ჩაბარების ვადა:

18 აგვისტო 2021, 17:00

სტატუსი:

შეწყვეტილი

E
ელ. ტენდერი
T10380 - საინფორმაციო სტიკერების დემონტაჟი/მონტაჟის მომსახურების ბაზრის კვლევა

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. თანდართულ ფაილებს დაემატა დანართი #3

ტენდერის აღწერილობა:

სს საქართველოს ბანკი აცხადებს ბაზრის კვლევას გადახდის სისტემების საინფორმაციო სტიკერების დემონტაჟის და მონტაჟის მომსახურების შესყიდვაზე.

ინსტრუქცია კვლევაში მონაწილეთათვის:

  • კვლევის მიმდინარეობის განმავლობაში პრეტენდენტებმა უნდა ატვირთონ მოთხოვნებში გათვალისწინებული ყველა დოკუმენტი.
  • კვლევის განმავლობაში დამატებითი ინფორმაციის მოპოვება ან დაზუსტება შესაძლებელია საკონტაქტო პირთან დაკავშირებით იმეილით ან ტელეფონით.

მონაწილეობის პირობები:

  • ბაზრის კვლევა ცხადდება პროექტის სრული ბიუჯეტის განსაზღვრის და შესაძლო ვენდორების მოძიების მიზნით. კვლევის ფარგლებში საუკეთესო წინადადების წინადადების მომწოდებელთან შესაძლოა გაფორმდეს გენერალური ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც განისაზღვრება მომსახურების შესრულების ფარგლებში მხარეთა შორის თანამშრომლობის ძირითადი პირობები (შემდგომში - ხელშეკრულება).
  • ბანკი უფლებას იტოვებს კვლევის ჩატარების შედეგად ხელშეკრულება გააფორმოს რამოდენიმე მომწოდებელთან და ამ მიზნით პროექტი გადაანაწილოს საკუთარი შეხედულებისამებრ.
  • გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ წინამდებარე კვლევის გამოცხადება არ ავალდებულებს ბანკს რომელიმე პრეტენდენტთან ხელშეკრულების გაფორმებას, ამასთანავე ბანკი იტოვებს უფლებას ნებისმიერ ეტაპზე შეწყვიტოს ან გადაავადოს ბაზრის კვლევა.

ანგარიშსწორების პირობა:

  • სატარიფო წინადადება უნდა იყოს საქართველოს ეროვნულ ვალუტაში - ლარში და მოიცავდეს კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებს და გადასახდელებს.
  • ხელშეკრულების ფარგლებში ანგარიშსწორება განხორციელდება პროექტის შესრულების შესაბამისად - თვის ბოლოს მომსახურების სრულად და ჯეროვნად შესრულებისა და მხარეთა შორის შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 15 (თხუთმეტი) საბანკო დღის ვადაში.

მოთხოვნები:

კვლევაში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ორგანიზაციამ შეავსოს და ატვირთოს წინამდებარე დოკუმენტით გათვალისწინებული ყველა დანართი:

  • შემოთავაზებული ფასების ცხრილი (ექსელის / ვორდის ფორმატში) (დანართი 1);
  • საბანკო რეკვიზიტები (ხელმოწერით დამოწმებული, PDFფორმატში) (დანართი 2);

კვლევაში მონაწილეობის მისაღებად პრეტენდეტებმა დამატებით უნდა წარმოადგინონ შემდეგი სავალდებულო დოკუმენტაცია:

  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
  • მინიმუმ ორი რეკომენდაცია;
  • პროექტის შესრულების პრეზენტაცია სადაც მკაფიოდ უნდა იყოს გაწერილი პრეტენდენტის ხედვა პროექტის შესრულების შესახებ;

პრეტენდენტის წინააღმდეგ არ უნდა მიმდინარეობდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება და პრეტენდენტი არ უნდა იყოს ლიკვიდაციის / რეორგანიზაციის პროცესში.

ბანკი იღებს ვალდებულებას შეამციროს გარემოზე ზემოქმედება და უზრუნველყოს გარემოს დაცვითი და მდგრადი განვითარების კომპონენტების მონიტორინგი.

ბანკი თანამშრომლობს იმ მომწოდებლებთან, რომლებიც იზიარებენ იგივე სტანდარტებს და მათ პოლიტიკაში და ყოველდღიურ საქმიანობაში ასახულია სახიფათო ნარჩენების, ენერგიის, წყლის და ნახშირორჟანგის მინიმაზაციის მიზნით დასახული ქმედებები და ყოველდღიურ საქმინობაში ახდენენ ამის კონტროლს, რის დამადასტურებლად შეუძლიათ დოკუმენტაციის წარმოდგენა.

ბანკთან თანამშრომლობის შემთხვევაში მხარე აცხადებს და იძლევა გარანტიას, რომ:

  • სრულად და ჯეროვნად დაიცავს გარემოს დაცვის, ადგილობრივი ან/და საერთაშორისო კანონმდებლობის მოთხოვნებს, მათ შორის, გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშით თუეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით გათვალისწინებულ მოთხოვნებს ან/და სანებართვო თუ სალიცენზიო პირობებს;
  • უზრუნველყოფს ნარჩენების შეგროვებას, ტრანსპორტირებასა და დამუშავებას, კანონმდებლობის შესაბამისად;
  • ნებისმიერი ისეთი გარემოების (მათ შორის, ერთმნიშვნელოვნად ნებისმიერი სახის ავარიის, ინციდენტის ან/და უბედური შემთხვევის) დადგომიდან, რომელიც საფრთხეს უქმნის გარემოს დაცვასან/და გარემოს დაცვის ადგილობრივი ან/და საერთაშორისო კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევიდან ან ასეთი გარემოებების დადგომის საშიშროების წარმოშობიდან 5 (ხუთი) საბანკო დღის ვადაში აცნობებს ბანკს აღნიშნულის თაობაზე და იმ ზომების შესახებ, რომელსაც იგი იღებს ზემოთ ხსენებული გარემოებების აღმოსაფხვრელად.
  • ნარჩენების წარმოქმნის შემთხვევაში, კომპანია ვალდებულა ნარჩენები თავად დაამუშაოს ან შეგროვების, ტრანსპორტირებისა და დამუშავების მიზნით გადასცეს შესაბამისი უფლების მქონე პირებს, ნარჩენების მართვის კოდექსისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად;

დამატებითი ინფორმაცია:

ბანკი განიხილავს საქართველოს მასშტაბით გადახდის საინფორმაციო სტიკერების განახლებას.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში მომსახურე ორგანიზაციას გადაეცემა 3 (სამი) სახის საინფორმაციო სტიკერის მარაგი და მისამართების სია, რომლის მიხედვითაც განსაზღვრული იქნება შესაბამის ლოკაციაზე განსათავსებელი სტიკერის ტიპი.

პროექტის ფარგლებში მისამართების დაზუსტება მოხდება დაკვეთის შემთხვევაში და დაზუსტებული რაოდენობები შეიძლება განსხვავდებოდეს საორიენტაციო რაოდენობისაგან დაახლოებით 20%-ით.

პროექტის ფარგლებში პრეტენდენტმა უნდა შეასრულოს შემდეგი სამუშაო:

  • განახორციელოს ვიზიტი ყველა მითითებულ მისამართზე;
  • მოახდინოს მისამართზე არსებული საინფორმაციო სტიკერის დემონტაჟი (ისე რომ არ დარჩეს ძველი სტიკერის კვალი);
  • დააიდენტიფიციროს აღნიშნულ მისამართზე დასამოტაჟებელი სტიკერის ტიპი და დაამონტაჟოს შესაბამისი ახალი სტიკერი;

ელექტრონული ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • შემოთავაზებები უნდა აიტვირთოს შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2021 წლის, 18 აგვისტო 17:00 სთ.
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი;
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;

ტენდერის ფარგლებში ბანკის საკონტაქტო პირი: 
გია გოგიბერიძე
მობ: 593 340 540
ელ. ფოსტა: g.gogiberidze@bog.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 79300000 ბაზრის კვლევა და ეკონომიკური კვლევა; გამოკითხვები და სტატისტიკა
  • 22400000 მარკები, ჩეკების წიგნაკები, ბანკნოტები, აქციები, სარეკლამო მასალა, კატალოგები და სახელმძღვანელოები

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    13 აგვისტო 2021 დრო 08:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა