ჩაბარების ვადა:

17 აგვისტო 2021, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T10368 - ტენდერი შრომის უსაფრთხოების მომსახურეობაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს „2 ნაბიჯი“ აცხადებს ტენდერს შრომის უსაფრთხოების მომსახურების შესყიდვაზე.

ტენდერის პირობები/მოთხოვნები:

  • დამკვეთისათვის საჭირო ოდენობით შრომის უსაფრთხოების სერტიფიცირებული სპეციალისტების გამოყოფას, რომლებსაც გავლილი აქვთ აკრედიტებულ ორგანიზაციაში პროგრამა, რაც დასტურდება შესაბამისი სერტიფიკატით;
  • კომპანიის შრომის უსაფრთხოების პოლიტიკის გადახედვა და საჭიროების შემთხვევაში ცვლილებების შეტანა;
  • რისკების შეფასების დოკუმენტის წარმოება, შრომის უსაფრთხოების შესახებ ორგანული კანონით დადგენილი სიხშირით კომპანიის თითოეული ობიექტისთვის;
  • შრომის უსაფრთხოების მარეგულირებელი კანონებისა და რეგლამენტების საფუძველზე, რეკომენდაციების მომზადებას და დამკვეთისათვის მიწოდებას;
  • უბედური შემთხვევებისა და პროფესიული დაავადებების პრევენციის ღონისძიებების დაგეგმვას;
  • გამოვლენილი რისკების კონტროლთან დაკავშირებული რეკომენდაციების გაცემას;
  • დამკვეთის დასაქმებულთა ცნობიერების ამაღლებას გეგმიური სწავლებებითა და ინსტრუქტაჟებით;
  • დამკვეთის ობიექტზე გამოვლენილი ხარვეზების დოკუმენტირებას, რეკომენდაციისა და ხარვეზის აღმოფხვრის ღონისძიებების მითითების შემცველი დოკუმენტის  კომპანიისთვის გაგზავნას;
  • დამკვეთის დროულ ინფორმირებას შრომის უსაფრთხოების მარეგულირებელ კანონებსა და რეგლამენტებში შესული ცვლილებების შესახებ და შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადებას;
  • კანონმდებლობით განსაზღვრული პერიოდულობით მიკროკლიმატის პარამეტრების, საწარმოო ხმაურისა და ვიბრაციის გაზომვითი სამუშაოების განხორციელებას;
  • წარმოდგენილი ფასები უნდა შეიცავდეს ყველა სახის გადასახადს (საქ. კანონმდებლობით განსაზღვრულ ყველა გადასახადს)
  • გთხოვთ, ფასი მიუთითოთ ლარებში;

დამატებითი ინფორმაცია:

  • ტენდერის დეტალური მოთხოვნები და ვადები იხილეთ დანარში N1-ში;
  • მომსახურების გასაწევი ობიექტების მისამართები იხილეთ დანართი N2-ში;
  • ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში პერიოდულად შეიძლება დამკვეთის მიერ მოხდეს ახალი ობიექტების გახსნა ან/და არსებული ობიექტების დახურვა, რის თაობაზეც დამკვეთი ელ. ფოსტით აცნობებს შემსრულებელს. ობიეტების დამატება/გაუქმება გავლენას არ იქონიებს შემსრულებლის მომსახურების ღირებულებაზე;
  • შერჩეულ კომპანიასთან გაფორმდება არა ერთჯერადი ხელშეკრულება;
  • ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, მომსახურების ღირებულება უნდა იყოს ფიქსირებული;
  • გადახდის პირობა: გათვალისწინებული საზღაური, დამკვეთის მიერ გადახდილ უნდა იქნას ინვოისის საფუძველზე, ყოველი მომდევნო თვის არაუგვიანეს 10 რიცხვისა
  • ტენდერის ვადა განისაზღვრება 2021 წლის 9 აგვისტოდან 2021 წლის 17 აგვისტოს  ჩათვლით;

დაინტერესებულ კომპანიებს შეუძლიათ ელექტრონულად გამოაგზავნოთ შემოთავაზება ელ.ფოსტაზე: tenders@orinabiji.ge, ან გამოაგზავნონ დალუქული კონვერტით მისამართზე: ისანი, ნავთლუღის ქ. 39/41

აუცილებელი მოთხოვნა:

  • საჯარო რეესტრიდან განახლებული სამეწარმეო ამონაწერი;
  • კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია (საქმიანობის მოკლე აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია), დაარსების თარიღი, რეკომენდაციები, ა.შ.);

გთხოვთ დალუქულ კონვერტზე მიუთითოთ:

  • თქვენი კომპანიის დასახელება;
  • საკონტაქტო ინფორმაცია: პასუხისმგებელი პირი, ტელეფონი, მობილური და ელ.ფოსტა;
  • ტენდერის დასახელება;
  • მიმღები განყოფილების დასახელება : შესყიდვების დეპარტამენტი;
  • გთხოვთ, მოაწერეთ ხელი და დასვით თქვენი კომპანიის ბეჭედი კონვერტის დალუქვის ადგილზე.
  • სატენდერო წინადადება უნდა მოგვაწოდოთ შემდეგ მისამართზე: ისანი, ნავთლუღის ქ.39/41

ტენდერის საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ წერილობით მიმართოთ:
მარიამ გიქოშვილი
შესყიდვების სპეციალისტი
mariam.gikoshvili@orinabiji.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 71300000 საინჟინრო მომსახურებები