1 სექტემბერი 2021, 12:00
სტატუსი:
დასრულებულიT10390 - ტენდერი კლინკერის გადაზიდვაზე, კასპიდან ფოთის მიმართულებაზე
ფასთა გამოკითხვის აღწერილობა:
კომპანია ,,ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია“ აცხადებს ტენდერს კლინკერის გადაზიდვაზე, კასპიდან ფოთის მიმართულებაზე.
სავალდებულო ტექნიკური მოთხოვნები:
- სატვირთო ავტომობილები სავალდებულოა იმყოფებოდნენ ტენდერში მონაწილე კომპანიის საკუთრებაში და/ან სალიზინგო ხელშეკრულებით. ლიზინიგის შემთხვევაში გთხოვთ წარმოადგინოთ შესაბამისი კონტრაქტი (უნდა აიტვირთოს პროგრამაში).
- წარმოადგინეთ თქვენს საკუთრებაში მყოფი ავტომობილების (გამწევისა და მისაბმელის) ტექ.პასპორტები და ტექდათვალიერების აქტები. ასევე, ლიზინგის შემთხვევაში სალიზინგო ხელშეკრულება. (უნდა აიტვირთოს პროგრამაში)
- სატვირთო ავტომობილები აღჭურვილი უნდა იყოს ჯიპიეს მოწყობილობებით;
- კომპანიას უნდა გააჩნდეს ანალოგიური საქმიანობის დამადასტურებელი მინიმუმ 2 წლიანი საბუთი. (შესაბამისი კონტრაქტი ან/და რეკომენდაცია უნდა აიტვირთოს პროგრამაში)
- ტენდერში მონაწილე კომპანიამ უნდა წარმოადგინოს მინიმუმ 1(ერთი) მილიონიანი წლიური საბანკო ბრუნვა. (შესაბამისი წერილი მომსახურე ბანკიდან უნდა აიტვირთოს პროგრამაში)
- ტენდერში გამარჯვების შემთხვევაში, ხელშეკრულების გაფორმების დროს, კომპანია ,,ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია“ მოითხოვს, გადასაზიდი წილის, შესაბამის საბანკო გარანტიას, სავალდებულო გადასაზიდ რაოდენობაზე.
მოთხოვნები მძღოლის მიმართ:
- მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება სატვირთოს მართვაში;
- სავალდებულო ინდ დაცვის გამოყენება კომპანიის ტერიტორიაზე: სპეც ფეხსაცმელები, მაღალიგარჩევადობის სპეც ტანსაცმელი, ჩაფხუტი, სპეც სათვალე
მოთხოვნები ა/ტრანსპორტის მიმართ:
- ტექნიკური დათვალიერების მოქმედი საბუთი;
- არ უნდა აღენიშნებოდეს სითხეების ჟონვა
- გამართული საბურავები;
- გამართული გვერდითი და წინა სარკეები
- უკანა სვლის ხმოვანი სიგნალი
- უსაფრთხოების ღვედი
- უსაფრთხოების ბალიშები
- ცეცხლმაქრი ა/ტრანსპორტში
- პირველადი დახმარების სამედიცინო ყუთი ა/ტრანსპორტში
- გამაფრთხილებელი სამკუთხედი
- გამართული სიგნალი
- გამართული განათება
- გამართული მუხრუჭები.
- გამართული თვითმცლელი სისტემა
აუცილებელია გამწევი იყოს 2003 წლის ზემოთ.
მანქანა უნდა ირეცხებოდეს სისტემატიურად, მინიმუმ თვეში 3ჯერ.
მანქანა უნდა იყოს ვიზუალურად მოწესრიგებულ მდგომარეობაში.
- გთხოვთ ატვირთოთ მძღოლების შესაბამისი მართვის მოწმობის დამადასტურებელი დოკუმენტები;
- გთხოვთ ატვირთოთ სატვირთო თვითმცლელის მინიმუმ 2 ფოტოსურათი, სადაც გამწევი და მისაბმელი მკაფიოდ ჩანს;
- აუცილებელია დაიცვათ საქართველოს კანონმდებლობით და შპს ,,ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიას“ შიდა პროცედურებით გათვალისწინებული ყველა კანონი, რეგულაცია და პროცედურა ნედლეულის გადაზიდვასა და გარემოზე ზემოქმედებასთან მიმართებაში.
კომერციული ნაწილი:
- წლიური (საორიენტაციო) გადასაზიდი მოცულობა, კასპიდან ფოთის მიმართულებით არის 150 000 ტონა კლინკერი. შესაძლებელია, რომ ეს მოცულობა გადანაწილებული იყოს რამოდენიმე კომპანიაზე.
- გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი ფასი: კასპი-ფოთის რეისზე 1 ტონა კლინკერის გადაზიდვაზე. (ფასი უნდა იყოს დღგ-ს გარეშე).
ტენდერში მონაწილეობის მსურველებმა გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია შემდეგ ვებ საიტზე: https://easysupply.bravosolution.com/
რეგისტრაციის შემდეგ თქვენი კომპანიის მონაცემები გთხოვთ გადაგზავნოთ ამ ელექტრონულ ფოსტაზე: George.lobjanidze@heidelbergcement.ge, ამის შემდეგ მოხდება თქვენი მოწვევა ტენდერზე, რის შემდეგაც შეძლებთ თქვენი შეთავაზების დაფიქსირებას.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ აღნიშნულ ტენდერზე კომუნიკაცია მოხდება მხოლოდ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით.
ტენდერის კატეგორია:
- 63100000 ტვირთის გადაზიდვისა და შენახვის მომსახურებები
- 60100000 საავტომობილო ტრანსპორტის მომსახურებები