ჩაბარების ვადა:

18 აგვისტო 2021, 12:00

სტატუსი:

დასრულებული

T10378 - მცხეთის რაიონის სოფ. წილკანში და სოფ გალავანში მდებარე მცირე საოჯახო ტიპის სახლების სპორტული მოედნების მოწყობა

ტენდერის აღწერილობა:

ა(ა)იპ „დივაინ ჩაილდ ფაუნდეიშენ ოფ ჯორჯია“ აცხადებს ტენდერს ა(ა)იპ „დივაინ ჩაილდ ფოუნდეიშენ ოფ ჯორჯია“-ს მართვაში არსებული მცხეთის რ-ონის სოფლებში წილკანში და გალავანში, მდებარე მცირე საოჯახო ტიპის სახლების სპორტული მოედნების მოწყობის მომსახურების შესყიდვაზე.

1.1 შესყიდვის ობიექტის დასახელება

  • შესყიდვის საგანია ა(ა)იპ „დივაინ ჩაილდ ფოუნდეიშენ ოფ ჯორჯია“-ს მართვაში არსებული მცხეთის რ-ონის სოფლებში წილკანში და გალავანში, მდებარე მცირე საოჯახო ტიპის სახლების  სპორტული მოედნების მოწყობის მომსახურების შესყიდვა.

1.2 მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა

  • ჩასატარებელი სამუშაოების ჩამონათვალი და მოცულობები მოცემულია თანდართულ ხარჯთაღრიცხვაში.
  • მომსახურების მიმწოდებელი შეიძლება იყოს როგორც იურიდიული ასევე ფიზიკური პირი.
  • მომსახურების მიმწოდებელს სამუშაოს წარმოებისთვის საჭირო მასალებით უზრუნველყოფს შემსყიდველი ორგანიზაცია ადგილზე მიწოდებით.

1.3 განფასება

  • პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს განფასება ტენდერში თანდართული ხარჯთაღრიცხვის მიხედვით.

1.4. სამუშაოს შესრულების ვადები.

  • ტენდერში გამარჯვებულმა მომსახურების შესყიდვის მიწოდება უნდა განახორციელოსხელშეკრულების გაფორმებიდან 40 კალენდარული დღის განმავლობაში.
  • პრეტენდენტმა, სატენდერო წინადადების წარდგენისას, უნდა წარმოადგინოს შესასრულებელი სამუშაოების გეგმა-გრაფიკი (ხარჯთაღრიცხვაში წარმოდგენილი სამუშაოების გათვალისწინებით) კვირების მიხედვით.
  • მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოები აწარმოოს კალენდარული გეგმა-გრაფიკის შესაბამისად.

1.5. მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ფორმა და ადგილი.

  • მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოები შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისისამშენებლო და გარემოსდაცვითი ნორმებისა და წესების დაცვით.
  • მიმწოდებლის მიერ სამუშაოთა წარმოების საფუძველია „სამუშაოთა წარმოების გეგმა-გრაფიკი“, რომელიცწარმოადგენს სატენდერო წინადადების აუცილებელ ნაწილს და შედგენილია ააიპ „დივაინ ჩაილდ ფაუნდეიშენ ოფ ჯორჯია“-ს მოთხოვნათა შესაბამისად.
  • მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოს დასრულებისთანავე გაათავისუფლოს სამუშაო ადგილი სამშენებლომოწყობილობა-დანადგარებისაგან და სამუშაოების წარმოების პროცესში წარმოქმნილი ნარჩენებისაგან;
  • მიმწოდებელი ვალდებულია აღადგინოს სამუშაოების წარმოების პროცესში მისი მიზეზით დაზიანებულიინფრასტრუქტურა;
  • ახალი კორონა ვირუსის (covid 19) გავრცელებასთან დაკავშირებით, ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, მიმწოდებელი ვალდებულია, სამუშაოების შესრულების პროცესში უზრუნველყოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდანდევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულიცენტრის მიერ გაცემული რეკომენდაციების დაცვა.
  • სამუშაოს შესრულების ადგილებია:
    - მცხეთის რ-ონი სოფ. წილკანი ფარნავაზ მეფის ქ #4.
    - მცხეთის რ-ონი სოფ. გალავანი მე-4 ქუჩა #3

6. შესასრულებელი სამუშაოს საგარანტიო ვადა

  • შესრულებული სამუშაოს ხარისხის საგარანტიო ვადა შეადგენს, საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 2 (ორი) წელს.
  • საგარანტიო ვადის განმავლობაში, ექსპლუატაციის პროცესში რაიმე წუნის (ნაკლოვანებები, დეფექტი) აღმოჩენისშემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია შეტყობინების მიღებიდან, შემსყიდველის მიერ განსაზღვრულ გონივრულვადაში, გამოასწოროს წარმოქმნილი ნაკლოვანება/დეფექტი საკუთარი ხარჯებით.

 7. მოთხოვნა პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ.

  • პრეტენდენტს უკანასკნელი 2 წლის განმავლობაში უნდა გააჩნდეს შესყიდვის ობიექტით განსაზღვრული ანალოგიური სამუშაოების შესრულების გამოცდილება, რაზედაც უნდა წარმოადგინოს შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტები: ხელშეკრულებ(ებ)ა და ამავე ხელშეკრულებ(ებ)ის შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი .
  • ფიზიკური პირის შემთხვევაში, წარმოდგენილ იქნას წერილობით სამუშაო გამოცდილების შესახებ ინფორმაცია და სასურველია ბოლო სამუშაო ადგილიდან სარეკომენდაციო წერილი.

 8. ანგარიშსწორების პირობები.

  • ანგარიშსწორება განხორციელდება ეტაპობრივად. რისთვისაც მიმწოდებელმა უნდა წარმოადგინოს შესრულებულ სამუშაოზე შედგენილი ფორმა 3, ანგარიშ-ფაქტურა ფაქტიურად შესრულებული სამუშაოების ღირებულებით დღგ-ს გათვალისწინებით.
  • შესრულებულ სამუშაოზე  საბოლოო ანგარიშსწორება განხორციელდება, სათანადო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან, არა უგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში.

1.9 პრეტენდენტმა ტექნიკური დოკუმენტაციის სახით უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები და ინფორმაცია:

  • რეკვიზიტები.
  • შესასრულებელი სამუშაოების ხარჯთაღრიცხვა.
  • სამუშაოების შესრულების გეგმა-გრაფიკი სატენდერო დოკუმენტაციის თანდართული ცხრილის შესაბამისად.
  • წერილობით სამუშაო გამოცდილების შესახებ ინფორმაცია.
  • ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;

1.10 დამატებითი ინფორმაცია:

  • სატენდერო წინადადებაში საერთო და ერთეულის ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობითგათვალისწინებული და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა გადასახადის გათვალისწინებით. სატენდერო წინადადების საერთო და ერთეულის ფასის წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ ლარებში.
  • დეფექტურ აქტში გაუთვალიწინებელი ხარჯებისათვის განსაზღვრული პროცენტული მაჩვენებლის შეცვლადაუშვებელია.
  • პრეტენდენტმა ხარჯთაღრიცხვა უნდა შეადგინოს და მასში მოცემული პუნქტები განაფასოს საქართველოსეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის N11/251 ბრძანებით დამტკიცებული,,საქართველოს ტერიტორიაზე ტექნიკური ზედამხედველობისა და სამშენებლოს სფეროში 1992 წლამდე მოქმედინორმების წესების და ტექნიკური რეგულირების სხვა დოკუმენტების გამოყენების შესახებ’’ და საქართველოს მთავრობის2014 წლის 14 იანვრის N55 დადგენილებით დამტკიცებული ,,ტექნიკური რეგლამენტის ,,სამშენებლო სამუშაოებისსახელმწიფო შესყიდვისას ზედნადები ხარჯებისა და გეგმიური მოგების განსაზღვრის წესის’’ შესაბამისად. ერთნაირიდასახელების სამუშაოზე გათვალისწინებული უნდა იყოს ერთნაირი ფასი.
  • პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია, ხელმოწერილი ან/და ბეჭედდასმული(ბეჭდის არსებობის შემთხვევაში) უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში წარმოდგენილ უნდაიქნას მინდობილობა ან რწმუნებულობა).

1.11 სატენდერო წინადადებების შეჩევა, პრეტენდენტთა დისკვალიფიკაცია

  • სატენდერო წინადადებები გაიხსნება მათი მიღების ვადის დასრულების შემდეგ კომისიის სხდომაზე.
  • კონვერტების გახსნის შემდეგ ხდება სატენდერო წინადადებების შერჩევა.
  • შერჩევის პროცედურის დროს მოწმდება:
    ა) სრულად არის თუ არა წარმოდგენილი ყველა მოთხოვნილი დოკუმენტი;
    ბ) ყველა დოკუმენტი არის თუ არა შედგენილი შესაბამისი ფორმების დაცვით. (უფლებამოსილი პირის ხელმოწერა, საჭიროების შემთხვევაში ბეჭდით დამოწმება,თარიღი და სხვა).
    გ) შესაბამება თუ არა სატენდერო წინადადება სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნებს და ვადებს.
  • სატენდერო წინადადებაში აღმოჩენილი მექანიკური, არითმეტიკული შეცდომების შემთხვევაში, შემსყიდველი  აცნობებს პრეტენდენტს აღნიშნულის თაობაზე და სთავაზობს შეცდომის გასწორებას 1 კალენდარული დღის ვადაში, წინააღმდეგ შემთხვევაში პრეტენდენტს შეეფარდება დისკვალიფიკაცია.
  • კომისია უფლებამოსილია მოახდინოს პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია შემდეგ შემთხვევებში:
    ა) პრეტენდენტის მიერ არ არის წარმოდგენილი ყველა მოთხოვნილი დოკუმენტი ან/და ინფორმაცია.
    ბ) სატენდერო წინადადება ხელმოუწერილია, ან ხელმომწერი პირის უფლებამოსილების დადგენა შეუძლებელია.
    გ) სატენდერო წინადადება ან/და საკვალიფიკაციო მონაცემები არ შეესაბამება სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ მოთხოვნებს.

1.12 გამარჯვებული გამოვლენა. ხელშეკრულების გაფორმება.

  • სატენდერო წინადადებების მიღებიდან 2 სამუშაო დღის ვადაში შემსყიდველი გამოავლენს ტენდერში გამარჯვებულს და მხოლოდ მათ აცნობებს ამის თაობაზე და მოიწვევს ხელშეკრულების გასაფორმებლად.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

  •  სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადაა 18.08. 2021. 12:00 სთ.
  • სატენდერო წინადადება წარმოდგენილ იქნას დალუქულ კონვერტში მისამართზე: თბილისი ბეჟანიშვილის შესახვევი #8.

საკონტაქტო პირი მარინე გიორგაძე:
ელ ფოსტა: m.giorgadze@dcfg.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
  • 45100000 სამშენებლო უბნის მოსამზადებელი სამუშაოები