ჩაბარების ვადა:

1 სექტემბერი 2021, 16:00

სტატუსი:

დასრულებული

T10456 - ტენდერი ორი ცალი სერვერის შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს “პროკრედიტ ბანკი” მცირე და საშუალო ზომის საწარმოების კომპლექსურ მომსახურებაზე ორიენტირებული ერთ-ერთი წამყვანი ბანკია საქართველოში, რომელიც იურიდიულ და ფიზიკურ პირებს საბანკო მომსახურების ფართო სპექტრს სთავაზობს. „პროკრედიტ ბანკი“ საქართველოში 1999 წლიდან ფუნქციონირებს. ბანკს საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings-ის მიერ მინიჭებული აქვს BB+ რეიტინგი, რომელიც საქართველოში ყველაზე მაღალი შესაძლო რეიტინგია. „პროკრედიტ ბანკი, საქართველო საერთაშორისო პროკრედიტ ჯგუფის წევრია, რომელიც ძირითადად წარმოდგენილია აღმოსავლეთ ევროპის გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნებსა და გერმანიაში. პროკრედიტ ჯგუფს სათავეში უდგას პროკრედიტ ჰოლდინგი (მაინის ფრანქფურტი, გერმანია). პროკრედიტ ჰოლდინგსა და პროკრედიტ ჯგუფს ზედამხედველობას უწევს ფინანსური საზედამხედველო ორგანო (BaFin), რომელიც პროკრედიტ ბანკების სანდოობისა და სტაბილურობის გარანტია.

სს პროკრედიტ ბანკი აცხადებს ტენდერს ორი ცალი სერვერის შესყიდვაზე.

ძირითადი მოთხოვნები:  

  • სერვერის კონფიგურაცია მოცემულია ერთი სერვერისთვის.
  • 4 სოკეტიანი სერვერი; 2 პროცესორით, თითო პროცესორი 16 ბირთვი; (Intel(R) Xeon(R) Gold);
  • 1 TB ოპერატიული 4-ის ჯერადი რაოდენობით, პროცესორების დამატების შემთხვევაში მოხდეს არსებული ოპერატიული მეხსიერების გადანაწილება;
  • 2 ცალი, 2 16Gb FC ბარათით, შესაბამისი 16Gb SFP-ი. (4 ცალი SFP)
  • 2 ცალი PCI ბარათი; თითო 2 10GB პორტით, შესაბამისი 10 SFP-ი. (4 ცალი SFP)
  • 2 SSD დისკი (256 GB); Raid1.
  • დამატებით: 
  • 16 ცალი FC 16Gb SFP და 8 ცალი 10Gb SFP ქსელის ინფრასტრუქტურისთვის.

თანდართულ ფაილებში შეგიძლიათ იხილოთ:

  • სააპლიკაციო ფორმა;
  • ფასების ცხრილი  

დაინტერესებულმა პირებმა დალუქულ კონვერტში უნდა წარადგინონ:

  • შევსებული და ხელმოწერილი სააპლიკაციო ფორმა (იხ.თანდართულ ფაილი);  
  • ხელმოწერილი ფასების ცხრილი;   (იხ.თანდართულ ფაილი);  
  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
  • MAF-ი
  • ამონაწერი კრედიტ ინფოს  ბაზიდან 
  • შემოთავაზებული პროდუქციის ტექნიკური მახასიათებლები 

გთხოვთ, დალუქულ კონვერტზე მიუთითოთ:

  • თქვენი კომპანიის დასახელება;
  • საკონტაქტო ინფორმაცია (პასუხისმგებელი პირი, ტელეფონი და ელ.ფოსტა);
  • ტენდერის დასახელება;
  • მიმღები განყოფილების დასახელება: შესყიდვების ქვეგანყოფილება
  • წარწერა: ”კონფიდენციალურია”;
  • გთხოვთ, მოაწერეთ ხელი და დასვით თქვენი კომპანიის ბეჭედი კონვერტის დალუქვის ადგილზე.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • შემოთავაზების შემოტანის ბოლო ვადაა: 1 სექტემბერი 2021 წელი 16:00 საათამდე
  • სატენდერო წინადადება მოგვაწოდეთ შემდეგ მისამართზე: ალ. ყაზგების გამზ. 21და განათავსეთ ბანკის პირველ სართულზეარსებულ ტენდერების ყუთში
  • ტენდერში მონაწილე კომპანია ვალდებულია, პროკრედიტ ბანკის საიტზე (www.procreditbank.geგაიაროს რეგისტრაცია (დაადასტუროს ტენდერში მონაწილეობის მიღება).

ორგანიზაციულ საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ მიმართოთ:
რუბენ კაზაროვი
შესყიდვების ქვეგანყოფილების  სპეციალისტი
ს.ს. ”პროკრედიტ ბანკი”, საქართველო
სათაო ოფისი, ალ. ყაზბეგის გამზ. 21,  თბილისი 0112
ტელ.: (+995 32) 2202222 (1571) 
E-mail: tenders@procreditbank.ge

ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებთ გთხოვთ მიმართოთ:
გიორგი დგებუაძე
ს.ს. ”პროკრედიტ ბანკი”, საქართველო
სათავო ოფისი, ალ. ყაზბეგის გამზ. 21, თბილისი 0112 
ტელ.: (+995 32) 2202222 (1840)
E-mail: g.dgebuadze@procreditbank.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 48900000 სხვადასხვა სახის პროგრამული პაკეტები და კომპიუტერული სისტემები
  • 30200000 კომპიუტერული მოწყობილობები და აქსესუარები
  • 48700000 პროგრამული პაკეტების მომსახურე პროგრამები