
ჩაბარების ვადა:
14 სექტემბერი 2021, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT10407 - ტენდერი „ალტა სოფტვეარ“-ის API-ს საშუალებით ვებ-აპლიკაციის შექმნაზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს "მისო ექსპრეს კაპიტალ +" აცხადებს ტენდერს „ალტა სოფტვეარ“-ის API-ს საშუალებით ვებ-აპლიკაციის შექმნაზე, რომელიც მორგებული იქნება სხვადასხვა პლატფორმაზე(მობილურუ, ტაბლეტი, პერსონალურიი კომპიუტერი).
დავალების აღწერა (აპლიკაცია უნდა შეიცავდეს სულ ცოტა შემდეგ მონაცემებს)
- აპლიკაციაში შესვლა უნდა მოხდეს, ალტას სისტემაში დარეგისტრირებული მომხმარებლის საშუალებით.
- კლიენტის ძებნა უნდა განხორციელდეს სახელი-გვარით ან პირადი ნომრით და მისი მიმდინარე სესხების ჩამონათვალის გამოტანა უნდა მოხდეს ეკრანზე.
- გამოტანილ სესხზე დაწკაპებით უნდა მოხდეს, არსებული დავალიანების გამოტანა ეკრანზე.
- დავალიანების გადახდა უნდა განხორციელდეს შემოსავლის ორდერის გენერაციით.
- უნდა მოხდეს დაგენერირებული ორდერების სიის გამოტანა ეკრანზე.
- უნდა შეეძლოს დაგენერირებული ორდერის საბეჭდი ფორმის მომზადება.
API-ს სრული აღწერა იხილეთ ბმულზე:
ლოგინი: Guest
პაროლი: 123
მონაწილემ უნდა წარმოადგინოს კომერციული წინადადება შემდეგი პირობების გათვალისწინებით:
- ენა: ქართული
- შეთავაზებული ფასი
- კომერციულ წინადადებაში წარმოდგენილი ფასწარმოქმნის მექანიზმი ფიქსირებული უნდა იყოს ხელშეკრულებისმოქმედების განმავლობაში.
- პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი კომერციული წინადადება თანმხლები დოკუმენტაციით უნდა იყოსხელმოწერილი და ბეჭედდასმული უფლებამოსილი პირის მიერ.
- კომერციული წინადადება, რომელიც არ აკმაყოფილებს აღნიშნულ მოთხოვნებს, არ იქნება განხილული.
კომერციული წინადადება უნდა მოიცავდეს შემდეგი სახის ინფორმაციას:
- ფასი;
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (განახლებული ვერსია);
- რეკვიზიტები: ფაქტობრივი და იურიდიული მისამართი, საკონტაქტო პირის ტელეფონის ნომერი, ელ. ფოსტისმისამართი, საბანკო რეკვიზიტები;
ჩაბარების პირობები:
- კომერციული წინადადებების მიღების ბოლო ვადა: 14.09.2021. 18:00 საათი
- კომერციული წინადადება გამოგზვანილ უნდა იქნეს ელექტრონულად - express.capital.plus@gmail.com
საკონტაქტო ინფორმაცია:
დირექტორი 568 97 97 67
ტენდერის კატეგორია:
- 72600000 კომპიუტერული უზრუნველყოფა და საკონსულტაციო მომსახურებები
- 48700000 პროგრამული პაკეტების მომსახურე პროგრამები
- 48900000 სხვადასხვა სახის პროგრამული პაკეტები და კომპიუტერული სისტემები
- 72200000 პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება და საკონსულტაციო მომსახურებები