:00

სტატუსი:

გაფორმებული

E
ელ. ტენდერი
T10341 - ტენდერი შიდასარემონტო სამუშაოების შესრულებაზე

ტენდერის აღწერილობა:

ა.ა.ი.პ. "ჯიპა - საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი" (ს.კ.204429341) აცხადებს ტენდერს შიდასარემონტო სამუშაოების შესრულებაზე (მისამართი: ქ.თბილისი, გურამ ფანჯიკიძის ქ. N 1 - შ.პ.ს. "ხელოვნების ცენტრი " 3 სართული, საერთო ფართით 911.33 კვ.მ).

კომპანიების მიერ წარმოდგენილი სატენდერო წინადადება უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
  • ცნობა შემოსავლების სამსახურიდან, ბიუჯეტის წინაშე დავალიანების არარსებობის შესახებ;
  • ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, რომ ორგანიზაციის მიმართ არ ხორციელდება რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
  • პრეტენდენტებს სურვილისამებრ შეუძლიათ წარმოადგინონ დამატებითი დოკუმენტაცია ან ელექტრონული ვერსია შესრულებული სამუშაოების შესახებ (პროექტები, პრეზენტაციები და ა.შ).

დაინტერესებულმა კომპანიებმა უნდა განახორციელონ ხარჯების განფასება წარმოდგენილი პროექტის მუშანახაზების მიხედვით და სარემონტო სამუშაოების წარმოდგენილი ხარჯთაღრიცხვის ფორმის შესაბამისად.

სარემონტო სამუშაოების შესრულება უნდა განხორციელდეს პრეტენდენტის პასუხისმგებლობით, მაღალიხარისხით და შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონის სფეროში მოქმედი ნორმების სრული დაცვით.

იხილეთ მიბმული ფაილები:

  • საერთო სარემონტო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის ფორმა;
  • შენობაში არსებული სართულების დაგეგმარების ნახაზი.

ელექტრონული ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე:  www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულუნდა იქნას www.tenders.ge -ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2021 წლის, 6 აგვისტო, 18:00 სთ.
  • გამარჯვებულის გამოვლენის თარიღი: 2021 წლის, 9 აგვისტო, 18:00 სთ.
  • სამუშაოების დაწყების თარიღი: 2021 წლის, 10 აგვისტო.
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • შეთავაზების ვალუტა: ლარში;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;

გთხოვთ მიაქციოთ ყურადღება, რომ სამუშაოები უნდა დასრულდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 კალენდარულ დღეში.

ინფორმაციისათვის: 

იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებული კომპანია გამოთქვამს შენობის შიდა პერიმეტრის ნახვის სურვილს, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ელექტრონული ფოსტით m.didmanidze@gipa.ge  (ტელ: 595 175500) და n.liluashvili@gipa.ge (ტელ: 579 444147), რათა ვუზრუნველვყოთ შენობაში კომპანიის წარმომადგენლ(ებ)ის დაშვება და მისი დათვალიერება.

ტენდერის კატეგორია:

  • 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
  • 45400000 შენობის დასრულების სამუშაოები

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    3 აგვისტო 2021 დრო 12:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა